წაკითხვამდე შეგიძლია გაეცნო ენთუზიასტის კოგნიტურ ფუნქციებს აქ.

ექსტრავერტული ინტუიციით მოქმედი ადამიანები ხედავენ შაბლონებს და ამყარებენ კავშირებს. მისი საშუალებით ადამიანები ახერხებენ პრობლემებიდან კრეატიული გამოსავლის პოვნას, ხედავენ ისეთ რამეს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, ახერხებენ სხვადასხვა პერსპექტივების დანახვას. ექსტრავერტულია ინტუიციის მოქმედების სფეროს ინოვაცია და ძველი პრობლემებისთვის ახალი გამოსავლის პოვნა ჰქვია. 

როცა ენთუზიასტში ეს ფუნქცია ვითარდება, მას შეუძლია შაბლონების დანახვა. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ეს ფუნქცია ენთუზიასტისთვის მესამეულია, შეიძლება ვერ გაერკვეს, როდის შეიძლება საკუთარ ინტუიციას ენდოს. შეიძლება ვერ გააცნობიეროს, რომ ცრუ შაბლონებს ხედავს – მხოლოდ იმას, რისი დანახვაც უნდა. მიუხედავად ამისა, ენთუზიასტს ამ ფუნქციის გამოყენება სხვა იმ ფსიქოტიპებზე უკეთ შეუძლია, რომლებსაც ძირითად ფუნქციებში არ აქვთ ექსტრავერტული ინტუიცია.

წაიკითხე მეტი: გაეცანი ყველა კოგნიტურ ფუნქციას

რაში ეხმარება ენთუზიასტს ეს ფუნქცია?

ექსტრავერტული ინტუიციის გამოყენებისას ენთუზიასტს მოქნილობის სწავლა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ გეგმის შემუშავება და შედეგების მიღწევამდე მოთმინების ქონა სასურველია, ყოველთვის ვერ გეცოდინება, როგორ განვითარდება მოვლენები. უკეთესია თვალი გადაავლო ყველაფერს, მეტად გაერთო, – მრავალფეროვნება თუ გინდა, კრეატიული გამოსავალი იპოვო და უფრო გახსნილი იყო ახალი ადამიანების, ადგილებისა და შესაძლებლობების მიმართ.

ექსტრავერტული ინტუიციის უარყოფითი გამოვლინებები ენთუზიასტის ფსიქოტიპში

დასკვნების გასაკეთებლად ენთუზიასტი ექსტრავერტულ ინტუიციას თუ დაეყრდნობა, დამხმარე ფუნქციას – ინტროვერტულ აღქმას (Si) განვითარების საშუალებას დაუხშობს. აქ იწყება უბედურება. ასეთ შემთხვევაში ენთუზიასტი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს სიტუაციებს და დროზე ადრე გამოაქვს დასკვნები. ენსტრავერტული ინტუიცია შენი ძლიერი მხარე არაა, ამიტომ არ უნდა დათრგუნო ის, რაც შენი ძლიერი მხარეა – სიტუაციას შეხედო ისე, როგორც ის არის, და არა ისე, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო.

როცა ექსტრავერტული ინტუიცია ენთუზიასტის აზროვნების პროცესზე გავლენას ახდენს, დეტალურ ინფორმაციას არასრულწლოვანი ადამიანის დონეზე ალაგებს და ცუდი გადაწყვეტილებების მიღებისას თავის მართლებას იწყებს. თავდაცვის პოზიციაში განსაკუთრებით მაშინ დგება, როცა ცუდ გამოხმაურებას იღებს. საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ეჭვების მოსაშორებლად რაღაცების გამოგონებას იწყებს. 

ექსტრავერტული ინტუიცია ენთუზიასტის ფსიქოტიპში თავის თავს კიდევ ერთი ფორმით ამჟღავნებს. ის ალტერნატივების ძებნას იწყებს, ისეთისაც კი, რომლებიც ენთუზიასტს არაფერში ადგება. ეს შეიძლება იყოს არასაიმედო შესაძლებლობების განხილვა, მოტყუება, ან თავის გასამართლებლად ნებისმიერი შედეგის რაციონალიზება. შეიძლება დააჯეროს, რომ ყველაფრის გადამოწმების დრო არ აქვს, როცა სინამდვილეში მოთმინება არ ყოფნის.

ძირითადი ფუნქციის(Fe) ურთიერთობა მესამეულთან(Ne)

ენთუზიასტის ძირითადი ფუნქციის(Fe) მესამეულთან(Ne) ურთიერთობის სამი კვანძი არსებობს. ამ კვანძიდან თავის დასაღწევად აუცილებელია, ამ ფსიქოტიპმა თავისი დამხმარე, ინტროვერტული აღქმის(Si) ფუნქცია განივითაროს. 

მოკლევადიანი კვანძი. ენთუზიასტში იმპულსური, ზოგჯერ დესტრუქციული ქცევა შეიძლება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს. პასუხისმგებლობისა და მიჯაჭვულობისგან თავის დაღწევის მიზნით შეიძლება ზედმეტად ბევრი სასმელი მიიღოს, ზედმეტად ბევრი დრო ატაროს წვეულებებზე და მიიღოს ნარკოტიკული ნივთიერებების ზედმეტად დიდი დოზა. როცა შინაგან ხმას თიშავს, რომელიც სიფრთხილისკენ მოუწოდებს, იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს. თუ ეს ხმა მისგან კი არა, სხვა ადამიანისგან წამოვიდა, ენთუზიასტი შეიძლება გაბრაზდეს, ეცადოს სიტუაცია გააკონტროლოს, ტრაგედია შექმნას, ან უბრალოდ მიატოვოს პარტნიორი ან სამსახური, რომელიც მას ბოჭავს. 

გრძელვადიანი კვანძი. ვერ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებისეულ არჩევანზე. თავის დისკომფორტს სხვა ადამიანებს უხეშად და კრიტიკულად გადააბრალებს. იმათაც კი გადასწვდება, ვისაც ახლოს არ იცნობს. ჭკვიანურ მიზეზებს პოულობს, რომ ადამიანები თავისი არასასიამოვნო გრძნობების გამო დაადანაშაულოს და იმ პოზიციას იკავებს, რომ თავისი პრობლემები სხვების ბრალია. იმის ნაცვლად რომ ახალ გაცნობილ ადამიანებს, ახალ ადგილებს ან სიტუაციებს კარგად გაეცნოს, მკაცრი დასკვნების გასამართლებლად ინფორმაციით მანიპულირებს.

თანდაყოლილი კვანძი. ამ კვანძის დაძლევა ყველაზე რთულია. სიახლეებისკენ მიდრეკილებამ შეიძლება თავი იჩინოს, რაც აკვიატებულ შოპინგში, რესტორანში და მსგავს ადგილებში ფულის ფლანგვაში, ერთი შესაძლებლობის დევნიდან მეორეზე გადახტომაში, ან მნიშვნელოვან საკითხებზე ზერელე დამოკიდებულებაში ვლინდება. შეიძლება ფილმების პერსონაჟებთან კავშირის დასამყარებლად, ზერელე ნაცნობობების, ან თუნდაც სასიყვარულო გატაცებების გამო, უგულებელყოს ადამიანები, რომლებიც მის ცხოვრებაში არიან. წარსულის მთავარი მომენტების დავიწყებით ენთუზიასტი გაკვეთილს ვერ ისწავლის და იგივე შეცდომებს გაიმეორებს. რადგან ვერ ავსებს შინაგან მზარდ სიცარიელეს, დროებითი სიამოვნების მისაღებად მნიშვნელოვან ურთიერთობებს ზიანს აყენებს. 

როგორ გამოიყენო ექსტრავერტული ინტუიცია სწორად, თუ ენთუზიასტი ხარ

თუ იმპულსურად იქცევი და საკუთარ უბედურებებზე სხვებს ადანაშაულებ, ექსტრავერტული ინტუიციის ფუნქციას არასწორად იყენებ. საკუთარ თავს ჰკითხე: რის მიღწევას ვცდილობ? მაძლევს თუ არა ეს მოქმედებები და განსჯები იმ შედეგებს, რის მიღწევასაც ვცდილობ?

ექსტრავერტული ინტუიციის დანიშნულება არაა შექმნას სამყაროს მიმართ შენი დამოკიდებულება. მისი მიზანია გზა მისცეს კრეატიულ გამოსავალს. არ დაუშვა, რომ იმპულსებმა გმართოს და თავის ამრიდებულ ქცევაში ჩაგითრიოს. 

ექსტრავერტული ინტუიცია ენთუზიასტში ძალიან კარგად გამოიხატება თამაშის, სიყვარულისა და ინტიმური ურთიერთობის დროს. 

რადგან ენთუზიასტს უყვარს მეგობრების ფართო წრის ქონა, მასპინძლობა და სხვების გართობა, ექსტრავერტული ინტუიცია მას ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებაში დაეხმარება, ასევე საშუალებას მისცემს გახსნილი იყოს სხვა კულტურების, ქვეყნებისა და ეროვნებების მიმართ. 

………………………………………………………………………………………..

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.