ბევრი ადამიანისთვის ეს დავალებები იმაზე ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ფსიქოთერაპიაა. თუ საკუთარი ბნელი მხარეები ჯერ არ გამოგიაშკარავებია, ან გამოააშკარავე, მაგრამ ბოლომდე მიზანს ვერ მიაღწიე, მოიმარჯვე ფურცელი და პასტა და ამ დავალებებს მიჰყევი.

სანამ დავიწყებდეთ, ცოტას მოგიყვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც ვაპირებთ მომავალი 15-20 წუთის დახარჯვას.

რა არის ბნელი მხარე?

მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, კარლ იუნგი ამას იმ საცავის განსასაზღვრად იყენებდა, რაშიც ჩვენი პიროვნებისა და ფსიქიკის კოლექტიურ ასპექტებს ვმალავთ და გვირჩევნია, არ დავინახოთ. ეს არის ის, რაც უსიამოვნო და მიუღებელია ჩვენთვის, სამყაროსთვის და რასაც უარვყოფთ.

მაშინაც კი, როცა ჩვენი ბნელი მხარე არ ვიცით, ინტუიტიურად მაინც ვგრძნობთ, რომ ჩვენში რაღაც კარგად ვერ არის. მთელი ცხოვრების განმავლობაში თითის წვერებზე დავდივართ, რომ ეს მხარე არ შევაწუხოთ და გავაღიზიანოთ. 

თან, იმის შიშით ვცხოვრობთ, რომ ეს უსიამოვნო რამ გამოაშკარავდება. მონდომებით ვცდილობთ, ვმართოთ ყველა სიტუაცია ისე, რომ ჩვენი შფოთვა, გაურკვევლობა და თავდაჯერების ნაკლებობა არ გამოაშკარავდეს. 

გულის სიღრმეში ვიცით, რომ ეს დამალული ნაწილები ძალიან არასტაბილურია და ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს. 

გაითვალისწინე: 

ბნელ მხარეებზე მუშაობა გამოწვევებითაა სავსე, მაგრამ არაა რთული. 

ეს მარტივი ტექნიკა შეგიძლია გამოიყენო საკუთარ თავთან შესახვედრად, მისაღებად და გარდასასახად. 

ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც „გამოიღვიძა,“ ამ გზით იარა. თუ ეს მათ შეძლეს, შენც შეძლებ.

მითითებები, რომლებიც დაგეხმარება:

  • ჩაიწერე ძლიერი იმპულსები, რაც იმ საკითხთან დაკავშირებით მოგივა თავში, რასაც განვიხილავთ. დაწერე, რას ნიშნავს თითოეული ასპექტი შენთვის და მაგალითად გამოცდილებები მოიყვანე.
  • შენს ბნელ მხარეს ნება მიეცი, საკუთარი თავი გამოავლინოს. 
  • ყურადღებით იყავი. იმ მომენტიდან, როდესაც ბნელ მხარესთან შეხვედრაზე იტყვი „დიახ,“ ის გამოჩნდება.
  • ბოლომდე გააკეთე სავარჯიშოები. 
  • დააკვირდი, მართლა ვლინდება თუ არა ეს ბნელი მხარეები შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

დაიწყე იქიდან, სადაც ხარ

იფიქრე ადამიანებზე, რომლებიც ძალიან არ მოგწონს და მათთან საერთოდ არ გინდა დროის გატარება. უფრო მეტიც, წარმოდგენა, რომ მათთან ხარ, შენთვის სტრესული, უსიამოვნო და საზიზღარიც კია. 

დაწერე 3 ადამიანის სახელი, თუმცა თუ გინდა უფრო მეტიც იყოს. 3 არის მინიმალური რაოდენობა. ეს ადამიანები შეიძლება ცოცხლებიც იყვნენ და გარდაცვლილებიც; შეიძლება პირადად არც კი იცნობდე; შეიძლება ოჯახის წევრები იყვნენ, ან თანამშრომლები, ან ადამიანები შენი წარსულიდან. 

გააკეთე სია.

სადილი

ახლა წარმოდიგინე, რომ სადილს ამზადებ და იცი, რომ ყველა უნდა დაპატიჟო, ვინც სიაში გიწერია. 

საჭმელი მზადაა. სუფრა გაშლილია და ლამაზად მორთული ყვავილებით. თითოეული ადგილი ლამაზადაა გაწყობილი. 

კარზე ზარი რეკავს. შენი სტუმრები აქ არიან. მიესალმე და მოიპატიჟე, მაგიდასთან დასვი. 

თითოეულმა სტუმარმა განსაკუთრებულად შეფუთული საჩუქარი მოგიტანა. გამოართვი საჩუქრები, ფრთხილად გახსენი თითოეული მათგანი და ნახე, რა არის შიგნით. 

ახლა კი, ფურცელზე/ბლოკნოტში ჩაწერე პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. სიაში თითოეული ადამიანის სახელის გვერდით, დაწერე რა საჩუქარი მოგიტანა.

2. რას ამბობს ეს საჩუქარი? რამე ქვეტექსტი/მესიჯი არის მასში?

3. რა უნდა თითოეულ სტუმარს გასწავლოს საკუთარი თავის შესახებ? 

4. რა ბნელ მხარეს ავლენს თითოეული სტუმარი, რომლის მიღებაც საკუთარ თავში გიჭირს? (მინიმუმ 2 თვისება ჩამოწერე თითოეული მათგანის გასწვრივ.)

5. დაფიქრდი, როგორ შეგიძლია ეს ბნელი მხარეები ჯანსაღი, გულწრფელი გზით აღიარო?

6. რატომ უარყოფდი ამ ბნელ მხარეებს საკუთარ თავში?

7. როგორ შეძლებ ეს ბნელი მხარეები შემდგომში პოზიტიურად გამოხატო? მაგალითად, თუ შენი ბნელი მხარე სიბრაზეა, როგორ შეგიძლია ბრაზი გულწრფელად და ჯანსაღად გამოხატო?

8. დაწერე სხვა ნებისმიერი იდეა ან აღმოჩენა, რაც მოგაფიქრდება საჩუქრების თვალიერებისას და სტუმრებთან ყოფნისას. სთხოვე თითოეულ სტუმარს განგიმარტოს, ეს საკუთარი წინააღმდეგობების დანახვაში დაგეხმარება.

9. რამდენიმე დღის განმავლობაში დაუბრუნდი ამ ნაწერს და დაფიქრდი იმაზე, რაც აქ დაწერე. 

10. ნახე, სად ავლენენ ეს ბნელი მხარეები საკუთარ თავს შენს ცხოვრებაში. ნახე, ვინ განამტკიცებს შენს დამოკიდებულებებს. დააკვირდი, გარკვეულ ადამიანებთან სად იხევ უკან და დაფიქრდი, რატომ აკეთებ ამას? რას ამხელს ეს შენს შესახებ?

მომდევნო სესია ოჯახის დინამიკასთან იქნება დაკავშირებული. თუ გააკეთე და მოგეწონა სტატია, გამოხმაურება არ დაგავიწყდეს! ასე უფრო კარგად გავიგებთ, რა მოგწონთ და რისი ნახვა გინდათ საიტზე მომავალში!

მანამდე, წაიკითხე სხვა სტატიები, თუ ჯერ არ წაგიკითავს:))

წყარო: Julie Hoyle – Meeting the Shadow, Finding Your Self

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.