Გარკვეულ წრეებში, ცინიზმი განსაკუთრებულად გლამურულია.

Ცინიკოსები გეტყვიან, რომ ყველა ეგოისტი და სუსტია, სისტემა კი თაღლითი და ხარბი, რომ წარმატებას ვერასდროს მიაღწევ და ცდას აზრი არ აქვს, რომ ყველა იდეალი დაცინვის ღირსია, და ისინი ვინც „კარგს“ აკეთებენ, საკუთარი სათნოებების წარმოჩენას ცდილობენ. Ცინიზმის უარყოფა რთულია, რადგან ყოველთვის იქნება უამრავი მაგალითი, რომელიც კაცობრიობის კატარსტროფულ ინტერპრეტაციას შეუწყობს ხელს. 

Რა არის ფასადის მიღმა?

Თუმცა, ცინიკოსის განმსაზღვრელი ის კი არ არის, რასაც ის ამტკიცებს, არამედ ის, რატომ შვება ამას. Მისი ფილოსოფია, პირველ რიგში, ტანჯვისგან თავის დაცვაა. Უკმეხი ფასადის მიღმა ადამიანია, რომელსაც რაღაცის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ისეთი არ აღმოჩნდა,  როგორიც წარმოედგინა, რამაც საშინელი სისუსტის შეგრძნება დაუტოვა. Შედეგად, გონებრივი აპარატი შეატრიალა, რომ ყოველგვარი გულისტკენისგან დაეცვა თავი. 

Ის იმედს უცრუებს საკუთარ თავს მანამ, სანამ ამას სამყარო იზამდეს. 

ყოველი ცინიკოსის შიგნით - ჯორჯ კარლინი

Შეიძლება გეგონოთ, რომ ცინიკოსები ცდილობენ ფაქტები დაინახონ ისე, როგორებიც არიან, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ტკივილისგან თავის იზოლირებას ცდილობენ. Მათი დამოკიდებულება ამქვეყნიური გამოცდილებისა და გამჭრიახობის კი არა, ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგია. 

Სავარაუდოდ, ოდესღაც, წარსულში, მათ იმედები ძალიან გაუცრუვდათ, რომლის გადატანაც ადვილი არ იყოს. Თავიანთ მტკივნეულ და სულისშემძვრელ ისტორიებზე ცინიკოსები არასდროს საუბრობენ, სამაგიეროდ, მტკიცედ ილაპარაკებენ კორუფციასა და მანიპულაციაზე, მოიყვანენ სიხარბის უამრავ მაგალითს. Თუმცა არასდროს გაამხელენ, როგორ ამცირებდა მამა, როცა დათვრებოდა, ან რას გრძნობდა, როცა დედა სხვა ქალაქში გაიქცა, როცა ის მხოლოდ 5 წლის იყო. 

ნუ შეეკამათები ცინიკოსს

Ცინიკოსს თუ შეხვდი, ალბათ ინსტინქტურად საწინააღმდეგოს მტკიცებას დაუწყებ, შეეცდები ეკამათო და საპირისპირო მაგალითებს მოუყვან, მაგრამ ეს ის არაა, რასაც ცინიზმი გულისხმობს. 

Ესაა ემოციური დაცვა, იძულებით დასწავლილი დაძლევის მეთოდი. Სინამდვილეში ის, რაც ცინიკოსს სჭირდება და ეშინია, რომ ვერასდროს მიიღებს, და ბუნებრივია, არასდროს ითხოვს, სიკეთეა. Სიკეთეს შეუძლია ხელახლა აანთოს იმედისა და კმაყოფილების მისი გაყინული, საიდუმლო სურვილები.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

Leave a Reply

Your email address will not be published.