მიყევი ინსტრუქციას:

აიღე ფურცელი და პასტა, რომ ჩანიშვნები გააკეთო.

წარმოიდგინე, რომ შედიხარ ოთახში და ხედავ 4 კარს: თეთრს, შავს, ლურჯს და ვარდისფერს. 

დაწერე:

1) რა თანმიმდევრობით გააღებ კარებს?

2) რას ხედავ როცა მათ აღებ?

ჩაიწერე პასუხები მანამდე, სანამ ახსნას წაიკითხავ. არ მოიტყუო!

თუ მზად ხარ, ჩადი ქვემოთ, რომ ნახო შედეგები!👇

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

♡ თეთრი – პირადი ცხოვრება ♡

თუ გააღე თეთრი კარი შემდეგი თანმიმდევრობით:

1) პირველი – შენ თავდაჯერებული ადამიანი ხარ, რომელიც საკმარისად ზრუნავს საკუთარ თავზე.

2) მეორე – შესაძლოა, პირად ცხოვრებას უკანა პლანზე აყენებდე, მაგრამ გაქვს თვითშეფასება და გიყვარს საკუთარი თავი.

3) მესამე – როგორც ჩანს, დაბალი თვითშეფასება გაქვს და პესიმიზმისკენ ხარ მიდრეკილი. 

4) მეოთხე – მთლიანად ხელი გაქვს ჩაქნეული პირად ცხოვრებაზე. ხშირად ამ პასუხს იძლევიან ხოლმე ქალები, რომლებმაც ოჯახზე, ქმარზე, ბავშვებსა და შვილიშვილებზე ზრუნვაში საკუთარი თავი დაკარგეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თქვენს დაუცველ მდგომარეობას მიუთითებს. 

.

💕 ვარდისფერი – სიყვარული 💕

თუ გააღებ ვარდისფერ კარს შემდეგი თანმიმდევრობით:

1) პირველი – შეყვარებული ხარ ან სასიყვარულო ურთიერთობის აქტიურ ძიებაში ხარ. 

2) მეორე – ემოციურად გაწონასწორობული ხარ, ან იმიტომ, რომ კარგ სასიყვარულო ურთიერთობაში ხარ, ან იმიტომ, რომ გაწონასწორებული ადამიანი ხარ.

3) მესამე – ან გაყინულ ურთიერთობაში ხარ ან უარყავი უფლება, რომ გიყვარდეს ან უყვარდეთ.

4) მეოთხე – როგორც ჩანს, სრულიად გაექეცი ემოციურ სამყაროს, ან იმიტომ რომ გაყინულ ურთიერთობაში ხარ, ან ცხოვრების ეს ნაწილი უგულებელყავი.

.

💙 ლურჯი – საქმიანობა💙

თუ გააღებ ლურჯ კარს შემდეგი თანმიმდევრობით:

1) პირველი – კარიერას დიდ პრიორიტეტს ანიჭებ, რაც ნიშნავს, რომ კარიერის გულისთვის ან გვერდს უვლი ცხოვრების სხვა ასპექტებს, ან ზედმეტად ნადირობ ფულზე.

2) მეორე – სამსახურში იმდენ დროს ატარებ, რომ ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებს ზიანს აყენებ. ზოგჯერ ეს თანმიმდევრობა მიუთითებს ადამიანზე, რომელმაც თავისი ცხოვრებისეული ხარვეზების შესავსებად დაიწყო სამუშაო.

3) მესამე – თავს კომფორტულად გრძნობ და კმაყოფილი ხარ საკუთარი საქმით.

4) მეოთხე – არ მოგწონს სამუშაო და მხოლოდ იმიტომ მუშაობ, რომ საარსებო წყარო გქონდეს.

.

🖤 შავი – სიკვდილი 🖤

თუ გააღებ შავ კარს შემდეგი თანმიმდევრობით:

1) პირველი – დეპრესიაში ხარ ან სულ ჩაკეტილი. საერთოდ, შავი კარის არჩევა ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მიუთითებს, ზოგჯერ თავის არიდების ტენდენციებსაც და თავის მოტყუებასაც კი.

2) მეორე – თავის არიდების ტენდენციები გაქვს, თუმცა ეს შესაძლოა ისე არაა გამოხატული, როგორც პირველ არჩევანში, მაგრამ მაინც საკმარისად ძლიერია. ეს კარი მეორე ადგილზე ხშირად აქვთ თინეიჯერებს, რადგან მოზარდობა თავის არიდების ტენდენციასთან ხშირად ასოცირდება.

3) მესამე – ცხოვრების რომელიმე ასპექტი გტანჯავს. იმის გასარკვევად, თუ რომელი, უბრალოდ შეხედე შენს მიერ არჩეულ მეოთხე კარს. პრობლემა იმ სფეროში, რომელზეც ამ პოზიციაზე მოთავსებული კარი მიუთითებს, გადაჭარბებულია და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ შენს ცხოვრებას რაღაც აკლია, რომ თავი „სრულყოფილად“ იგრძნო.

4) მეოთხე – ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ხარ და გაქვს სიცოცხლის სურვილი.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.