Რთულია, ადამიანი კარგად გაიცნო. Ერთ მომენტში გგონია, რომ მას იცნობ, მაგრამ უცებ აღმოაჩენ, საერთოდ არ ყოფილა ისეთი, როგორიც გეგონა. Დამაბნეველია არა? Მიუხედავად ამისა, არსებობს პატარა დეტალები, რომლებიც ხასიათზე ძალიან კარგად მეტყველებენ.
Თუ Გაინტერესებს, რა დეტალებმა შეიძლება გასცეს ბევრი ინფორმაცია შენს შესახებ, Მაშინ გააგრძელე კითხვა. 

  1. Რამდენად ხშირად ამოწმებ ტელეფონს.

Შენი ტელეფონი ხშირად ვიბრირებს და ხმას გამოსცემს? Შეიძლება მესიჯებს ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან იღებდე, ან შეტყობინებები სამსახურიდან მოგდიოდეს. Მიუხედავად ამისა, ტელეფონის ხშირად შემოწმება ფსიქიკურ აშლილობაზე მიუთითებს. Დერბისა და ნოტინგემის ტრენტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომკლებიც არაჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ, სმარტფონს თერაპიის მიზნით ინტენსიურად იყენებენ. 

  1. Როგორ ეპყრობი მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს.

Ექცევი თუ არა Მიმტანს თავაზიანად და მოთმინებით? Ან როგორ ეპყრობი მოლარეს სუპერმარკეტში? Ყველა, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს, მომხმარებლის დახმარებას ცდილობს და მისგან უპატივცემლობას არ იმსახურებს. Სხვა დროს დააკვირდი, სხვები როგორ ეპყრობიან ადამიანებს, რომლებიც რესტორნებში ან მაღაზიებში მუშაობენ. Შენი შეყვარებული მიმტანს გამუდმებით ეწუწუნება ან მის პატარა შეცდომაზე მოთმინებას მალევე კარგავს?  Ასეთ დეტალებს მის ხასიათზე ბევრი რამის თქმა შეუძლიათ, მაგალითად როგორ უმკლავდება სტრესს, იმის მიუხედავადაც, თუ ეს ისეთი უმნიშვნელოა, როგორიცაა ლოდინი შეკვეთის მოსვლამდე.

  1. Როგორი ფეხსაცმელები გაცვია.

ScienceDirect-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ როგორი ფეხსაცმელი გაცვია, ბევრს მეტყველებს შენს პიროვნებაზე. Კვლევამ შეაფასა, რამდენად სწორად შეიძლება უცხო ადამიანის ხასიათის თავისებურებების შეფასება მხოლოდ მისი ფეხსაცმლის მიხედვით. Ცდისპირებს დაურიგეს ერთნმანეთის ფეხსაცმლის ფოტოები, რომლებსაც უკეთებდნენ შეფასებას. Შედეგებმა აჩვენა, რომ პასუხებმა სიზუსტით გადმოსცა ადამიანის ასაკი, შემოსავალი, და ურთიერთობის სტილი.
Ის, ვინც კომფორტულ ფეხსაცმელებს ატარებს, დიდი ალბათობით სასიამოვნო ადამიანია. Თუ მოუხერხებელ ფეხსაცმელს ატარებ, მოსალოდნელია, რომ წყნარი ადმიანი ხარ, რომელიც ტკივილს გულში ინახავს. Თუ აგრესიული ხასიათი გაქვს, სავარაუდოდ, ჩექმის ტარება გიყვარს, ხოლო თუ ცდილობ, რომ ფეხსაცმელი სუფთა და კარგად მოვლილი შეინარჩუნო, შესაძლებელია, შფოთიანი იყო და ამ ჟესტით თავის დამშვიდებას ცდილობდე. 

  1. Რამდენად ხშირად ამყარებ თვალებით კონტაქტს.

Თვალებით კონტაქტი ბევრს არ სიამოვნებს, და ეს სავსებით ნორმალურია. Თუმცა, თვალებით კონტაქტის სიხშირემ, ან პირიქით, სიმწირემ, შენი ფიქრები შეიძლება გასცეს.
Კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები თვალებით კონტაქტს ერიდებიან, როდესაც დარცხვენილები არიან, ღრმად არიან ფიქრებში ჩაფლულნი ან საუბრის დროს ემოციების მოზღვავებას გრძნობენ. Ამასთანავე, გამოკვლევის მიხედვით, თუ ძალიან ხშირად ამყარებ თვალებით კონტაქტს, სოციალურად დომინანტი, თავდაჯერებული პიროვნება ხარ. 

  1. Როგორ ართმევ ხელს.

Ხელის ჩამორთმევა შეიძლება უმნიშვნელო დეტალად გეჩვენებოდეს, მაგრამ შენს პიროვნებაზე ძალიან მნიშვნელოვან რამეს მეტყველებს. Მნიშვნელობა კი ენიჭება იმას, რამდენად მტკიცეა შენი ხელის ჩამორთმევა. Ადამიანი, რომელიც მყარად ართმევს ხელს, ექსტრავერტული ბუნებისაა და ახალი გამოცდილებებისთვის მზადაა. Თუ ხელს სუსტად ართმევ, შეიძლება მორცხვი ან ცოტა ნერვულიც იყო. Ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მტკიცე ხელის ჩამორთმევა სხვებში კეთილგანწყობას ქმნის.

  1. Მიდიხარ თუ არა შეხვედრებზე განსაზღვრულ დროს.

Ხშირად გაგვიანდება ხოლმე? Სკოლაში ან სამსახურში დაგვიანებების გამო ცუდი რეპუტაცია გაქვს? Ეს ცუდი ჩვევა, სინამდვილეში, სულაც არაა ასეთი ცუდიც. Ადამიანი, რომელსაც ხშირად აგვიანდება, შესაძლებელია რამდენიმე საქმეს ერთად აკეთებდეს, ან აუღელვებელი იყოს. Ადამიანი, რომელიც მრავალი საქმით ერთდროულადაა დაკავებული, მოქმედების პროცესში უჭირს გაცნობიერება, რას აკეთებს და რა დროა.

  1. Როცა შენთვის რაღაცას იღებ, მაგრამ სხვებზე არ ფიქრობ.

Მოდი, ვთქვათ სახლში მიდიხარ და გადაწყვეტ, გზად რესტორნიდან რამე სახლში წაიღო. Სამსახურის მერე სუშის ყიდვას გადაწყვეტ და შენს პარტნიორს ან ოჯახის წევრებს დაურეკავ, რომ ჰკითხო, მათაც ხომ არ უნდათ რამე. Ასეთი ქცევა იმაზე მეტყველებს, რომ შენ კეთილი და უანგარო ადამიანი ხარ. Ხოლო ის კი, ვინც ამას არ აკეთებს, შესაძლოა ეგოისტი, უზრდელი, სხვების მიმართ უყურადღებო და დაუფიქრებელი იყოს. 

  1. Როცა სხვებს თავაზიანად აკრიტიკებ.

Ზოგჯერ ადამიანები ზრდილობიანად „გეუზრდელებიან“ და ეს შეიძლება ვერც კი შენიშნო. Მაგალითად, მოგისმენია თუ არა მსგავსი შენიშვნები: კომიქსებს არ კითხულობ, ხო? Ან: ვიდეოთამაშები დიდად არ გიყვარს, არა? Ეს ფრაზები ხშირად ქედმაღლურად გამოითქმის და შეუძლებელია, თავი ცუდად არ გაგრძნობინოს. Თუ მსგავსი რამ მეგობრისგან მოგისმენია, მაშინ გაითვალისწინე, რომ ის შესაძლოა შენი საუკეთესო მეგობრების რიცხვს არ მიეკუთვნებოდნენ. Ამასთანავე, ასეთი საუბარი მეტყველებს იმაზე, რომ მოსაუბრე ყველაფერს ნეგატიურად უყურებს და ადამიანებსაც პატივს არ სცემს. 

  1. Სად იყურები, როცა სასმელს სვამ.

Დალევის დროს ჭიქის გარეთ თუ იყურები, ექსტრავერტული ადამიანი ხარ, ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევი და ადამიანებს ადვილად ენდობი. Ამასთანავე, გარემოს კარგად აღიქვამ და ცხოვრებას უდარდელად უყურებ. Ხოლო დალევის დროს თუ ჭიქაში იყურები, ინტროსპექტული ადამიანი ხარ, საკუთარ თავს კარგად იცნობ, ხარ ფოკუსირებული, და ამასთანავე, იდეალისტი. 

Დალევის დროს თვალებს თუ ხუჭავ, შესაძლებელია ტკივილს ან დისკომფორტს განიცდიდე და შენი საზრუნავი სიამოვნების მიღება იყოს. 

Როგორ გგონია, ამ ფაქტებიდან რომელი უფრო მეტად იმეტყველებდა შენს ხასიათზე?

Თუ მოგეწონა სტატია, like 🙂 

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

Leave a Reply

Your email address will not be published.