1. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგს ხშირად მარტო ყოფნა უნდა, ზოგჯერ თავს მარტოსულად გრძნობს ხოლმე.
  2. მართალია, შებოჭილი და დინსტანციური ჩანს, მაგრამ სინამდვილეში რომანტიკული, ვნებიანი, ერთგული და სანდოა.
  3. ზოგადად, სხვების აზრები არ აინტერესებს, მაგრამ ძალიან სენსიტიურია იმათი შეხედულებების მიმართ, ვინც მისთვის მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებისგან უარყოფასაც მტკივნეულად განიცდის.
  4. როცა რაღაცაზე გაბრაზებულია ან ეჭვები აქვს, უკან იხევს რომ გრძნობები დაალაგოს. სიტუაციის ანალიზში იქამდე იქნება ჩართული, სანამ არ გაარკვევს, რა ხდება. შემდეგ პრობლემის გადასაჭრელად გეგმას ადგენს.
  5. სტრატეგისთვის ტრადიცია და მემკვიდრეობა  არაა ავტორიტეტული.
  6. სტრატეგი ხშირად არღვევს წესებს. თუმცა ჯერ ამ წესებს კარგად წაიკითხავს.
  7. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სტრატეგს ყველაფერი კარგად გამოსდის, მაგრამ მისი უნარები ბევრი სწავლისა და მომზადების შედეგია. უფრო მეტიც, თუ რამე კარგად არ გამოსდის, მასზე მუშაობის პროცესში არ დაგენახება.
  8. სტრატეგს უყვარს ის, ვინც მას ეკამათება. 
  9. სტრატეგი ხშირად ისეთ პოზიციაზე მუშაობს, სადაც პასუხისმგებლობა მეტი აქვს, მაგრამ უფლებამოსილება – ნაკლები.
  10. სტრატეგს ჰგონია, რომ ვერსად პოულობს საკუთარ ადგილს, ან თუ პოულობს, ბოლომდე მაინც არა.
  11. სტრატეგი 16 ფსიქოტიპში ყველაზე დამოუკიდებელია და ამაყობს ამ დამოუკიდებლობით.
  12. სირთულეები სტრატეგს სტიმულს აძლევს. ასევე უყვარს იმ პრობლემებზე რეაგირება, რომლებსაც კრეატიული გამოსავლის მოძებნა სჭირდებათ.
  13. სტრატეგი იმ ფსიქოტიპთა შორისაა, რომლებსაც უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი GPA აქვთ. და კიდევ მათ შორის, რომლებიც ყველაზე მაღალ შემოსავალს იღებენ.



ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.