როგორ მიხვდე, მოსწონხარ თუ არა

ემპათს ძალიან კარგად შეუძლია საკუთარი ფასადის მართვა, ნამდვილი „მე“-ს დამალვა, ამიტომ რთული სათქმელია მიხვდე, მოსწონხარ თუ არა. ემპათი მორცხვია და თუ მოსწონხარ, შეიძლება შენთან ყოფნის გამო კომფორტის ზონიდან გამოვიდეს, თუმცა რომანტიკული ნაბიჯის გადადგმისთვის გამბედაობა არ ჰყოფნის. ეშინია, უცნაური არ გამოჩნდეს და შეიძლება ნერვიულად უკან დაიხიოს, თუ მისი დაგეგმილი მოქმედება (მაგ, თამაშით შეხება) ისეთი ბუნებრივი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოედგინა. თუ მოსწონხარ, შენზე ზრუნვის სურვილი გაუჩნდება, შენი პრობლემების მოსმენა, მხარდაჭერა. შეიძლება წიგნიც მოგცეს იმის მიუხედავად, რომ ლიტერატურა ან შენი ლიტერატურული გემოვნება მანამდე არასდროს გიხსენებია, და გითხრას რომ მოგეწონება. 

როგორ მოიქცე ფლირტის დროს

რა გააკეთო:

^ დაეხმარე საკუთარი ნაჭუჭიდან გამოვიდეს, გადადგი პირველი ნაბიჯი, ესაუბრე. დააფასებს შენს კომუნიკაბელურობას.

^ იყავი ზრდილობიანი, თანაგრძნობის უნარის მქონე და თავაზიანი.

^ დაანახე, რომ პრინციპული ხარ.

^ ანახე, რომ სიღრმისეული და მნიშვნელოვანი საკითხებით ხარ დაინტერესებული.

^ კომპლიმენტი უთხარი მის პიროვნულ თვისებებზე და დააფასე მისი უცნაურობა.

^ იყავი კარგი მსმენელი და ესაუბრე სიღრმისეულ თემებზე.

რა არ გააკეთო:

^ მომენტით ცხოვრებას ნუ აიძულებ. ის საკუთარ თავში ცხოვრობს და მომავალსა და შესაძლებლობებზე ყოველთვის ფიქრობს.

^ ნუ იქნები უპატივცემლო და უტაქტო სხვა ადამიანების მიმართ.

^ პრინციპებისადმი მის ერთგულებას ქედმაღლურად ან არასერიოზულად ნუ შეხედავ.

^ ნუ აიძულებ ადამიანებთან იმაზე მეტ ურთიერთობას, რაც მისთვის კომფორტულია.

პარტნიორის თვისებები, რაც ემპათისთვის იდეალთან ახლოსაა:

  • არის გახსნილი და ემპათის უცნაურობა მისთვის მისაღებია.
  • ზრდილობიანია და პატივს სცემს ადამიანებს.
  • გულწრფელად ყვება თავის ფიქრებსა და გრძნობებზე, იმედებსა და სურვილებზე.
  • არის ბუნებრივი და ნამდვილი.
  • პატივს სცემს ემპათის განმარტოების სურვილს. არ ცდილობს მიკრომენეჯმენტს და კონტროლს. 

როგორი ადამიანები იზიდავს ემპათს: 

პრინციპული, კრეატიული, კომუნიკაბელური, თანამგრძნობი, მზრუნველი, თავაზიანი, სიღრმისეული, თბილი, გულწრფელი, ნამდვილი, გახსნილი, პოზიტიური, ერთგული, ცნობისმოყვარე, რომანტიული, დაფიქრებული.

როგორ ადამიანებს ვერ იტანს:

არაეთიკური, უყურადღებო, უზრდელი, კრიტიკული, ზედაპირული, უპატივცემლო, ქედმაღალი, ამპარტავანი, ეგოისტი, სასტიკი, არასაიმედო.

მისი სიყვარულის ფილოსოფია:

ემპათს ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელთანაც ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, სიღრმისეულ კავშირს დაამყარებს, ვისაც გულს გადაუშლის და მომავალსა და იდეებზე დაუსრულებლად ელაპარაკება. ზოგადად, ემპათი ძალიან ჩაკეტილია და რთულად შესაცნობი, რადგან ფიქრების დამალვა კარგად გამოსდის. თუმცა, თავი თუ კომფორტულად იგრძნო და ნდობა გაუჩნდა, გაიხსნება. 

ემპათს ხშირად აქვს შეგრძნება, რომ მისი არ ესმით და ყველაზე მეტად სურს, განუსჯელად ისეთი მიიღონ, როგორიც არის.აფასებს ადამიანებს, რომლებსაც მოსმენა შეუძლიათ, რადგან თვითონ ძალიან კარგი მსმენელია.მას იზიდავს კრეატიული, მოაზროვნე, მხარდაჭერის უნარის მქონე ადამიანები. 

შოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ექსტრავერტია, თუმცა დროდადრო ენერგიის აღდგენა სჭირდება და განმარტოებისთვის დრო. არ იფიქრო, რომ ინტერესი დაკარგა, ემპათი გატაცებებით არ ინტერესდება. 

რისი ეშინია ურთიერთობებში

ემპათი საშინლად პრეტენზიულია და ეშინია არასწორი ადამიანია არ შეიყვაროს. ადამიანების ხასიათებისა და მოტივების წაკითხვა ადვილად შეუძლია, თუმცა ნაკლოვანებებით ძალიან წუხდება. ეშინია, ეგოისტი, თანაგრძნობის უნარის არმქონე და ბევრი ნაკლით სავსე ადამიანი არ შეარჩიოს.

საიდუმლო სურვილი

ემპათი ხშირად ფიქრობს მომავალზე, სიტუაციებს წარმოიდგენს. ამის გამო, საკუთარ თავში ცხოვრობს და ბევრ რამეს აკლდება. ზოგჯერ უნდა ხოლმე, მოდუნდეს და დღევანდელი დღით ისიამოვნოს, იმპულსებს მიენდოს და თავგადასავლების მოყვარული იყოს. 

ემპათი და სექსი

ემპათი ერთ-ერთი ყველაზე რთული ფსიქოტიპია და სექსამდე ადამიანს პირად, ინტიმურ დონეზე უნდა იცნობდეს. მას ინტესნიური ენერგია აქვს და ეს სექსში ნამდვილად გადაითარგმნება. ხშირად დრო სჭირდება, ადამიანს რომ ენდოს. 

მას ისეთ ადამიანთან უნდა ყოფნა, ვინც თავს კომფორტულად აგრძნობინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სექსი მისთვის რუტინულ საქმედ იქცევა. ემპათი გამცემია და ეს მისი თვისება სექსშიც გამოიხატება. საყვარელ ადამიანს რომ ასიამოვნოს, ყველაფერზე მიდის და ბედნიერია, როცა მას ბედნიერს ხედავს. 

ემპათის ფსიქოტიპს ხშირად აქვს სექსუალური სურვილები და ფანტაზიები. შეიძლება მათი გაზიარება გაუჭირდეს და ამას დრო დასჭირდეს. მას ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც მზადაა ეს შრეები ჩამოაცალოს და მოთმინება გამოამჟღავნოს. მასთან უნდა შეძლოს იყოს ის, ვინც სინამდვილეშია. თუ წარსულ გამოცდილებაში ისეთ ადამიანებს შეხვდა, ვინც თავი კმაყოფილად არ აგრძნობინა, ან მასზე ზეწოლას ახდენდა, შეიძლება ემპათი უფრო ჩაიკეტოს. ამის გამო შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ემპათი სექსუალური არაა, როცა რეალურად ნდობა უჭირს და სინამდვილეში იმაზე სექსუალურია, ვიდრე ეს თვითონ ჰგონია.

მეორე მხრივ, ემპათს შეიძლება სექსუალური ურთიერთობის ეშინოდეს ან ნერვიულობდეს. თან უნდა რომ სიახლოვე იგრძნოს, თან სხვასთან სრულიად გახსნა აშფოთებს. შეიძლება ეშინოდეს, ტკივილი არავინ მიაყენოს, ამიტომ ყოყმანობდეს. 

შემთხვევითი სექსი ემპათისთვის იშვიათადაა დამაკმაყოფილებელი. შეიძლება საკუთარ თავს დაარწმუნოს, რომ ეს შეუძლია, თუმცა სინამდვილეში არ სიამოვნებს.  სექსი რაიმე სახის ინტიმურობის ან სიახლოვის გარეშე მას თავს უარესად აგრძნობინებს.