ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲨᲘᲜᲐᲒᲐᲜᲘ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲘᲜᲢᲣᲘᲪᲘᲐ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ემპათს იდეალიზმის და მორალის ძლიერი შეგრძნება დაბადებიდან დაჰყვება. შეუძლია, საკუთარი მიზნების მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები შეიმუშავოს და მათ ბოლომდე, სტაბილურად მიჰყვეს.

ემპათისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი სხვების დახმარებაა, ამიტომ ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლები ხშირად ერთვებიან საქველმოქმედო საქმეებსა და ღონისძიებებში. ყველაზე მეტად კი უნდა პრობლემის არსს ისე ჩასწვდეს, რომ ხალხის დახმარების საჭიროება საერთოდ აღარ შეიქმნას.

ემპათი გამორჩეული თვისებების კომბინაციას ფლობს: თავიაზიანობასთან ერთად, ძალიან მტკიცე შეხედულებები აქვს. ის ჩამოყალიბებული პიროვნებაა, თუმცა თავის სასიკეთოდ ამას იშვიათად იყენებს. ემპათი კრეატივის, წარმოსახვის უნარისა და გულისხმიერების დახმარებით თანასწორობას ქმნის და სჯერა, რომ ტირანების გულს სიყვარული და თანაგრძნობა მოალბობს. 

ᲧᲝᲕᲔᲚᲛᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲛᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲘᲠᲩᲘᲝᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚ ᲒᲖᲐᲡ ᲛᲘᲰᲧᲕᲔᲡ: ᲜᲐᲗᲔᲚᲘ, ᲨᲔᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲘᲗᲘ ᲐᲚᲢᲠᲣᲘᲖᲛᲘᲡ ᲗᲣ ᲑᲜᲔᲚᲘ, ᲓᲔᲡᲢᲠᲣᲥᲪᲘᲣᲚᲘ ᲔᲒᲝᲘᲖᲛᲘᲡ.

ემპათისთვის სხვასთან კომუნიკაციის დამყარება ადვილია, – ლოგიკითა და ფაქტებით საუბრის ნაცვლად, თბილად და მგრძნობიარედ ლაპარაკობს. მეგობრები ჩუმ ექსტრავერტადაც მიიჩნევენ, მაგრამ დრო სჭირდება რომ განმარტოვდეს, განიტვირთოს და ენერგია აღიდგინოს, – ამიტომ უცებ თუ გაქრა, არ შეგეშინდეთ.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ემპათს საკუთარი თავისთვის ყურადღების მიქცევა არ დაავიწყდეს. მიზნების მიმართ ერთგულებას, ზედმეტ თავგამოდებასა და ბევრ შრომას მისი გადაღლა და დასტრესვა შეუძლია. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როცა ემპათი კონფლიქტისა და კრიტიკის პირისპირ აღმოჩნდება: მგრძნობიარე ბუნება აიძულებს, ამ ერთი შეხედვით, პიროვნული თავდასხმების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთოს, თუმცა როდესაც გამოუვალ სიტუაციაში ხვდება, საპასუხოდ ირაციონალურ და არაეფექტურ გზებს მიმართავს.

ემპათისთვის სამყარო უსამართლობითაა სავსე. მასზე უკეთ არავის შეუძლია სათავეში ჩაუდგეს იდეოლოგიურ მოძრაობას. თუმცა მსოფლიოზე ზრუნვაში საკუთარი თავის მიხედვა შეიძლება გადაავიწყდეს.

INFJ ფაქტები ფეისბუკზე