ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲒᲐᲠᲔ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐᲗᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲝᲔᲑᲘ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ენთუზიასტი პოპულარული ფსიქოტიპია. სკოლაში აქტიური, ქმედუნარიანი და მხიარული მოსწავლეა, ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევა, სპეციალური დანიშნულების კლუბებს და ჯგუფებს ქმნის, მათ გამარჯვებისა და მიღწევებისკენ მიუძღვის.

ენთუზიასტი გულის სიღრმეში საზოგადოებასთან შერწყმული ქმნილებაა და მეგობრების ქმედებებისთვის თვალის მიდევნება სიამოვნებას ანიჭებს.

ენთუზიასტის ყურადღებას სამეცნიერო თეორიების და ევროპული პოლიტიკის განხილვით, დიდი ალბათობით, ყურადღებას ვერ მიიპყრობთ. მას უფრო საკუთარი გარეგნობა, მოდა, სოციალური სტატუსი, კარიერა და გარშემომყოფები აინტერესებს. პრაქტიკული საზრუნავები და სხვების ცხოვრებისთვის თვალის მიდევნება ენთუზიასტისთვის ძალიან ბუნებრივი რამაა, უბრალოდ, ყოველთვის შეეცდება ეს თვისება დადებითი კუთხით გამოიყენოს და სხვებს არ ავნოს.

ენთუზიასტი ალტრუისტია, ადამიანების გასაჭირი გულთან ახლოს მიაქვს და თავს ვალდებულად თვლის, მათ დაეხმაროს. ენთუზიასტი საკუთარ ქმედებას მორალზე, ტრადიციებზე, წესებსა და სამართალზე, ავტორიტეტის აზრზე ამყარებს, ფილოსოფიასა და მისტიკას დიდ ყურადღებას არ აქცევს. მნიშვნელოვანია ენთუზიასტმა გაითვალისწინოს, რომ ადამიანებს სხვადასხვა წარმომავლობა და შეხედულებები გააჩნიათ, მისი სიმართლე კი ყველასთვის არაა ჭეშმარიტება.

ᲒᲐᲕᲐᲛᲮᲜᲔᲕᲝᲗ ᲓᲐ ᲒᲐᲕᲐᲫᲚᲘᲔᲠᲝᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘ. ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲪ ᲘᲒᲠᲫᲜᲝᲑᲔᲜ ᲘᲛ ᲞᲝᲖᲘᲢᲘᲣᲠ ᲔᲜᲔᲠᲒᲘᲐᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲔᲠᲗᲡ ᲒᲐᲓᲐᲔᲓᲔᲑᲐ.

ენთუზიასტს სხვების დახმარება უყვარს და სანაცვლოდ პატივისცემა უნდა რომ მიიღოს. განსაკუთრებით ოჯახის წევრებზე ზრუნავს, ამის გამო ძალიან კარგი შვილი, პარტნიორი და მშობელია. ენთუზიასტი იერარქიას პატივს სცემს და ცდილობს სახლშიც და სამსახურშიც დიდი ავტორიტეტი ჰქონდეს, სანაცვლოდ კი ყველასთვის სუფთა, სტაბილურ და ორგანიზებულ გარემოს ქმნის. 

ენთუზიასტს ადვილად შეამჩნევთ – ეს ის ტიპია, რომელიც ყველსთან საუბრობს, ყველასთან იცინის, ყველასთან ერთობა! უყვარს ახლობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების ურთერთობებზე სიახლეების მოსმენა, პატარა დეტალებსაც იმახსოვრებს და სითბოთი და სიყვარულით ლაპარაკობს. თუ ოთახში დაძაბულობაა, მშვიდობისა და ჰარმონიის შესანარჩუნებლად ენთუზიასტი ყველაფერს გააკეთებს.

ენთუზიასტი ცდილობს, კონფლიქტს თავი აარიდოს, წესრიგი შექმნას და დაუგეგმავ აქტივობებსა და სპონტანურ შეკრებებს დაგეგმილი და ორგანიზებული წვეულებები ურჩევნია. ადამიანებს დიდ დროს ახარჯავს და გული სტკივა, როცა სხვებში ინტერესს ვერ ხედავს. ისევ გავიმეორებთ: ენთუზიასტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და თუ ისინი ინტერესს არ ამჟღავნებენ, იმას არ ნიშნავს, რომ ცუდად იქცევიან. ადამიანები რაღაცაში არ დაგეთანხმებიან, გაგაკრიტიკებენ და მართალია, ეს მტკივნეულია, მაგრამ ეს ბუნებრივია. რა უნდა ქნას ენთუზიასტმა ასეთ დროს? იყოს მისაბაძი, შეიყვაროს საკუთარი თავი და იზრუნოს მასზე, დრო გაატაროს ადამიანებთან, რომლებიც მის მცდელობებს აფასებენ, – ასეთი ადამიანები კი ბევრნი არიან.

ESFJ ფაქტები ფეისბუკზე