ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲒᲐᲠᲔ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐᲗᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲝᲔᲑᲘ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲝᲜᲔᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲡᲞᲝᲜᲢᲐᲜᲣᲠᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ავანტიურისტის ფსიქოტიპის ადამიანები გარშემომყოფებზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებენ. როგორ უნდა ამოიცნოთ ის თქვენს ნაცნობებში? ის ერთი ხმაურიანი, მხიარული ტიპია, რომელიც ერთი ჯგუფიდან მეორეში თავისუფლად გადაადგილდება და პირდაპირი, მიწიერი და ცოტა არ იყოს, უკმეხი ხუმრობებითა და ლაღი სიცილით ყველას ყურადღებას იპყრობს: უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

თეორიები, აბსტრაქტული საკითხები და ზოგადსაკაცობრიო დისკუსიები ავანტიურისტის ინტერესის სფეროში არ შედის. ავანტიურისტს ძალიან უყვარს ენერგიული და ინტელექტუალური საუბრები, მაგრამ ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რაც არსებობს ან რისი შესრულებაც რეალურადაა შესაძლებელი. ავანტიურისტი ჯერ ხტება და შემდეგ – იყურება; მოქმედებს ყოველგვარი წინასწარი ანალიზისა და მზადების გარეშე.

ავანტიურისტი რისკიანი ცხოვრებით ცხოვრობს, – ის სულ აწმყოშია და მუდამ მოქმედებისკენ სწრაფვა ახასიათებს. ავანტიურისტი ნამდვილი ქარიშხალია. მას დრამა, ვნება და სიამოვნება სჭირდება, ოღონდ არა ემოციის, არამედ გონების სტიმულაციისთვის. გადაწყვეტილებებს ავანტიურისტი რეალობაზე დაყრდნობით იღებს.

სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები ავანტიურისტისთვის საკმაოდ რთული გამოწვევაა, – არა იმიტომ, რომ უჭკუოა და სწავლა არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ ორგანიზებული აკადემიური პროცესები (მაგ, ლექციის დაზეპირება) ღლის, რადგან ისინი პრაქტიკული სწავლებისაგან ძალიან შორსაა, ეს უკანასკნელი კი ავანტიურისტს ძალიან სჭირდება: ის ყველაზე კარგად „ხელებით“ სწავლობს. 


ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ ᲐᲜ ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲘ ᲗᲐᲕᲒᲐᲓᲐᲡᲐᲕᲐᲚᲘᲐ, ᲐᲜ ᲡᲐᲔᲠᲗᲝᲓ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ.

ადამიანებთან და სტრუქტურებთან ურთიერთობისას ყველაზე დიდ დაბრკოლებას ავანტიურისტი საკუთარი მორალური პრინციპებისთვის უპირატესობის მინიჭებითა  და სხვების შეხედულებების უგულებელყოფით ხვდება. ყოველი ნორმა და რეგულაცია, რასაც ნებისმიერი სასწავლო და ოფიციალური დაწესებულება იზიარებს, ავანტიურისტისთვის რეპუტაციის შემლახველი შეიძლება აღმოჩნდეს. „წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიო,“ – ფიქრობს ავანტიურისტი. იმისთვის, რომ მის მიერ გამოწვეული ხიფათის რიცხვი შემცირდეს, საჭიროა მთლიანი კონცენტრაცია და ენერგია არა სტანდარტულ და მოსაწყენ, არამედ მისი მისწრაფებების შესაბამის აქტივობებზე მიმართოს.

თექვსმეტ ფსიქოტიპს შორის, რელურ სამყაროს ავანტიურისტი ყველაზე უკეთ აღიქვამს. მას უმცირესი დეტალების შემჩნევის უნიკალური უნარი აქვს. ამჩნევს ყველაფერს: ცვლილებებს, გამომეტყველებებს, ჩაცმულობის ახალ სტილს, ახალ ჩვევას. ამ ფსიქოტიპის ადამიანები ფარულ მოტივებსა და ფიქრებს ფარდას ხდიან, მაშინ როცა სხვებს რამე სპეციფიკურის შემჩნევაც კი გაუჭირდებოდათ. 

ავანტიურისტის მომენტალური აღქმა და მოქმედება ისეთი დაწესებულებებისთვისაა საუკეთესო და ყველაზე საჭირო, რომლებიც სასწრაფო, ექსტრემალურ და გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე მუშაობენ.

ავანტიურისტი ფრთხილად უნდა იყოს: ის მომენტში შეიძლება ისე გადაეშვას, რომ არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც ავნოს, შეძლება დაავიწყდეს სხვების ემოციების, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მოფრთხილება.

ავანტიურისტი ენერგიითა და ძლიერი ემოციური მღელვარებითაა სავსე და ამასთან ერთად, რაციონალური და ანთებული გონება აქვს. შთამაგონებელი, თავდაჯერებული და ფერადი ავანტიურისტი ჯგუფის ბუნებრივი ლიდერი და საინტერესო მოგზაურობებისა და თავგადასავლების წინამძღოლია; სადაც მიდის, ყველგან სინათლე და აღტაცება შეაქვს. 

ESTP ფაქტები ფეისბუკზე