ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲨᲘᲜᲐᲒᲐᲜᲘ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲘᲜᲢᲣᲘᲪᲘᲐ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲝᲜᲔᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ეს ძალიან მარტოსული, იშვიათი და სტრატეგიული ნიჭით დაჯილდოვებული ფსიქოტიპია. მას ხშირად უჭირს ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც მის ინტელექტსა და ჭადრაკის მსგავსად მოქმედების სტილს გაუძლებენ. სტრატეგი ფანტაზიორი, მაგრამ მტკიცეა, საოცრად ცნობისმოყვარეა, თუმცა ენერგიას არ ანიავებს.

ცოდნის წყურვილი სტრატეგში ადრეული ასაკიდან იჩენს თავს, ამიტომ მას ზედმეტსაცელად წიგნის ჭიასაც უწოდებენ ხოლმე და თუ ეს მისი თანატოლებისთვის შეიძლება შეურაცხყოფა ყოფილიყო, სტრატეგი მასში სიმართლეს ხედავს და ამით ამაყობს კიდეც. არჩეული საკითხის სიღრმისეულ ცოდნაში დარწმუნებულია, ამიტომ უყვარს ცოდნის გაზიარება, თუმცა არ უყვარს ჭორაობა.

ᲡᲬᲝᲠᲘ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲘᲗ ᲛᲘᲖᲐᲜᲡ ᲛᲘᲐᲦᲬᲔᲕ.

სტრატეგი აშკარა წინააღმდეგობებით ცხოვრობს, რაც დამკვირვებლებისთვის პარადოქსული ჩანს. მიუხედავად ამისა, წმინდა რაციონალური პერსპექტივიდან, ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურია. მაგალითად, სტრატეგი ერთდოულად ენთუზიასტი იდეალისტიცაა და მწარე ცინიკოსიც, რომელთან კონფლიქტსაც არ გირჩევთ. სტრატეგს სჯერა, რომ ძალისხმევით, განათლებითა და სწორი შეფასებით ყველა მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. ამავე დროს თვლის, რომ ადამიანები ძალიან ზარმაცები, წინდაუხედავები და ანგარებიანები არიან იმისთვის, სეთ შედეგებს რომ მიაღწიონ. რეალობის ცინიკური აღქმა სტრატეგს საფუძვლიანი შედეგის მიღწევაში ხელს არ უშლის.

სტრატეგი თავდაჯერებულობასა და იდუმალ აურას ასხივებს. მას შორსმჭვრეტელობა, დაკვირვების უნარი, ორიგინალური იდეები და ძლიერი ლოგიკური აზროვნება ნებისყოფას აძლევს. ხანდახან გეგონებათ, სტრატეგს სისტემის დაშლა და მისი თავიდან აწყობა უნდა. მუშაობის დროს პერფექციონისტი და მორალისტიც კია. ადამიანები, რომლებსაც მასთან მუშაობის უნარი არ აქვთ და მისი მოქმედების აზრს ვერ ხედავენ, სტრატეგისგან პატივისცემას კარგავენ.

ᲠᲝᲪᲐ ᲡᲐᲥᲛᲔ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲔᲑᲡ ᲔᲮᲔᲑᲐ, ᲥᲕᲐᲡᲐᲕᲘᲗ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲓᲒᲔ.

წესები, ლიმიტები და ტრადიციები სტრატეგისთვის ანათემაა: უნდა შეიძლებოდეს ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა და გადაფასება. ის ყოველთვის ეცდება, რაციონალური იყოს. გარესამყაროდან მოწოდებული ყველა იდეა, მის გონებაში მკაცრ კრიტიკას გადის: „გამოდგება თუ არა?“ ამ მექანიზმით მოქმედებს ყველაფერთან მიმართებაში, ეს იქნება საგნები, მოვლენები თუ ადამიანები და სწორედ ამის გამო, სტრატეგს პრობლემა ექმნება ხოლმე. 

იმ საკითხში, რომელსაც სწავლობს, სტრატეგი ბრწყინვალე და საიმედოა. თეთრი ტყუილები და მოკლე საუბრები არ უყვარს, რადგან სიმართლისა და სიღრმისკენაა მიმართული, თუმცა შეიძლება შორს შეტოპოს, თუ დაინახავს, რომ მისი სოციალური წრე გამოუსწორებლად სულელია. სასაცილოა, რომ ხშირად იქ დარჩენა ურჩევნია, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს – ყურადღების ცენტრს მიღმა.

სტრატეგი ისე მოქმედებს, თითქოს ცხოვრება ერთი დიდი ჭადრაკის დაფაა, ფიგურები კი მუდამ მსჯელობითა და ინტელექტით გადაადგილდებიან, ახალ ტაქტიკებსა და სტრატეგიებს შეიმუშავებენ, კონტროლს ამყარებენ და მაქსიმალურ თავისუფლებას ინარჩუნებენ.

INTJ ფაქტები ფეისბუკზე