ᲢᲔᲜᲓᲔᲜᲪᲘᲔᲑᲘ

  • ენერგიის წყარო:  ᲨᲘᲜᲐᲒᲐᲜᲘ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ
  • ინფორმაციის ათვისების მეთოდი: ᲒᲠᲫᲜᲝᲑᲐᲗᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲝᲔᲑᲘ
  • გადაწყვეტილების მიღების მეთოდი: ᲒᲝᲜᲔᲑᲐ
  • ცხოვრების სტილი: ᲡᲞᲝᲜᲢᲐᲜᲣᲠᲘ

⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉⑉

ვირტუოზს ყველაფრის საკუთარი ხელებით, ცივი რაციონალიზმითა და ცოცხალი ცნობისმოყვარეობით შესწავლა სურს. მას მოქმედება იზიდავს, ერთი პროექტიდან მეორეზე ინაცვლებს, ყველაფერს პრაქტიკულსა და საჭიროს აშენებს და ეს პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. ხშირად ყველაზე დიდ კმაყოფილებას ნივთების დაშლითა და შემდეგ მათი აწყობით იღებს. 

ვირტუოზი საკუთარი ხელებით სწავლობს და ახალი იდეებსაც ასე ცდის. უყვარს, როცა სხვები მისი პოექტებით ინტერესდებიან, თუმცა ადამიანებს პირად სივრცეში არ უშვებს. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ ისინი ვირტუოზის პრინციპებს, თავისუფლებას და ინტერესებს პატივს სცემენ.

ვირტუოზს დახმარება და გამოცდილების გაზირება უყვარს.


ᲛᲘᲜᲓᲐ ᲠᲔᲐᲚᲣᲠᲘ, ᲒᲐᲜᲡᲮᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲗ ᲕᲘᲪᲮᲝᲕᲠᲝ. ᲐᲠ ᲛᲘᲜᲓᲐ, ᲧᲝᲕᲔᲚ ᲓᲦᲔ ᲔᲠᲗᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲛᲐᲕᲔ ᲐᲓᲒᲘᲚᲐᲡ ᲓᲐᲕᲓᲘᲝᲓᲔ, ᲔᲠᲗᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲛᲐᲕᲔ ᲡᲐᲮᲔᲔᲑᲡ ᲕᲜᲐᲮᲣᲚᲝᲑᲓᲔ ᲓᲐ ᲔᲠᲗᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲛᲐᲕᲔ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲡ ᲕᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲓᲔ. ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲝ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ ᲛᲘᲜᲓᲐ.

მექანიკის მიმართ ინტერესი ვირტუოზს სხვების თვალში უშუალოს ხდის, თუმცა საკმაოდ ენიგმატური ადამიანია. მეგობრულია, მაგრამ ამავე დროს – ჩაკეტილი; მშვიდია, მაგრამ შეუძლია ძალიან სპონტანური გახდეს; ცნობისმოყვარეა, მაგრამ თეორიულ სწავლებაზე კონცენტრირება უჭირს, – ეს თვისებები მეგობრების თვალში ვირტუოზს არაპროგნოზირებადს ხდის. სანდოობის შენარჩუნება მას დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია, თუმცა დაგროვილი ენერგია ხშირად იმპულსურს ხდის და საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

ვირტუოზის გადაწყვეტილებები პრაქტიკული რეალიზმიდან წარმოიშობა და გულში სამართლიანობის ძლიერი განცდა აქვს. „გაკეთე სხვებისთვის“, – ეს დამოკიდებულება ვირტუოზის ქაოტურ მოქმედებას კარგად ხსნის. იმის ნაცვლად, რომ ფრთხილად იმოქმედოს და სხვაზე ფეხის დაბიჯებისგან თავი შეიკავოს, ის ხშირად რისკავს და სამაგიეროს გადახდაზეცაა წამსვლელი, ოღონდ სამართლიანობის ფარგლებში.

ᲒᲐᲑᲔᲓᲔ, ᲒᲐᲜᲡᲮᲕᲐᲕᲓᲔᲑᲝᲓᲔ.

ვირტუოზის პრობლემა ისაა, რომ ჰგონია, ყველას მასავით აქვს ნაბოძები დამყოლი ბუნება. ის პირველი იტყვის უხამს ხუმრობას, ჩაერევა სხვის საქმეში, ატეხს ჩხუბს ან უცებ შეცვლის გეგმას, რადგან რაღაც უფრო საინტერესო გამოჩნდა.

ვირტუოზმა უნდა გააცნობიეროს, რომ სხვებს მეტი წესები და საზღვრები გააჩნიათ და ითხოვენ კიდეც თავაზიანობას. შეიძლება ადამიანებს ვირტუოზის შავი იუმორი არ მოსწონდეთ, ამიტომ უნდა შეეცადოს, ისინი არ გაანაწყენოს. სამაგიეროდ, სხვებმაც არ უნდა დააძალონ ვირტუოზს ემოციურად დაძაბულ სიტუაციებში ან ხალხმრავალ შეკრებებზე სტუმრობა. ამან შეიძლება ვირტუოზსა და საზოგადოებას შორის ყველაფერი უფრო გაართულოს.

ᲡᲐᲨᲘᲜᲚᲐᲓ ᲛᲝᲡᲐᲬᲧᲔᲜᲘᲐ, ᲠᲝᲪᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲒᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐ.

ვირტუოზი საკუთარ ემოციებს შეიძლება ვერ ჩასწვდეს, რადგან სამართლიანობის პრინციპი ამოძრავებს და პირად გრძნობებსა და მოტივებს ხშირად ივიწყებს. ვირტუოზმა ყველაფერი მოქმედებებით არ უნდა განსაზღვროს და ადამიანების მიმართ ცოტა ემპათია უნდა გამოამჟღავნოს.

ვირტუოზს ისეთი გარემო ან მეგობრების წრე სჭირდება, რომელიც ამ ფსიქოტიპის სტილს, არაპროგნოზირებადობას, კრეატივს, უჩვეულო იუმორის გრძნობასა და პრაქტიკულობას გაგებით მოეკიდება. ვირტუოზი ამ ყველაფერს დაინახავს და დააფასებს, თუ პირდაპირ არა, შორიდან მაინც. 

ISTP ფაქტები ფეისბუკზე