ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. ვირტუოზის მთავარი ფუნქცია ინტროვერტული აზროვნებაა, დამხმარე კი ექსტრავერტული აღქმა.

ვირტუოზის კოგნიტური ფუნქციები

ინტროვერტული აზროვნება – Ti (ძირითადი)

ვირტუოზი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. ინტროვერტული აზროვნება მიღებული ინფორმაციის კატეგორიებად დაყოფისა და ანალიზის საშუალებას აძლევს. ეს ფუნქცია შეუსაბამობების გამოვლენასა და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება ვირტუოზს.

ექსტრავერტული აღქმა – Si (დამხმარე)

ვირტუოზი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. აღქმის საშუალებით ის ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ექსტრავერტული აღქმა ვირტუოზს საშუალებას აძლევს, გამოცდილებებით იცხოვროს. ამ უნარით ის აცნობიერებს, რას ხედავს, ყნოსავს, ეხება, უსმენს ან აგემოვნებს. ესაა გამოცდილებით ენერგიის მიღებისა და მომენტით სიამოვნების მიღების უნარი. 

ინტროვერტული ინტუიცია – Ni (მესამეული)

ამ ფუნქციას ვირტუოზი შედარებით ნაკლებად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ინტროვერტული ინტუიცია ვირტუოზს მომავლის შეგრძნებას ანიჭებს. ესაა გეგმებისა და შაბლონების ათვისების უნარი. რთულად გასაგები ინფორმაციის აღქმა ინტროვერტული ინტუიციის საშუალებით ადვილადაა შესაძლებელი. 

ჯანსაღი Ni: ეყრდნობა თავის ინტუიციას და სიმბოლურ ინტერპრეტაციებს; აფასებს, ესმის და აკავშირებს აბსტრაქტულ იდეებს; გადაწყვეტილების მიღებამდე ან განსჯამდე, შეუძლია სიტუაციების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა; უკეთესად შეუძლია პრობლემების მოგვარება, ცხოვრებაში ღირებული მიმართულების არჩევა, პრაქტიკულ გვძელვადიან მიზნებზე მუშაობა; სურს პოტენციალის ჯანსაღი და პროდუქტიული გზით განვითარება; აინტერესებს შემოქმედებითი აქტივობები, რომლებსაც ხელშესახები შედეგები და პრაქტიკული ღირებულება აუცილებელი არაა ჰქონდეთ.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Ni: პარანოია ან ეჭვი აქვს, რომ შეზღუდვებს უწესებენ ან აკონტროლებენ, ჯიუტი და ზედმეტად ურჩია გარე სტანდარტების წინააღმდეგ; განსჯაში ნიუანსები აკლია; საკითხებს ღრმად ვერ სწვდება მოუთმენლობის გამო; გრძელვადიანი ანალიზის, აბსტრაქტული ან თეორიული ცოდნის საჭიროებას უარყოფს; გადაწყვეტილებების მიღებისას წინდაუხედავი და დაუდევარია.
თავდაცვითი კვანძი: არ ენდობა არავის და არაფერს, არის პასიური, ნეგატიური, პესიმისტი, ან მიდრეკილი თვითგანადგურებისკენ; ცინიკურადაა განწყობილი მომავლის, ადამიანების, სამყაროს მიმართ; აკვიატებული აქვს წარსული ან მომავალი და აწმყოს ფაქტებს უგულებელყოფს; ზედმეტად დიდხანს აანალიზებს პრობლემებს და შედეგებამდე ვერ მიდის; თავს მარტოსულად მიიჩნევს და ჰგონია, რომ საზოგადოებას ვერ ერგება, სხვები ვერ უგებენ და ეზიზღებათ; მიდრეკილია ალტერნატიული, ანტისოციალური ან არაპროდუქტიული ცხოვრების წესისკენ; დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალურობას მოუმწიფებლად გამოხატავს; სჯერა იმ მისტიური ნიშნებისა და ინტუიციური კავშირების, რომლებიც რეალურად არ არსებობს; ცუდ ინტუიციურ განსჯებს აკეთებს არაცნობიერი სურვილიდან გამომდინარე, რომ თავიდან აირიდოს ოვლენის ობიექტური რეალობა, რომელიც მას უპირისპირდება და ცხოვრების იმ ასპექტებს ჩაეჭიდოს, რომელთანაც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.

Ti-Ni კვანძი: რაციონალიზებას უკეთებს პრობლემურ გრძნობებს, განსჯას ან გადაწყვეტილებებს იმ იდეების მიღებით, რასაც იპოვის. მიუხედავად ამისა, ვერცერთ მოქმედებაში თუ თავგადასავალში აზრს ვერ პოულობს, რადგან არ აქვს საშუალება დაადასტუროს, რომელია სწორი ან ფაქტობრივად ზუსტი პერსპექტივა. მაგალითად, უარს ამბობს ან არ გამოსდის სამყაროს გაგება და შეცნობა პირადი გამოცდილებების მიღმა.

ექსტრავერტული გრძნობა – Se (სუსტი)

ვირტუოზი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს.  ექსტრავერტული გრძნობა მას საშუალებას აძლევს, საკუთარი ქცევა სხვების საჭიროებებს შეუსაბამოს. ესაა სხვებთან დაკავშირების უნარი და სურვილი.