სტრატეგს მუდმივი განვითარების სჯერა და შეიძლება სხვების ემოციურ მოთხოვნებს ვერ უპასუხოს, თუმცა ყოველთვის ცდილობს, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოს და პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს.

მეგობრობა

ზოგადად, სტრატეგის შეცნობა და მასთან დაახლოება რთულია. მათ, ვინც სტრატეგის მეგობარია, ეს ფსიქოტიპი შეხედულებებისა და ინტელექტის გამო სცემს პატივს. სტრატეგი ძალიან სერიოზულია, თუმცა მოდუნება და გართობაც უყვარს, თუ ამაში სხვებმა ჩაითრიეს. კარგად გამოსდის ხუმრობა და სარკაზმი.
სტრატეგი დროს იმ ადამიანებთან არ კარგავს, ვისაც მისთვის არაფრის მოცემა არ შეუძლია. ძირითადად NT და NF ფსიქოტიპებთან მეგობრობს. მას თეორიებსა და იდეებზე სპეკულირება უყვარს და საერთოს იმ ადამიანებთან პოულობს, ვისაც ასევე უყვარს იდეების ანალიზი. 
ბევრ სტრატეგს სჯერა, რომ ყოველთვის მართალია. მის ამ დამოკიდებულებას ხანდახან ამპარტავნებად და სნობიზმად მიიჩნევენ ხოლმე.

სიყვარული

როცა სტრატეგი ახალ სიყვარულს პოულობს, უნდა რომ ის თავისი ცხოვრების ნაწილად აქციოს. სტრატეგს ჰარმონია და წესრიგი უნდა, მაგრამ არა მორჩილი პარტნიორის ხარჯზე. რადგან ის ყველაზე დამოუკიდებელი ფსიქოტიპია, თავისი პარტნიორიც დამოუკიდებელი უნდა იყოს და მის წინაშე მტკიცედ იდგეს. სტრატეგს პოტენციური პარტნიორისთვის თავის მოწონება უჭირს, რადგან მისთვის პარტნიორის შერჩევა რაციონალური პროცესია. ის ისეთ ადამიანს ეძებს, რომელიც მის ფიზიკურ და გონებრივ სტანდარტში ჯდება. ურთიერთობას მომავალი აქვს თუ არა სტრატეგი ძალიან სწრაფად, პირველ ან მეორე შეხვედრაზე ხვდება. თუ თვლის რომ მომავალი არ აქვს, მასზე დიდ დროს არ ხარჯავს. სტრატეგის ემოციების წაკითხვა რთულია, რადგან ემოციური თვითგამოხატვა არ ახასიათებს. მას პირადი სივრცე სჭირდება და ძალიან ახლო ადამიანების გარდა, სხვებთან ფიზიკური კონტაქტი არ მოსწონს. მიუხედავად ამისა, სტრატეგი შინაგანად ძალიან ემოციურია და თუ გადაწყვიტა, რომ ადამიანი მისი ღირსია, ვნებიანი და ერთგული შეყვარებული ხდება, რომელიც პარტნიორის უარზე ძალიან მგრძნობიარეა. 
ის სიყვარულს სიტყვებზე მეტად, ქმედებებით გამოხატავს, ღრმა გრძნობებზე საუბარი პარტნიორთანაც კი უჭირს ხოლმე. სამაგიეროდ, მას ძვირადღირებულ საჩუქარს ჰყიდულობს.
თუ ურთიერთობა დანგრევის პირას მიდის, სტრატეგი საკუთარ თავში იკეტება და თავის გრძნობებს არ ამჟღავნებს. მას მიაჩნია, რომ ურთიერთობის დასრულების სწორი და არასწორი გზები არსებობს და უნდა, რომ ეს სწორად გააკეთოს. გარეგნულად გულგრილი ჩანს, თუმცა შინაგანად იტანჯება.
გაიგე მეტი: როგორ მოვხიბლო სტრატეგი?

სტრატეგი, როგორც მშობელი

სტრატეგს სურს, თავისი შვილი ჭკვიანი და დამოუკიდებელი გაიზარდოს. ბუნებრივად მხარდაჭერა არ გამოსდის, ამიტომ ბავშვისთვის მოსიყვარულე ფიგურა არ არის ხოლმე. იქედან გამომდინარე, რომ თვითონაც ნაკლებად აქვს სიყვარულის გამოხატვის სურვილი, შეიძლება ეს მოთხოვნილება შვილებში ვერ დაინახოს და რომც დაინახოს, ჩათვლის რომ ეს ყურადღების ღირსი არაა. ასეთ სიტუაციებში სტრატეგსა და მის შვილს შორს დისტანცია იზრდება. ეს ფსიქოტიპი უნდა ეცადოს, მუდმივად გააცნობიეროს სხვების ემოციური მოთხოვნილებები.