როგორ მიხვდე, მოსწონხარ თუ არა

ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ჩაკეტილმა და დაფიქრებულმა სტრატეგმა ფლირტი დაიწყოს და ყურადღება მიიქციოს. ამის ნაცვლად, ის უბრალოდ ბუნებვრივი და აუთენტური იქნება და ეს საკმარისად მიაჩნია. შეიძლება ინტერესის ობიექტთან უფრო ხშირად ატარებდეს დროს და ისეთ რამეს აკეთებდეს, რასაც სხვა შემთხვევაში არ იზამდა. თუ თავდაჯერებულია, პირდაპირ ეტყვის რომ მოსწონს, დრო რომ არ დაკარგოს. ბევრი სტრატეგის ფსიქოტიპის წარმომადგენელი დისკუსიაში ებმება ხოლმე ინტერესის ობიექტთან, თუმცა თითქოს მის აზრს ნაკლებად ეწინააღმდეგებიან სხვა ადამიანებთან შედარებით. ამავე დროს, აშტერდებიან ადამიანს, რომელიც მოსწონთ მაშინ, როცა ის ყურადღებას არ აქცევს.

როგორ მოიქცე ფლირტის დროს

რა გააკეთო:

^ გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ნაბიჯის გადადგმა პირველად შენ მოგიწევს, რადგან არ აღიარებს რომ მოსწონხარ, სანამ არ დარწმუნდება რომ შენც მოგწონს. ამასთან, მის კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდე.

^ დაეხმარე გაერთოს და ახალი რამეები ისწავლოს. ეს საკუთარი თავიდან გამოიყვანს.

^ იყავი ნამდვილი და გულწრფელი. ეს საშუალებას მისცემს, გენდოს და გული გადაგიშალოს.

^ შეუქე იდეები და მიღწევები.

^ ჰკითხე რას ფიქრობს სხვადასხვა საკითხზე. სიამოვნებით გაგიზიარებს თავის შეხედულებებს იმ საკითხზე, რომლითაც დაინტერესებულია.

რა არ გააკეთო:

^ არ აიძულო ადამიანებთან ზედმეტი კომუნიკაცია დაამყაროს. ის ინტროვერტია და შეიძლება არ ეტყობოდეს, მაგრამ ასეთ დროს დისკომფორტს გრძნობს ხოლმე.

^ არ აიძულო ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე გრძნობებზე ილაპარაკოს. ამისთვის დრო სჭირდება. ნება მიეცი თვითონ გადაწყვიტოს, როდის იქნება ამისთვის მზად. 

^ ნუ იქნები პასიურად აგრესიული ან ნუ ეცდები მის მანიპულირებას. ის პირდაპირ კომუნიკაციას და გულწრფელობას აფასებს.

^ შეხვედრებზე ნუ დაიგვიანებ. ის აფასებს ადამიანს, რომელსაც შეუძლია დაყრდნოს.

^ ნუ იქნები ზედმეტად ემოციური. შეეცადე ლოგიკურად მოაგვარო საკითხები და შენს გრძნობებზე მშვიდად ისაუბრო.

პარტნიორის თვისებები, რაც სტრატეგისთვის იდეალთან ახლოსაა:

  • დაინტერესებულია ინტელექტუალური საკითხებით. მას ისეთი პარტნიორი უნდა, ვისთანაც გაიზრდება, ვინც მის გამოწვევას შეძლებს, ვინც მას ამა თუ იმ საკითხზე ახალი მხრიდან შეხედვას ასწავლის.
  • დაუმტკიცე ერთგულება, რომ მისი ნდობა მოიპოვო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ეძებს. სხვა შემთხვევაში, არ დაინტერესდება და თუ უღალატებ, ურთიერთობა დასრულებულია.
  • აჩვენე, რომ მასთან ყოფნას გრძელვადიანი ურთიერთობისთვის განიხილავ.
  • დაეხმარე სახლის ყოველდღიურ საქმეებში, ეს მისთვის გონებრივად და ემოციურად დამღლელია და დაგაფასებს, თუ ამ ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებ. 

როგორი ადამიანები იზიდავს სტრატეგს: 

გულწრფელი, რაციონალური, პუნქტუალური, თავაზიანი, გახსნილი, პოზიტიური, ერთგული, აუთენტური, ცნობისმოყვარე, რომანტიკული, დაფიქრებული

როგორ ადამიანებს ვერ იტანს:

მაკონტროლებელი, ირაციონალური, ალოგიკური, ზედმეტად ემოციური, პასიურად აგრესიული, არაგულწრფელი, ზედაპირული, არასაიმედო, უინტელექტო, მანიპულატორი

მისი სიყვარულის ფილოსოფია:

სტრატეგი გულწრფელობას, გონებაგახსნილობას, პუნქტუალურობას, დროისა და პირადი სივრცის პატივისმცემ ადამიანებს აფასებს. თავიდან შეიძლება უკარება და დამოუკიდებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გაიხსნა, უყვარს ახალ იდეებსა და შესაძლებლობებზე ღრმა, შინაარსიანი საუბრები. 

ამავე დროს, აღმოაჩენ, რომ მოულოდნელად თავგადასავლებზე წასვლა უნდა. როგორც წესი, კითხვით ან სხვა უფრო ნაკლებად არასათავგადასავლო საქმითაა დაკავებული, მაგრამ დროდადრო სურვილი აქვს ხოლმე, რაღაც სახალისო გააკეთოს, განსაკუთრებით, პარტნიორთან ერთად. ზოგჯერ თუ თავგადასავლებზე წაიყვან, შენში ამ თვისებას დააფასებს.

ხანდახან უყვარს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მაგრამ პირადი სივრცე სჭირდება რომ ენერგია აღიდგინოს და საკუთარი ინტერესებით დაკავდეს. სტრატეგს იცნობენ, როგორც ყველაზე დამოუკიდებელ ფსიქოტიპს, მისთვის შეუფასებელია დრო, როდესაც მოდუნება და განმარტოება შეუძლია. სტრატეგისთვის მხარდაჭერას, ინტელექტუალურ სტიმულაციას და ერთგულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ამ ფსიქოტიპს შეუძლია ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი იყოს, მაგრამ ამის გამოხატვა უჭირს. სტრატეგი სიყვარულში მისტერ დარსია. მნიშვნელოვანია, მის პირად სივრცეს პატივი სცე და მოთმინებით მოეკიდო იმ ფაქტს, რომ დრო სჭირდება გულის გადასაშლელად. ის ძალიან დამოუკიდებელია. უჭირს გრძნობების გამჟღავნება, თუ დარწმუნებული არაა, რომ ეს გრძნობა ორმხრივია. ასევე ისიც უნდა, რომ შენთან დრო გაატაროს და დარწმუნდეს, რომ შენი ნდობა შეიძლება. გრძნობების გამოხატვა რადგან ეუხერხულება, გრძნობის დასამტკიცებლად ერთგულება საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია. სიყვარულს ასე გამოხატავს და მისი დამოუკიდებლობა იმას არ ნიშნავს, რომ პარტნიორზე არ ფიქრობს. 

სტრატეგი აფასებს ისეთ ადამიანებს, როგორიც თვითონაა: ლოგიკურს, გულწრფელს და პირდაპირს. ვერ იტანს მანიპულატორებს და ემოციური და გონებრივი თამაშების მოყვარულებს. მას ურჩევნია ამ ემოციურ საბადოს თავი აარიდოს და პირდაპირი და გულწრფელი კომუნიკაცია დაამყაროს. 

სტრატებს გატაცებები არ აინტერესებს. ურთიერთობებს სერიოზულად უყურებს და ნაბიჯს მხოლოდ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დგამს. 

რისი ეშინია ურთიერთობებში

სტრატეგი გამოუსწორებლად პრეტენზიულია და მაღალი სტანდარტები აქვს. ეშინია, ისეთი ვინმე არ შეუყვარდეს, ვისთანაც მომავალი ვერ ექნება. ასევე შეიძლება პესიმისტურად იყოს განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობა შეიძლება ვერ გაგრძელდეს. სტრატეგს ეშინია, რომ ამ შიშების გამო სულ მარტო იქნება, ან უარესი, ურთიერთობებში ინტერესს დაკარგავს და ვინმეს პოვნის იმედიც გადაეწურება.

საიდუმლო სურვილი

სტრატეგი უკიდურესად ანალიტიკური, აბსტრაქტულად მოაზროვნეა და ხშირად ქვეტექსტებს ეძებს ხოლმე. რადგან მომავალზეა ორიენტირებული, ისეთი შეგრძნება აქვს, რომ აწმყოში არ ცხოვრობს და ცხოვრებისეულ სიამოვნებებს იკლებს. ზოგჯერ უნდა, რომ საკუთარი თავიდან გაიქცეს და ცხოვრებით ისიამოვნოს, თავგადასავლები ჰქონდეს, იმპულსებს მიენდოს. როცა სტრესშია, ასეთი ცხოვრების სტილს ჭარბად ეძალება ხოლმე და დაუდევარი ხდება. საერთოდ, ამის მართვას ასაკთან ერთად უკეთესად ახერხებს. 

სტრატეგი და სექსი

სექსი მისთვის გამოწვევაა, როგორც ყველაფერი ცხოვრებაში: უნდა მეტი ისწავლოს საყვარელი ადამიანის შესახებ და ახალი შეგრძნებები აღმოაჩინოს. 

სექსთან დაკავშირებით სტრატეგის ფსიქოტიპის წარმომადგენლებს შეიძლება განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ. მათთვის სექსი ან უკიდურესად ზედაპირულია, ან ძალიან ვნებიანი და ინტიმური. 

მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სექსისთვის პარტნიორი არ სჭირდება. ლოგიკური დამოკიდებულების გამო შეიძლება ემოციური ასპექტებით ნაკლებად იყოს დაინტერესებული. 

მეორე ნაწილი ამას სხვანაირად უყრებს: მათთვის მნიშვნელოვანია ინტიმურობა და სიახლოვე, რომლის მიღებაც სექსისგან შეუძლიათ. 

სტრატეგის სექსუალური ენერგია საკმაოდ ინტენსიურია, მაგრამ ეს ამ ფსიქოტიპის კონკრეტულ წარმომადგენელზეა დამოკიდებული. ზოგი სტრატეგი სპექტრის მეორე ბოლოში ხვდება. ის ძალიან ვნებიანი საყვარელია, ორიენტირებულია კავშირზე, რომელსაც ამ გამოცდილებიდან იღებს. ის ხედავს, სექსს რამდენად შეუძლია საყვარელ ადამიანთან მისი დაახლოება და ურჩევნია მოითმინოს და შესაფერის ადამიანს დაელოდოს. 

ურჩევნია მეტი ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ პარტნიორი კმაყოფილია. სტრატეგი, რომელსაც სიახლოვე უნდა, ძალიანაა ორიენტირებული ინტიმურობის პოვნაზე. მაშინაც კი, თუ გრძელვადიან ურთიერთობას სულაც არ ეძებს, მაინც უნდა რომ წინასწარ რაღაც სახის მეგობრობა ან კავშირი დაამყაროს. ამ ურთიერთობის გარეშე ინტერესი დაეკარგება და სექსუალურ პარტნიორთან სიახლოვეს ვერ იგრძნობს. ეს „გათიშულობა“ სტრატეგს სიამოვნების მიღებას ურთულებს, – მას მაღალი სტანდარტები აქვს და ამ თვალსაზრისით არც სექსია გამონაკლისი.


………………………………………………………………………………………..

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.