ემპათს ადამიანებთან ურთიერთობის გამოდილება აქვს და სხვებს პრობლემების მოგვარებაში სიამოვნებით ეხმარება. ის ხშირად ისეთი საქმით კავდება, რომელიც სწავლებას, კონსულტირებას უკავშირდება, სხვებისთვის მიმართულების ჩვენებასა და მხარდაჭერას ემსახურება. 

ემპათი ლიდერული პოზიიების დაკავების წინააღმდეგი არაა, მისი მთავარი პირობაა იდეალებს ემსახუროს. ამ მიზეზის გამო, ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლები ლიდერულ პოზიციებს არაკომერციულ საქმიანობაში აღწევენ, სადაც ცოტ-ცოტა ყველაფერს აკეთებენ: აყალიბებენ ხედვას,  წერენ საგრანტო შეთავაზებებს, დაკავებულები არიან მარკეტინგით, კადრის პოზიციაზე აყვანით და ა.შ.

ემპათს თავისი დომინანტი ფუნქციის, ინტროვერტული ინტუიციის წყალობით, იდეალების დანახვა სურს. ყველაზე დიდი იმედგაცრუება ამ ტიპისთვის ის სხვაობაა, რასაც მის იდეალისტურ ხედვასა და რეალობას შორის ხედავს. მაგალითად, შეიძლება მენტორობა ან პოლიტიკაში წასვლა უნდოდეს, მაგრამ თვლიდეს რომ ღრმად ფესვგადმული პრაქტიკებისა და ძალაუფლების სტრუქტურების გამო, ხელები აქვს დაბმული. ემპათს სხვა არჩევანი აღარ რჩება გარდა იმისა, რომ თავისი სიცოცხლე უთანასწორო ბრძოლაში გაატაროს, ან აირჩიოს გზა, სადაც ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდება. აქედან გამომდინარე, ზოგი ემპათი უბრალოდ იდეალების შექმნით უფრო კმაყოფილდება, ვიდრე მათი განხორციელებით. ეს ფსიქოტიპი ხშირად ამიტომაც წარმოადგენს ხოლმე აკადემიკოსებს, – ის ქმნის თეორიებს, პრაქტიკისგან შორს.

კარიერების გამოცვლითა და ექსპერიმენტებით ემპათი დიდად არაა დაინტერესებული, ურჩევნია ერთ ადგილას დაფუძნდეს, რადგან ცვლილებები არ უყვარს. ემპათის ირგვლივ არსებული არასტაბილურობა რთულმა ეკონომიკურმა კლიმატმა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს, რასაც ის უღიმღამო სამუშაოს შესრულებამდე მიჰყავს. ამ ფსიქოტიპის იმ წარმომადგენლებმაც კი, რომელთაც სკოლაში დაბრუნება და სხვა რაღაცის კეთება ურჩევნიათ, შეიძლება გაურკვეველი ეკონომიკური შიშების გამო, ამისგან თავი შეიკავონ.

როგორც წესი, ემპათს რეალისტური (მუშაობა საგნებთან, მექანიკასთან და ა.შ.) სამუშაო არ იზიდავს.

რთული მეცნიერებებით (მაგ, ფიზიკა) ემპათი ნაკლებად ინტერესდება, მას სოციალური მეცნიერებები უფრო აინტერესებს (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, გეოგრაფია, პოლიტიკა). ემპათი ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ფილოსოფიას, რელიგიას, კრიტიკულ თეორიას, თავისუფალ ხელოვნებას, საგამოძიებო ჟურნალისტიკას, ან მხატვრულ მწერლობას სწავლობს. სამართალი და მედიცინა ამ ფსიქოტიპისთვის საუკეთესო არჩევანი არაა.

თუ ემპათს ადამიანებთან მუშაობა აინტერესებს, შეუძლია დაეუფლოს რელიგიის, განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობის კონსულტირებისა და ჯანდაცვის სფეროს.

ზოგადად, ემპათს შემოქმედებითი ინტერესი ამოძრავებს. დიდი მხატვარიც რომ არ იყოს, ურჩევნია ხელოვნება შეისწავლოს. აქვს დახვეწილი გემოვნება, აფასებს ნებისმიერი სახის მხატვრულ ნამუშევარს. როგორც დომინანტი ინტუიტიური ფუნქციის მქონე პიროვნებას, ენისა და მწერლობის ნიჭი აქვს. მისი სტილი სტრუქტურული და ანალიტიკურია.  პოეზიასა და შემოქმედებით მწერლობაში თავშეკავებულია, ამიტომ შესაძლოა არამხატვრული მწერლობა უკეთესად გამოუვიდეს, იქნება ეს კრიტიკული, ანალიტიკური თუ თეორიული.

მეწარმეობა ემპათისთვის საუკეთესო არჩევანი არაა, რაც შეეხება ტრადიციულ (მუშაობა მონაცემებთან, სტრუქტურირებულ გარემოში) კარიერას, ის ISFJ-სთვის („მხარდამჭერი“) უფროა შესაფერისი, ვიდრე ემპათისთვის. 

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ემპათს ყველაზე მეტად კვლევასთან, შემოქმედებასა და სოციოლოგიასთან დაკავშირებული კარიერა შეესაბამება.