ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. ემპათის მთავარი ფუნქცია ინტროვერტული ინტუიციაა, დამხმარე კი ექსტრავერტული გრძნობა.

ემპათის კოგნიტური ფუნქციები

ინტროვერტული ინტუიცია – Ni (ძირითადი)

ემპათი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ინტროვერტული ინტუიცია ემპათს მომავლის შეგრძნებას ანიჭებს. ესაა გეგმებისა და შაბლონების ათვისების უნარი. რთულად გასაგები ინფორმაციის აღქმა ინტროვერტული ინტუიციის საშუალებით ადვილადაა შესაძლებელი. 

ექსტრავერტული გრძნობა – Fe (დამხმარე)

ემპათი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. ის გადაწყვეტილებებს გრძნობებზე დაყრდნობით იღებს. ექსტრავერტული გრძნობა ემპათს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქცევა სხვების საჭიროებებს შეუსაბამოს. ესაა სხვებთან დაკავშირების უნარი და სურვილი. 

ინტროვერტული აზროვნება – Ti (მესამეული)

ამ ფუნქციას ემპათი შედარებით ნაკლებად იყენებს. ინტროვერტული აზროვნება მიღებული ინფორმაციის კატეგორიებად დაყოფისა და ანალიზის საშუალებას აძლევს. ეს ფუნქცია შეუსაბამობების გამოვლენასა და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება ემპათს.

ჯანსაღი Ti: სიტუაციებს კრიტიკულად და მოთმინებით აანალიზებს, ცნობს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ შეცდომებსა და სუსტ მხარეებს, სურს ცოდნა გაიფართოვოს, აფასებს დამოუკიდებელ აზროვნებასა და მოქმედებას, ჯანსაღად თვით-კმარი, ესმის თითოეული ადამიანის როლის ურთიერთობებში და საკუთარ თავსა და სხვებს შორის გარკვეულ საზღვრებს აწესებს.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Ti: თავს არიდებს კრიტიკულ თვით-ანალიზს, გადაუწყვეტელია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს, უჭირს ნეგატიური პასუხისა და კრიტიკის მიღება და მოსმენა; თავს არიდებს გამოცდილებებს, ცოდნის მიღებას, ან სიტუაციებს, რომლებიც უთანხმოებას ქმნის ან დაუცველობის გრძნობას უჩენს; უჭირს ურთიერთობებში ლიმიტის დაწესება და ზრუნვა საკუთარ თავზე; თვითშეფასების მისაღებად ზედმეტადაა სხვაზე დამოკიდებული; ასევე მიდრეკილია ახლო ურთიერთობებში თვალთმაქცობისკენ, პასიურობისკენ, არამდგრადობისკენ, აქვს მსხვერპლის როლი.
თავდაცვითი კვანძი: ჯიუტობს და არ სურს მცდარი აზრების და შეხედულებების აღიარება ან შეცვლა (არ აღიარებს რომ ცდება); ახასიათებს თანაგრძნობის ნაკლებობა; მიდრეკილია ნეგატიურობისკენ, არის ენამწარე და ცინიკოსი; აშინებს ემოციურობა და სენტიმენტები; უარს ამბობს სხვების მოსაზრებების მოსმენაზე და მხოლოდ მაშინ უსმენს, როცა ისინი ეთანხმებიან; მიდრეკილია ამპარტავნობისკენ, ქედმაღლობისკენ, უსამართლოდ აკრიტიკებს სხვებს და საერთოდ, სამყაროს. პირად პრობლემებს სხვებს აბრალებს რომ დაუცველობის გრძნობა თავიდან აირიდოს; შეიძლება იყოს ჯიუტი და მიდრეკილი უხეში შენიშვნებისა და პასუხებისკენ, დადანაშაულებისკენ; არაცნობიერად ცდილობს სხვების ემოციებსა და ქცევებზე მანიპულირებას; საკუთარ პრობლემურ აზრებსა და მოქმედებებს რაციონალიზებას უკეთებს და ასე არაცნობიერად ცდილობს არაადეკვატურობისა და დაუცველობის გრძნობის რეპრესირებას.

კვანძი Si-Ti: იძულებულია, „ლოგიკური“ მიზეზები მოძებნოს, რომ გაამართლოს თავისი კომფორტის ზონაში დიდხანს ყოფნა, ამას სხვების პერსპექტივების, რჩევებისა და შემოთავაზებების უარყოფით აკეთებს. მიუხედავად ამისა, დაბნეული და ნაღვლიანი რჩება, ან ჯიუტად ცდილობს სხვებისგან თავის გარიდებას, უარს ამბობს საკუთარი დაუცველობის გაცნობიერებაზე.

ექსტრავერტული აღქმა – Se (სუსტი)

ემპათი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. აღქმის საშუალებით ის ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ექსტრავერტული აღქმა ემპათს საშუალებას აძლევს, გამოცდილებებით იცხოვროს. ამ უნარით ის აცნობიერებს, რას ხედავს, ყნოსავს, ეხება, უსმენს ან აგემოვნებს. ესაა გამოცდილებით ენერგიის მიღებისა და მომენტით სიამოვნების მიღების უნარი.