როგორ მიხვდე, მოსწონხარ თუ არა

თუ იდეალისტს მოსწონხარ, აშკარა ფლირტის მოლოდინი ნუ გექნება. შეეცდება, ინტერესი შეუმჩნევლად და არაპირდაპირ გაგრძნობინოს: შენს ხუმრობებზე გაიცინებს, მოგისმენს, დაინტერესდება შენი პიროვნებით, გამოგიგზავნის ემოჯის, რადგან პირისპირ გრძნობების გამოხატვის რცხვენია. რადგან თავშეკავებულია, საკუთარ თავს რისკის ქვეშ აგდებს, შენთან რომ გაიხსნას. გაგიზიარებს თავის შემოქმედებას და ისეთ რაღაცებს, რაც აღაფრთოვანებს. თუ არ მოსწონხარ, დაგაიგნორებს, რადგან უარის თქმა უჭირს და არ უყვარს, როცა ადამიანებს იმედს უცრუებს.

როგორ მოიქცე ფლირტის დროს

რა გააკეთო:

^ იყავი დამარწმუნებელი და ანახე, რომ შეგიძლია სადავეების ხელში აღება. პარტნიორის ეს თვისებები მასში უსაფრთხოების შეგრძნებას აჩენს, თან გრძნობს რომ ეს თვისებები თვითონ აკლია. 

^ დაანახე რომ ემპათიური და გამგებიანი ხარ.

^ იყავი გულწრფელი და გულახდილი. 

^ ყურადღებით მოუსმინე.

^ ისაუბრე მასთან სიღრმისეულ საკითხებზე.
^ პატივი ეცი მის გრძნობებსა და ღირებულებებს.

რა არ გააკეთო:

^ ნუ აიძულებ ადამიანებთან იმაზე მეტ ურთიერთობას, ვიდრე მისთვის კომფორტულია. 

^ ნუ დააკნინებ მის ემოციებს და პრინციპებს, ან ქედმაღლურად ნუ შეხედავ. ეს ძალიან გააღიზიანებს.

^ ნუ იქნები პასიურად აგრესიული ან მანიპულატორი.

^ ნუ იყვირებ, გაბრაზდები, ან სერიოზულ კონფლიქტს ნუ დაიწყებ. შენგან თავს შორს დაიჭერს და დაიწყებს იმაზე ფიქრს, თუ როგორ შეგეძლო ასე მოქცეულიყავი.

^ ნუ დაამცირებ ან დააბულინგებ სხვებს. სხვებზე ისევე დარდობს, როგორც საკუთარ თავზე.

^ ნუ იქნები ზედმეტად კრიტიკული. მგრძნობიარეა.

პარტნიორის თვისებები, რაც იდეალისტისთვის იდეალთან ახლოსაა:

  • აქვს პრინციპები და ღირსება.
  • არის გულწრფელი და ნამდვილი.
  • არის თანაგრძნობის უნარის მქონე, გონებაგახსნილი და სხვებს იღებს ისეთებს, როგორებიც არიან.
  • პატივს სცემს მის ღირებულებებსა და გრძნობებს.
  • პატივს სცემს მის განმარტოების სურვილს.
  • ცდილობს სხვები არ დააბულინგოს და სხვებზე ცუდად არ ილაპარაკოს.
  • შთააგონებს მას თავისი კომპეტენტურობით, ორგანიზების უნარითა და დამაჯერებლობით.

როგორი ადამიანები იზიდავს იდეალისტს: 

დამაჯერებელი, ძლიერი ხასიათის, ლიდერული თვისებების მქონე, მიმღები, მხარდამჭერი, კომუნიკაბელური, ბუნებრივი, ემპათიური, მზრუნველი, პატივისმცემი, ღრმა, გულწრფელი, პრინციპული.

როგორ ადამიანებს ვერ იტანს:

პანიპულატორი, მაკონტროლებელი, დამბულინგებელი, დაუნდობელი, არაეთიკური, ზედაპირული, უპატივცემლო. 

მისი სიყვარულის ფილოსოფია:

იდეალისტი სენსიტიურია, თანაგრძნობით სავსე და უნდა, რომ სამყარო უკეთეს ადგილად აქციოს. ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც ამ იდეალისტურ ხედვას გაიზიარებს და იმ საკითხებზე იმუშავებს, რისიც მას სჯერა. განსაკუთრებით ისეთი ადამიანები იზიდავს, რომლებსაც ერთიანობის შეგრძნება აქვთ და მის ნაზ და რბილ ბუნებას აფასებენ, თუმცა ასევე აქვთ ოცნებები და მისწრაფებები და მათ ასრულებას ცდილობენ. 

იდეალისტი, საერთოდ, თავშეკავებულია და დრო სჭირდება ნდობა რომ გაუჩნდეს და თავი კომფორტულად იგრძნოს. თუმცა როცა ასეც მოხდება, უყვარს იდეებზე და ხელოვნებაზე, მუსიკაზე, ლიტერატურაზე და სხვა ინტერესებზე საუბარი. მას ისეთი ადამიანის გვერდით უნდა ყოფნა, ვისთანაც ემოციურად გახსნილი იქნება.

იდეალისტი ვერ იტანს, როცა ადამიანებს აბულინგებენ ან მათ მანიპულირებას ცდილობენ, განსაკუთრებით სუსტების. იდეალისტს უნდა სჯეროდეს, რომ ადამიანები კარგები არიან, ამიტომ ძალიან გულგატეხილია, როცა სხვები იმედს უცრუებენ. მგრძნობიარობის გამო, აუცილებელია, მის მიმართ ძალიან კრიტიკული არ იყო. ასევე მნიშვნელოვანია, მარტო დატოვო, როცა ეს სჭირდება და არ აკონტროლო. იდეალიტს სერიოზული ურთიერთობები აინტერესებს და ხშირად გაურკვევლობა სტანჯავს ხოლმე, რამდენად სერიოზულადაა მისი ინტერესის ობიექტი მის მიმართ განწყობილი.

რისი ეშინია ურთიერთობებში

იდეალისტს ეშინია, ისეთ ვინმესთან არ აღმოჩნდეს, ვისთანაც საკუთარი ღირებულებების და თავისუფლების დათმობა მოუწევს. ეშინია, რომ დაკარგოს ინდივიდუალობა და კონტროლისა და მიკრომენეჯმენტის მსხვერპლი გახდეს.

საიდუმლო სურვილი

იდეალისტი კრეატიული და ნიჭიერი მეოცნებეა, მაგრამ ხშირად იდეების რეალობაში განხორციელება უჭირს, ასევე უჭირს ორგანიზებულობა. ამ ყველაფრის კეთება მისთვის დამღლელი და სტრესულია. ხშირად უნდება ხოლმე, უფრო მონდომებული და უნარიანი იყოს და ეშინია, რომ მიზნებს ვერასდროს მიაღწევს. ამის გამო, მისი პარტნიორი იმ თვისებებს უნდა ფლობდეს, რომლებიც მას აკლია, და შეძლოს იდეალისტი ამ მხრივ განავითაროს.

იდეალისტი და სექსი

იდეალისტი სექსუალურად გახსნილი არაა, თუმცა არც ისეთი მორცხვია, როგორიც სხვებს ჰგონიათ. 

იდეალისტისთვის სექსი უბრალო აქტი არაა, ესაა ადამიანთან სიღრმისეულად დაკავშირების საშუალება. იდეალისტი ვნებიანი საყვარელია, და თუ სწორ ადამიანთან არის, საკმაოდ ინტენსიურია. ამ ფსქოტიპს თვითგამოხატვისთვის დრო სჭირდება. ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ენერგია პარტნიორის ენერგიას ეწყობა. მისი კრეატიულობა სექსშიც ჩანს.

იდეალისტისთვის სიახლოვე აუცილებელია სექსის დროს და იშვიათად იღებს სიამოვნებას, თუ ეს სიახლოვე არ არსებობს. 

შემთხვევითი სექსი იდეალისტს იშვიათად იზიდავს, რადგან იმ სიახლოვეს ვერ განიცდის, რისი მიღებაც უნდა. მიუხედავად ამისა, ცნობისმიყვარეობის გამო, შეიძლება საკუთარ თავს კომფორტის ზონიდან გამოსვლა აიძულოს. ზოგადად, შემთხვევითი სექსი სასიამოვნო იდეალისტისთვის არაა ხოლმე, ისეთ შეგრძნებას უტოვებს, რომ რაღაც დააკლდა. თან არ უნდა ბოლომდე მიენდოს იმ ადამიანს, რომელიც მას არ აფასებს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ყოველი სექსუალური პარტნიორი აუცილებლად ის ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც იდეალისტი მთელს ცხოვრებას გაატარებდა. მიუხედავად ამისა, იდეალისტს რაღაც კავშირი და სიახლოვე აუცილებლად სჭირდება. 


………………………………………………………………………………………..

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.