ინტროვერტული მხარდამჭერი, ESFJ-სთან შედარებით, ნაკლებად კომუნიკაბელური და ხმაურიანია. მას ძირითადად მარტო ყოფნა და ენერგიის შევსება ურჩევნია.

კარიერის არჩევისას მხარდამჭერი არჩეული სფეროების თავის კოგნიტურ ფუნქციებთან (ექსტრავერტულ გრძნობასა და ინტროვერტულ აღქმასთან) შესაბამისობას ითვალისწინებს. მას სხვების დამარება, სწავლება, გაძღოლა სურს. ინტროვერტული აღქმა საკმაოდ კონსერვატული ფუნქციაა, სტატუს-კვოს შენარჩუნებით უფრო ინტერესდება, ვიდრე არასტანდატული იდეების მოძიებით, ყურადღებას ამავილებს დეტალებზე, რაც აუცილებელი თვისებაა ტექნიკური და ადმინისტრაციული საქმიანობებისთვის. 

კარიერა რეალისტურ (მუშაობა საგნებთან, ბუნებასთან, მექანიკასთან და ა.შ.) სფეროში ამ ფსიქოტიპს ნაკლებად აინტერესებს, არც კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობებია მისთვის ზედგამოჭრილი. 

მხარდამჭერისთვის კარგი არჩევანია ისეთი საქმე, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. მას შეუძლია დაკავდეს მასწავლებლის, ჯანდაცვის მუშაკის, სასულიერო პირის, ტრენერის, აღმზრდელის, სოციალური მუშაკის, ადამიანური რესურსების, სტიუარდესის, მიმტანის, თერაპისტის საქმიანობით. 

რაც შეეხება ბიზნესს, გაყიდვები მხარდამჭერს ISTJ-ზე უკეთესად გამოსდის, თუმცა ინტროვერტობის გამო, ამ საქმემ შეიძლება დაღალოს. ამას ინტუიტიურად აანალიზებს და ამ სფეროსაც ერიდება, თუმცა შეუძლია უძრავი ქონებისა და სადაზღვევო აგენტის საქმიანობა სცადოს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული (მონაცემებთან მუშაობა, სტრუქტურირებულ გარემოში) საქმიანობის სფერო მხარდამჭერისთვის ისეთი იდეალური არაა, როგორც ISTJ-სთვის, ამ ფსიქოტიპის სამოღვაწეო სფეროებშიც მისაღებია, მითუმეტეს თუ ამ სფეროში არსებული საქმიანობა დროგამოშვებით ადამიანთა დახმარებასაც ითვალისწინებს. მხარდამჭერს შეუძლია იმუშაოს ადმინისტრატორის, ბანკის მოლარე – ოპერატორის, ოფისის მენეჯერისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლის პოზიციებზე.