
ავანტიურისტი კომუნიკაბელური და გართობის მოყვარული ადამიანია, უყვარს მოქმედება, ადვილად ბეზრდება და თუ გამოსავალი სადმე სხვაგან ვერ იპოვა, შეიძლება ერთი ურთიერთობიდან მეორეზე გადავიდეს.
მეგობრობა

ავანტიურისტი ყველასთან არ მეგობრობს. NT ფსიქოტიპის ადამიანები მისთვის ძალიან აბსტრაქტულად მოაზროვნეები არიან. ავანტიურისტი მეგობრობს მათთან, ვისთანაც საერთო ინტერესები აქვს. ურჩევნია დრო მეგობრებთან რაღაცის კეთებაში გატაროს, ვიდრე მათთან ჯდომასა და მოდუნებაში.
ავანტიურისტი ენთუზიაზმით სავსე, მეგობრული, ლაპარაკის მოყვარული ადამიანია, ძალიან სწრაფად მოქმედებს და დიდი ხნის მეგობრებს არ იჩენს. მიუხედავად ამისა, ბევრ ავანტიურისტს ჰყავს დიდი ხნის მეგობრები, ეს იმიტომ , რომ დღევანდელი დღით ცხოვრების მიუხედავად, თანატოლების მიმართ უდიდეს ერთგულებასა და „ძმობას“ გრძნობს. მეგობრები ავანტიურისტს გართობის სიყვარულისა და ერთგულების გამო ძალიან აფასებენ.
სიყვარული

სერიოზული ურთიერთობა ამ ფსიქოტიპის ძლიერი მხარე არაა. რადგან აწმყოში ცხოვრობს, მომავლის დაგეგმვა არ უყვარს. ამის გამო ერთი ურთიერთობიდან მეორეზე შეიძლება გადახტეს. ავანტიურისტს შეუძლია ასე ცხოვრება გააგრძელოს, მაგრამ ცხოვრების რაღაც მომენტში ადამიანებს სერიოზული ურთიერთობების დაწყების სურვილი უჩნდებათ, და ავანტიურისტმაც ამ მომენტს თუ მიაღწია, მასაც შეუძლია სერიოზული ურთიერთობა დაიწყოს.
ავანტიურისტი სხვების გრძნობებს ვერ ხვდება და შეიძლება მადლიერება და მხარდაჭერა არ გამოხატოს. მას მიაჩნია, რომ საქმე სიტყვაზე ხმამაღლა ლაპარაკობს და არ ესმის, რა საჭიროა იმაზე ლაპარაკი, რაც ისედაც ნათელია. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ავანტიურისტს თავისი F ფსიქოტიპის პარტნიორს შეუძლია მიართვას, მის მიმართ გამოხატული სიყვარულია.
ავანტიურისტი, როგორც მშობელი

ავანტიურისტს მიაჩნია, რომ ბევრი რამ ცხოვრებაში პასუხგაუცემელია; არ თვლის რომ სხვებზე რამითაა უკეთესი. შესაბამისად, ბავშვისთვის მეგობარი და კომპანიონი უფროა, ვიდრე წინამძღოლი. მიუხედავად ამისა, როცა საჭიროა არც დასჯა გაუჭირდება, თუმცა ის ასეთ საჭიროებას ხშირად ვერ ხედავს ხოლმე, განსხვავებით სხვა ფსიქოტიპებისგან, რაც ეს პარტნიორებს შორის კამათის თემა ხდება.
ავანტიურისტი ბავშვებთან გრძნობებს ნაკლებად გამოხატავს და სიყვარულის გამოხატვისას მოუხეშავი და არაბუნებრივია.
საერთო ჯამში, ავანტიურისტი ენთუზიაზმით სავსე მშობელია, რომელიც შვილებთან მტკიცე კავშირებს ამყარებს.