
ანალიტიკოსი წარმოსახვით სავსე სამყაროში ცხოვრობს და რეალური სამყარო ხანდახან უფერული ეჩვენება. ამის გამო მოტივაციის ნაკლებობას განიცდის, რომ ურთიერთობები დაიწყოს და შეინარჩუნოს. ანალიტიკოსს არც თუ ისე ბევრი მეგობარი ჰყავს, თუმცა იმ რამდენიმე ადამიანს, რომელთანაც ახლოსაა, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობა. იქედან გამომდინარე, რომ შინაგან სამყაროსა და აბსტრაქტული აზრების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული, სხვების ემოციურ საჭიროებებს ვერ აცნობიერებს. ანალიტიკოსის შეცნობა რთულია და თავშეკავებულია მანამ, სანამ არ გადაწყვეტს, რომ ადამიანი მისი აზრების მოსმენას იმსახურებს.
მეგობრობა

სიყვარული

ანალიტიკოსთან ცხოვრება საკმაოდ ადვილია, რადგან ძალიან მარტივი ყოველდღიური მოთხოვნილებები აქვს და მომთხოვნიც არაა. მისი გარეგანი სამყარო, კომპლექსური შინაგანი სამყაროსგან განსხვავებით, საკმაოდ უბრალოა. ის ძალიან პირდაპირია, ძალიან გულწრფელად, გართულებების გარეშე უყვარს. ანალიტიკოსი ძალიან კრეატიულია და სიყვარულში მგზნებარეც შეიძლება იყოს, თუმცა ძლიერი ვნების პერიოდი როცა გადაუვლის, სიყვარულს ნაკლები სიხშირით გამოხატავს. ეს უთანხმოების საგნად შეიძლება იქცეს. საქმე იმაშია, რომ ანალიტიკოსისთვის ურთიერთობა სტაბილური ხდება და ჰგონია, რომ ამას პარტნიორიც ასევე აღიქვამს.
კონფლიქტები ანალიტიკოსს არ უყვარს და მათ უგულებელყოფს. კონფლიქტისთვის თვალის გასწორება თუ მაინც მოუწია, მას ანალიტიკური პერსპექტივით მიუდგება. ამან შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს. ადამიანთა უმრავლესობას, განსაკუთრებით F ფსიქოტიპებს, როცა გაბრაზებულები არიან, უბრალოდ მხარდაჭერა სჭირდებათ.
გადაყვარება მაშინ ხდება, როცა ანალიტიკოსი აცნობიერებს, რომ არარეალისტური მოლოდინები ჰქონდა. თავდაპირველი დაშორება მართალია, მეგობრულია, მაგრამ მისი გრძელვადიანი ეფექტით ძალიან იტანჯება. წყვილს საერთო ინტერესები თუ აქვს, მათი ურთიერთობა შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა სხვა მიმართულებით.
გაიგე მეტი: როგორ მოვხიბლო ანალიტიკოსი?
ანალიტიკოსი, როგორც მშობელი

ანალიტიკოსს მოსწონს მშობლის როლი, ბავშვებთან ერთობა და ძალიან ამაყი და ერთგული მშობელია. ანალიტიკოსს ბავშვების ემოციური საჭიროებების გაცნობიერება უჭირს. ყურადღების მისაქცევად ანალიტიკოსის შვილმა შეიძლება უკიდურეს ზომებს მიმართოს. ასეთ სიტუაციაში თუ აღმოჩნდა, ანალიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მართალია, გრძნობების წაკითხვას უცებ და სასწაულებრივად ვერ შეძლებს, მაგრამ სულ ცოტა, იმის დანახება შეუძლია, რომ ზრუნავს.
ბავშვები ანალიტიკოსს პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებენ, როგორც ერთგულ და სამართლიან მშობელს, რომელიც იყო მზრუნველი, მაგრამ ამას ხშირად არ გამოხატავდა.