მოდებატე გონიერია და ბევრი ინტერესი გააჩნია. მართალია, წარმატების მიღწევა ბევრი მიმართულებით შეუძლია, თუმცა მისი პრობლემა ისაა, რომ მათი ამორჩევა უჭირს. ENFP-ს მსგავსად, თავისი კრეატიული ნიჭისა და შესაძლებლობების იმგვარად გამოყენება უნდა, რომ პიროვნული კმაყოფილება იგრძნოს და საერთო კეთილდღეობაში შეიტანოს წვლილი. სამწუხაროდ, სამსახურში შთაგონებას ვერ პოულობს ხოლმე, რაც უკმაყოფილებასა და მოუსვენრობას უჩენს. იმ მოდებატესაც კი, ვისაც საგანმანათლელო ხარისხი აქვს, ხანგრძლივი კარიერული კმაყოფილების მიღწევა უჭირს. 

INTP-ს მსგავსად, მოდებატესაც კარიერული ინტერესების მინიმუმამდე დასაყვანად და ექსპერიმენტების გასაკეთებლად დიდი დრო სჭირდება და ეს პროცესი შეიძლება იქამდეც გაგრძელდეს, სანამ 30 წელს არ მიაღწევს. აქედან გამომდინარე, მოდებატისთვის ძალიან რთულია უნივერსიტეტში მთავარი მიმართულების არჩევა.

ENFP-ს მსგავსად, ყველა ეს სირთულე მოდებატის დომინანტურ ფუნქციასთან – ექსტრავერტულ ინტუიციასთანაა დაკავშირებული. ის ძალიან ცნობისმოყვარეა და ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად გაუმაძღარი მადა აქვს. ექსტრავერტული ინტუიცია ექსპანსიური და დილეტანტურია, განსხვავებით ინტროვერტული ინტუიციისგან, რომელიც კონკრეტული საკითხის სიღრმისეულად შესწავლის სურვილთანაა ასოცირებული. გადაწყვეტილებების მიღებამდე, საკუთარი თავის საპოვნელად, NP ფსიქოტიპებს ყველა შესაძლებლობის გათვალისწინება, ექსპერიმენტების კეთება და ცხოვრებისეული გამოცდილებების მიღება უწევთ. 

მიუხედავად იმისა, რომ მოდებატეს სხვებთან ურთიერთობა მოსწონს, არ უყვარს სტრუქტურირებულ ორგანიზაციებში მუშაობა, რომლებიც წესებითა და ოქმებითაა სავსე. არის რაღაცები, რასაც მოდებატე უაზრო ბიუროკრატიად თვლის. როგორც ყველა NP, მოდებატესაც სამსახურში თავისუფლება და ავტონომია სჭირდება.

მოდებატე რეალისტური სფეროთი ENTJ-ზე მეტად ინტერესდება, თუმცა რადგან მისი დომინანტი ფუნქცია ინტუიციაა, უფრო კრეატივისკენ იხრება, ამიტომ რეალისტური კარიერა მისთვის რეკომენდირებული არაა.

ბევრი მოდებატისთვის რთული მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია) ბევრ სიზუსტეს, მოთმინებასა და დეტალების მიმართ ყურადღებას მოითხოვს, აღარაფერი რომ არ ვთქვათ გარე სამყაროსგან მის გათიშულობაზე. აქედან გამომდინარე, მოდებატე უფრო სოციალური მეცნიერებებით (ისტორია, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, გეოგრაფია, ანთროპოლოგია, პოლიტოლოგია და სხვ.) ინტერესდება. 

კვლევითი-შემოქმედებითი ინტერესების მქონე მოდებატემ შეიძლება ისწავლოს ფილოსოფია, რელიგია, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ან ისეთი ინტერდისციპლინარული სფეროები, როგორებიცაა გარემოსდაცვითი და სამშვიდობო კვლევები. მისთვის საინტერესოა შემდეგი პროფესიებიც: მათემატიკა, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ღვთისმეტყველება, რელიგიური კვლევები და ინვესტიციის დაგეგმვა.

შემოქმედებითი სფერო იმ მოდებატეს აინტერესებს, ვისაც კრეატივისკენ აქვს მიდრეკილება. ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლებს შორის იპოვით მსახიობებს, მოცეკვავეებს, პოეტებს, მოქანდაკეებს, მწერლებს, დიზაინრებს და ა.შ. მიუხედავად ამისა, ეს პროფესიები მოდებატის პრიორიტეტი არ არის ხოლმე. 

ხელოვნებას ხშირად აქვს ინტელექტუალური ან კულტურული ორიენტაცია. მოდებატე შეიძლება ფილოსოფიისკენ, სოციალური მეცნიერებებისკენ ან ინტერდისციპლინარული სწავლებისკენ გადაიხაროს. შემოქმედებით სფეროში მას შეუძლია ასევე დაეუფლოს ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, თავისუფალ ხელოვნებას, გრაფიკულ/ვებ/UI/UX დიზაინს, ფოტოგრაფიას, დრამატურგიას.

ისეთი კარიერის არჩევისას, რომელიც ადამიანებთან მუშაობას, მათ ინფორმირებასა და განათლებას ითვალისწინებს, მოდებატე ყურადღებით უნდა იყოს. მას იზიდავს მასწავლებლის, ჯანდაცვის, კონსულტირების ან ფსიქოლოგიის კარიერა. როგორც ინტუიტივს, ზოგადად მოზრდილებთან მუშაობა ურჩევნია, ვიდრე ბავშვებთან. 

საერთოდ, ბიზნესი იმ ფსიქოტიპს უფრო შეეფერება, ვისი დომინანტი კოგნიტური ფუნქციაც აღქმაა. მართალია, მოდებატეს კარგად გამოსდის მარკეტინგი, მაგრამ შეიძლება მისი დამოკიდებულება იყოს ცუდი კომპანიის მიმართ. როგორც ENFP, მოდებატეც ჟურნალისტიკისთვის უფრო უკეთესი კადრია. მას უყვარს მოგზაურობა, ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი აზრების მოძიება და თავის გამოცდილებებზე წერა. მოდებატე ორატორობასაც კარგად ართმევს თავს. ამ ფსიქოტიპის ბევრი წარმომადგენელი ბიზნესს კარიერისთვის მიმზიდველ ვარიანტად მიიჩნევს. ეს სფერო მათ ავტონომიასა და თავისუფლებას ანიჭებთ. ამ მიმართულებით მოდებატეს შეუძლია სცადოს გრაფიკული და ვებ დიზაინი, ფრილანს მწერლობა და ჟურნალისტიკა, ფოტოგრაფია, ბლოგინგი და ა.შ. 

როგორც წესი, სტრუქტურირებულ გარემოში, მონაცემებთან მუშაობას მოდებატე თავს არიდებს.