სხვა ტიპების მსგავსად, კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება იმპროვიზატორსაც უჭირს. 

ამ ფსიქოტიპს პრაქტიკული საქმიანობების შესრულება უყვარს. კინესთეტიკური უნარიდან გამომდინარე, სასცენო (ათლეტი, მუსიკოსი, მოცეკვავე) მონაცემებს ფლობს. მისმა სხეულმა ინსტინქტურად იცის როგორ იმოძრაოს და ეფექტური რეაგირება როგორ მოადინოს. 

კვლევითი საქმე იმპროვიზატორისთვის რეკომენდირებული არ არის. ეს ფსიქოტიპი შეიძლება მათემატიკით, მეცნიერებით, ინჟინერიით დაინტერესდეს, თუმცა ამ მიმართულებების არჩევისას სიფრთილეა საჭირო: ამ დარგებს ძლიერი ექსტრავერტული აზროვნება სჭირდება.

საკვებთან, სამოსთან, სტილთან მიმართებაში იმპროვიზატორი გემოვნებას იყალიბებს. არსებობს კონკრეტული შემოქმედებითი საქმიანობები, როლებიც ამ ფსიქოტიპისთვისაა ზედგამოჭრილი. მართალია, ENFP და INFP მას წერასა და კრეატიულ აზროვნებაში ჯობნიან, თუმცა იმპროვიზატორს იდეალურად გამოსდის ისეთი რამ, რასაც ვიზუალური, კინესთეტიკური და აღქმითი ინტელექტი სჭირდება. მაგალითად, სამსახიობო საქმე, კულინარიის ხელოვნება, ცეკვა, მოდის დიზაინი, ვიზაჟი, ინტერიერის დიზაინი, ვიზუალური ხელოვნება, სკულპტურა, ფოტოგრაფია, პლასტიკური ქირურგია, კულინარია, პერფორმანსი.

ამ ფსიქოტიპს ისეთი საქმიანობები მოსწონს, რომლებიც მას მრავალფეროვნებას სთავაზობს. ერთი სრული განაკვეთის მქონე სამუშაოს რამდენიმე ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო ურჩევნია.

იმპროვიზატორის ყურადღებას ღარიბი, უსახლკარო, შეურაცხყოფილი, მოხუცი ადამიანები, არასათანადო პირობებში მცხოვრები ცხოველები, გადაშენების საშიშროების წინაშე არსებული ჯიშები იპყრობს. ხშირ შემთვევაში, კონკრეტულ კარიერულ მიმართულებას სწორედ ეს მისია ჰკარნახობს. იმპროვიზატორს ჯანდაცვა, განათლება იზიდავს, უყვარს ბავშვები და ხშირად დაწყებითი კლასის მასწავლებლობას ირჩევს. ზოგიერთი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან იწყებს თანამშრომლობას, რომელიც მის ღირებულებას იზიარებს. შეიძლება დაინტერესდეს მედიცინითა (ოჯახის ექიმი) და ვეტერინარიით, სტომატოლოგიით.

ზოგიერთი ამ ფსიოტიპის წარმომადგენლისთვის შესაფერისია ბიზნესი. იმპროვიზატორი კარგი კადრია ისეთი პოზიციებისთვის, როგორიცაა უძრავი ქონების აგენტი, გაყიდვების, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

თუ სხვა ალტერნატივა ვერ იპოვა, იმპროვიზატორი შეიძლება ტრადიციული (მონაცემებთან მუშაობა, სტრუქტურირებულ გარემოში) საქმიანობით დაკავდეს. მართალია, ასეთი საქმიანობის შესრულება შეუძლია, თუმცა ეს სფერო მისთვის მაინც არაა საუკეთესო არჩევანი.