იმპროვიზატორის კოგნიტური ფუნქციები

ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. იმპროვიზატორის მთავარი ფუნქცია ექსტრავერტული აღქმაა, დამხმარე კი ინტროვერტული გრძნობა.

ექსტრავერტული აღქმა – Se (ძირითადი)

იმპროვიზატორი ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. აღქმის საშუალებით ის ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ექსტრავერტული აღქმა იმპროვიზატორს საშუალებას აძლევს, გამოცდილებებით იცხოვროს. ამ უნარით ის აცნობიერებს რას ხედავს, ყნოსავს, ეხება, უსმენს ან აგემოვნებს. ესაა გამოცდილებით ენერგიის მიღებისა და მომენტით სიამოვნების მიღების უნარი.

ინტროვერტული გრძნობა – Fi (დამხმარე)

იმპროვიზატორი ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. ინტრავერტული გრძნობა მას საშუალებას აძლევს გააცნობიეროს, რა არის მისთვის ღირებულება. ესაა ადამიანების ამოცნობის უნარი, თითქოს იმპროვიზატორს შინაგანი რადარი აქვს. ესაა სურვილი, ამოიცნო საკუთარი ღირებულებების მქონე პიროვნებები და დაუახლოვდე მათ. 

ექსტრავერტული აზროვნება – Te (მესამეული)

ამ ფუნქციას იმპროვიზატორი შედარებით ნაკლებად იყენებს. ექსტრავერტული აზროვნება იმპროვიზატორს ფიქრებისა და არგუმენტების დახარისხების საშუალებას აძლევს. ესაა მოქმედებების ლოგიკური შედეგების დანახვის უნარი. ის წესრიგსა და თანმიმდევრობას მიჰყვება.

ჯანსაღი Te: პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, სანდო, მიზანზე ორიენტირებული, ფოკუსირებული, ორგანიზებული, ნაყოფიერი; საუკეთესოდ გამოსდის პრობლემების კრეატიულად მოგვარება; კარგი შედეგების მისაღებად საუკეთესო გზებს ეძებს; აფასებს მოტივაციას, დამსახურებას, ამბიციას, შეუპოვრობას და შრომისმოყვარეობას; შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება; აქვს თვითგანვითარებისა და პიროვნული წარმატების ჯანსაღი მიზნები.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Te: თავს არიდებს მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას ან დაგეგმვას; თავისუფლების გადაჭარბებული მოთხოვნილება აქვს და ეწინააღმდეგება მასზე დაკისრებულ მოთხოვნებს; ძალიან ეგოცენტრული; შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღებას თავს არიდებს; ვერ იღებს კრიტიკას; ვერ ეგუება პიროვნულ ნაკლოვანებებს, სისუსტეებს; ურთიერთობებში გაურბის რთულ პრობლემებს.
თავდაცვითი კვანძი: ზედმეტად ჯიუტი; პირად პრობლემებსა და შინაგან შფოთვას ცივი რაციონალურობისა და კონკურენტული მოქმედების მიღმა ფარავს; მიდრეკილია პირადი არაადეკვატურობა სხვაში დაინახოს; შესაძლოა გრძნობები ჩაახშოს და შინაგანი გამაფრთხილებელი ნიშნები საფრთხის შესახებ უგულებელყოს; მიდრეკილება აქვს ისეთი ქცევებისა და თვისებებისკენ, როგორიცაა დავია, დომინირება, ამპარტავნობა, ენამწარობა, ეჭვიანობა; მოითხოვს თანხმობას და არაა ტოლერანტული იმ ადამიანების მიმართ, ვისაც არ ეთანხმება; უსამართლოდ განსჯის სხვებს, როგორც სუსტ, ზედმეტად მგრძნობიარე, არაკომპეტენტურ, სუსტ ან მხარდაჭერის უნარის არმქონე ადამიანებს; აგრესიულად, მაგრამ ნაჩქარევად მოქმედებს გაუცნობიერებელი განზრახვით, რომ დაუცველობის, დათრგუნულობის, ან დაბალი თვითშეფასების გრძნობა ჩაახშოს.

Se-Te კვანძი: მოუთმენელია და გარემოდან მკაცრად ითხოვს მუდმივ პოზიტიურ რეაგირებას, ხშირად ბრმად მიჰყვება წარმატების იმ გზას, რომელიც გარე სტანდარტებითაა დადგენილი. მიუხედავად ამისა, დაბალი თვითშეფასებით იტანჯება და იმის გამო, რომ არ გამოსდის/უარს ამბობს დაფიქრდეს და დაიცვას საკუთარი მორალური ფასეულობები, ცხოვრებაში აზრიან მიმართულებას ვერ პოულობს. მაგალითად, კარგად არ ესმის, ცხოვრებისგან რა უნდა ან რა წვლილი შეიძლება სამყაროსთვის შეიტანოს.

ინტროვერტული ინტუიცია – Ni (სუსტი)

იმპროვიზატორი ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. ის ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ინტროვერტული ინტუიცია იმპროვიზატორს მომავლის შეგრძნებას ანიჭებს. ესაა გეგმებისა და შაბლონების ათვისების უნარი. რთულად გასაგები ინფორმაციის აღქმა ინტროვერტული ინტუიციის საშუალებით ადვილადაა შესაძლებელი.