ორივე ინტროვერტია და ორივე ინტუიტიური, თუმცა არც ისე ძალიან გვანან ერთმანეთს. მათი მსგავსებები და განსხვავებები ქვემოთ დეტალურადაა მოცემული.↴

  1. ორივე მომავალზეა ორიენტირებული, უბრალოდ INFJ-სთვის ადამიანები და ემოციური სამყარო უფრო მნიშვნელოვანია, INTJ (სტრატეგი) კი უფრო პრაქტიკული საკითხებით ინტერესდება.
  2. ორივეს უყვარს მარტოობა, მაგრამ INTJ უფრო დამოუკიდებელია.
  3. INFJ-ს, განსაკუთრებით ახალგაზრდობის წლებში, მეგობრების მცირე ჯგუფის ყოლა სურს, რომლებსაც მისი ესმით. 
  4. INTJ-ს ბავშვობიდანვე სერიოზული და გულჩათხრობილი ადამიანის იმიჯი აქვს, საზოგაოებრივი ცხოვრებისთვის ზედმეტად დაკავებულია.
  5. INFJ აიდეალებს ადამიანებს, რომლებიც მოსწონს. INTJ სხვებს რეალურად, კრიტიკულადაც კი უყურებს.
  6. ორივე ფსიქოტიპს ინტელექტუალური მიდრეკილებები აქვთ. მათ შორის ის განსხვავებაა, რომ INFJ მასწავლებლებს სერიოზულად აღიქვამს, INTJ-ს კი ჰგონია, რომ მან უკეთესად იცის და საკუთარ თეორიებს მიჰყვება.
  7. INFJ სხვების საჭიროებებითაა დაინტერესებული, INTJ კი ამ ყველაფერს დაბრკოლებად მიიჩნევს მიზნების მიღწევაში.
  8. ინტროვერტობის მიუხედავად, INFJ უფრო კომუნიკაბელურია. INTJ მოკლე ხნიან საუბრებს ვერ იტანს და გრძელი, აზრიანი საუბრები ურჩევნია. სამწუხაროდ, იმ ადამიანებთან ურთიერთობებს ვერ უფრთხილდება, ვისთანაც თავისი ინტერესებისა და იდეების განხილვას შეძლებდა, და მარტო რჩება.
  9. INTJ უფრო ლოგიკური და რაციონალურია, INFJ ბევრს სწუხს და ადვილად სწყინს.
  10. INFJ უფრო ადვილად გამოხატავს გრძნობებს, ვიდრე INTJ.
  11. INFJ ცდილობს ადამიანებს ასიამოვნოს, INTJ-ს არ სურს კომპრომისზე წასვლა და უკან წაღება იმისა, რაც მართალი ჰგონია.
  12. INTJ-ს პროექტებზე მუშაობა ისე შთანთქავს, რომ ვერაფერს ვეღარ ამჩნევს, ამიტომ სხვებს ეგოისტად მიაჩნიათ. INFJ-ს ეს არ ემართება, მას ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნება სურს და სხვების გრძნობებსაც აცნობიერებს.
  13. INTJ შეიძლება უხეში ჩანდეს, განსაკუთრებით კონსტრუქციული კრიტიკისა და კამათის დროს. მგრძნობიარე INFJ-ს უჭირს ასე მოქცევა.

ეს ორი ტიპი ორ კოგნიტურ ფუნქციას იზიარებს: ინტროვერტულ ინტუიციასა და ექსტრავერტულ აღქმას.

ადამიანები, რომელთა დომინანტური ფუნქცია ინტროვერტული ინტუიციაა, შინაგან სამყაროზე, საკუთარ აზრებსა და ფიქრებზე არიან ორიენტირებულნი, აწმყოში არ ცხოვრობენ და ძირითად დროს მომავალზე ფიქრს უთმობენ.

ფსიქოტიპების დეტალური დახასიათებები წაიკითხე აქ: INFJ პიროვნება და INTJ პიროვნება

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.