ENFJ ფსიქოტიპი, იგივე მენტორი, ხელგაშლილობითაა ცნობილი. ის ისეთი ადამიანია, რომელიც არაფერს დაიშურებს იმისთვის, რომ შენს სახეზე ღიმილი დაინახოს.

გინდა დააზუსტო ხარ თუ არა მენტორი? ქვემოთ მოცემული მითითებები ამის გარკვევაში დაგეხმარება.

  • უცხო ადამიანები თავიანთ ისტორიას გიყვებიან

შენ გახსნილი და თბილი ხარ. ბევრი ადამიანი გენდობა და შენი გამჭირიახობა და ყურადღება სხვებს მაგნიტივით იზიდავს. სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე ბევრი გიყვება, შენ კი ხანდახან გიკვირს, რით დაიმსახურე მათი ნდობა.

  • გიყვარს თავგადასავლები

ხანდახან საოცრად რისკიანი და უშიშარიც ხარ ხოლმე. შენი გაბედული ქმედებების რიცხვში შეიძლება შედიოდეს როგორც ეგზოტიკური საჭმლის გასინჯვა, ასევე პარაშუტით ხტომაც.

  • გიჭირს საკუთარი თავისთვის რამის გაკეთება

ადამიანებზე იმდენს ზრუნავ, რომ საკუთარი მოთხოვნილებები გავიწყდება. რადგან შენი დომინანტი ფუქნცია ექსტრავერტული გრძნობაა, სხვების სურვილებს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებ. შეეცადე, იმ ადამიანთა სიაში, რომლებიც შენთვის მნიშვნელოვანნი არიან, საკუთარი თავიც შეიტანო!

  • საშინლად იტანჯები, როცა ადამიანების გარემოცვაში არ ხარ

ყოველთვის გინდა, რომ ადამიანების გარემოცვაში იყო. მაშინაც კი შეიძლება თავი მარტო იგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ ხვდები, რაღაც პერიოდი მარტო ყოფნა საჭიროც კია, ეს მაინც გეზიზღება. ამ თვისების გამო შეიძლება ცუდ წრეში ამოჰყო თავი.

  • ადვილად ამჩნევ ბუნებრივობას

იმის გამო, რომ ადამიანების სურვილები და ემოციები შენთვის მნიშვნელოვანი საკითხია, სხვების მოტივაციას კარგად ხვდები და სიყალბესაც ადვილად ამჩნევ.

  • გაქვს ძლიერი წინათგრძნობა

ხანდახან შეგრძნება გაქვს ხოლმე, რომ რაღაც მოხდა ან მოხდება, თუმცა მიზეზის ახსნა გიჭირს და ეს თუ სხვას მოუყევი, ამის გამო ხანდახან გიჟადაც გთვლიან.

  • საკუთარი თავის ყველაზე უარესი კრიტიკოსი ხარ

საკუთარ თავს გამუდმებით ახსენებ, რა უნდა გააკეთო და რა არა. ღირებულებები ყველაფერია შენთვის და მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია.

  • ხანდახან გგონია, რომ სხვები შენს ნამდვილ „მეს“ არ იცნობენ

სხვების მოსმენაში, მხარდაჭერასა და შთაგონებაში ძალიან დიდ დროს ატარებ, თუმცა როცა საქმე შენ გეხება, გგონია, რომ ადამიანები არ ცდილობენ გაიგონ, ვინ ხარ სინამდვილეში, ამის გამო თავს მარტოსულად გრძნობ.

  • ექსტრავერტულობის მიუხედავად, ცოტა მორცხვიც ხარ

თინეიჯერობის ასაკში გული ხშირად გტკენია. მას შემდეგ რაც გააცნობიერე, რომ ადამიანები შენით სარგებლობენ, უფრო თავშეკავებული გახდი და უცებ არ იხსნები სხვებთან.

  • შეგიძლია იყო შეუპოვარი ლიდერი

გარდა იმისა, რომ მეგობრული და კომუნიკაბელური ხარ, გინდა შენი ოცნებები რეალობად აქციო და მსოფლიო გააუმჯობესო. შესაძლებლობა თუ მოგეცა, ძალიან თვითგამომხატველი და მტკიცე ლიდერი შეგიძლია იყო.

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.