ბევრი რამის კეთებას თავს ნებისმიერ ფასად ავარიდებდით, თუმცა მაინც გვიწევს ხოლმე. ვნახოთ, რისი კეთება არ უყვარს ყველაზე მეტად თითოეულ ფსიქოტიპს.

INFJ (ემპათი) – ხმაურიან გარემოში ყოფნა

ემპათს ბევრი რამ არ უყვარს: მაგალითად, ეზიზღება როცა ხმაურიან სიტუაციაში აიძულებენ ყოფნას. მას ადამიანების გასაცნობად მშვიდი ატმოსფერო ურჩევნია. ხმაურსა და აქტიურ ადამიანებთან ყოფნა დიდხანს თუ მოუწია, ძალიან იღლება. ემპათს ასევე ეზიზღება ყალბ და თვალთმაქც ადამიანებთან დროის გატარება.

ENFJ (მენტორი) – ყოფნა იმ ადამიანებთან, ვისაც არ ენდობა

მენტორი მუდმივად ცდილობს საყვარელ ადამიანებს ასიამოვნოს და ყველაზე მეტად იმათთან ყოფნა ეზიზღება, ვისაც არ ენდობა. ეს მისთვის ძალიან დამღლელია. მენტორი გულწრფელი და მზრუნველი ადამიანების გარემოცვას ეძებს, ეზიზღება ღალატი და ღიზიანდება, როცა მეგობრები არ უჯერებენ.

INFP (იდეალისტი) – იძულებითი კომუნიკაცია

იდეალისტს ეზიზღება, როცა ადამიანებთან კომუნიკაციაში შესვლას აძალებენ, განსაკუთრებით ხმაურიან და თვალთმაქც ადამიანებთან. მას არ უყვარს ისეთი სამუშაოს შესრულებაც, რომელიც მისთვის უაზრო და უნაყოფოა. იდეალისტს უნდა, რომ რაღაც ღირებულით იყოს დაკავებული და ვერ იტანს ისეთი ცხოვრების წესით ცხოვრებას, რომელიც მისი არჩევანი არ ყოფილა.

ENFP (ინოვატორი) – ერთფეროვანი საქმის კეთება

ინოვატორს ეზიზღება ერთფეროვანი დავალებების შესრულება, ეს მისთვის სრული უბადრუკობაა. ინოვატორს ისეთი სამსახური უნდა, რომელიც მას შთააგონებს, გაუჩენს შეგრძნებას, რომ რაღაცას მიაღწია, საკუთარი უნარების დემონსტრირებისა და სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის საშუალებას მისცემს. ინოვატორისთვის წარმოუდგენელია ქარხანაში მუშაობა, ან მთელი დღე მაგიდასთან ჯდომა. ახალი შესაძლებლობების გამოკვლევის საშუალება თუ არ მიეცა, საშინლად ითრგუნება.

INTJ (სტრატეგი) – საზოგადოებრივი სტანდარტების დაცვა

სტრატეგს კონკრეტული დავალებების შესრულება ეზიზღება. მას ისეთი საზოგადოებრივი წესების დაცვა არ უყვარს, როგორიცაა, მაგალითად, სხვისთვის საჩუქრის ჩუქება. ეს ყველაფერი მას უაზრობად ეჩვენება და მადლიერების გამოხატვა დახმარებით ურჩევნია. სტრატეგს ასევე ეზიზღება, როცა ჯგუფში მუშაობას აიძულებენ.

ENTJ (შეფი) – სიზარმაცე და უუნარობა

შეფს ყველაზე მეტად სიზარმაცე და უუნარობა ეზიზღება. თუ ისეთ რამეში დააძალეს მონაწილეობა, რაც გაუმართავია, მართვის კონტროლის ხელში აღებას შეეცდება და ეს თუ არ გამოვიდა, ძალიან იმედგაცრუებული ხდება. შეფი მიზნის მისაღწევად თვალთმაქცობასაც ვერ იტანს. რადგან მიზნის მიღწევა უყვარს, შეიძლება ენას კბილიც დააჭიროს, მაგრამ ეს საშინლად აღიზიანებს და თრგუნავს.

INTP (ანალიტიკოსი) – ადამიანებთან იძულებითი კომუნიკაცია

ანალიტიკოსი საყვარელ ადამიანებზე ძალიან ზრუნავს და მისთვის ეს ხანდახან სუსტი წერტილია ხოლმე. ანალიტიკოსს ეზიზღება ადამიანებთან კომუნიკაციაში შესვლა მოვალეობის გამო. მისთვის ეს ზეწოლაა და მარტო ყოფნა ურჩევნია. არ უყვარს იმ გარემოცვაში ყოფნა, სადაც ადამიანები დროზე ადრე განსჯიან, მერე კი უჩნდება შეგრძნება, რომ მათ სიმცდარე უნდა დაუმტკიცოს. ანალიტიკოსს ეზიზღება მონოტონური სამუშაოს შესრულებაც და იმ საქმის კეთება, სადაც საკუთარ თავს ვერ ხედავს.

ENTP (მოდებატე) – მონოტონური საქმის კეთება

მონოტონური საქმის გაკეთება მოდებატესაც ეზიზღება. ის ისეთ კარიერას ეძებს, რომელიც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და საკუთარი უნარების დემონსტრირების საშუალებას მისცემს. ერთი და იგივე საქმის გაკეთებამ თუ მოუწია, მოდებატე საშინლად ითრგუნება. მას ისეთი სიტუაციებიც ეზიზღება, როცა საყვარელ ადამიანებს გული რომ არ ატკინოს, ენაზე კბილის დაჭერა უწევს. მოდებატეს კამათი უყვარს და მიაჩნია, რომ ეს სწავლაში და სხვების სწავლებაში ეხმარება.

ISTJ (პრაგმატისტი) – კომფორტის ზონის გადაკვეთა

პრაგმატისტს ეზიზღება, როცა პრაქტიკული ინსტრუქციების გარეშე, კომფორტის ზონიდან გასვლას აიძულებენ. მას სიახლეების ეშინია, თუ ისინი კარგად არ გამოიკვლია. პრაგმატისტი მონდომებით მუშაობისთვისა და კარიერული წინსვლის მიღწევისთვის მზადაა, მაგრამ არ უყვარს, როცა უცხო სიტუაციებში ითრევენ. პრაგმატისტი ყველაფერს, რასაც აკეთებს, იდეალურად აკეთებს, მაგრამ სანამ რამით დაკავდება, ჯერ უნდა შეისწავლოს.

ESTJ (მეთვალყურე) – თანაგრძნობა

მეთვალყურეს ეზიზღება, როცა ვინმეს თანაგრძნობა უწევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანი გაღიზიანებულია. ის საყვარელ ადამიანებზე სწუხს, მაგრამ არ უყვარს, როცა მათთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლია. პრობლემის პრაქტიკული გამოსავალი თუ ვერ იპოვა, მეთვალყურე ძალიან დაბნეულია და ითრგუნება. მეთვალყურეს ასევე ეზიზღება იმ წესების დაცვა, რომელიც უინტელექტო ადამიანის შედგენილია. მას არ უყვარს გარემო, სადაც ადამიანები ეფექტურ მენეჯმენტს ვერ ახერხებენ. გრძელ რიგში დგომა მეთვალყურეს აცოფებს, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი რამაა, რასაც ამ დროის განმავლობაში გააკეთებდა.

ISFJ (მხარდამჭერი) – კომფორტის ზონიდან გასვლა

მხარდაჭერს კომფორტის ზონიდან ძალიან შორს წასვლა ეზიზღება. მას სიამოვნებს იმის კეთება, რასაც შეჩვეულია და რაც უყვარს. კომფორტის ზონის გარეთ გასვლა მისთვისაც და მისი საყვარელი ადამიანებისთვისაც ბევრჯერ ცუდად დამთავრებულა. მხარდამჭერს უნდა მშვიდი ცხოვრება, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება და იმის კეთება, რაც უყვარს. ახალი რამის ცდა თუ აიძულეს, ეს ცუდად დამთავრდება და მხარდამჭერიც გაღიზიანებული დარჩება.

ESFJ (ენთუზიასტი) – ეგოიზმი

ენთუზიასტს არ უყვარს ეგოისტურად მოქცევა, მითუმეტეს თუ ეს საყვარელი ადამიანების ბედნიერებას საფრთხეს შეუქმნის. ენთუზიასტს ეზიზღება, როცა ორ ადამიანს შორის უწევს არჩევანის გაკეთება, ან ერთის მხარეს დადგომა. ენთუიასტი ყველაფერს აარიდებს თავს, რამაც შეიძლება მის საყვარელ ადამიანებს გული ატკინოს. მას არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკიც.

ISTP (ვირტუოზი) – წესების დაცვა

ვირტუოზს არ უყვარს წესების დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ წესებს არ ეთანხმება. მას ისე უნდა რომ იცხოვროს, როგორც მას სიამოვნებს, სხვების იდეალების თავზე მოხვევის გარეშე. ვირტუოზი ძალიან დამოუკიდებელია. ის საზოგადოებაში ძალიან დიდხანს ყოფნასაც ვერ იტანს.

ESTP (ავანტიურისტი) – მოსაწყენი საქმის კეთება

ავანტიურისტს ყოველდღე ერთი და იგივე მოსაწყენი საქმის გაკეთებამ რომ მოუწიოს, თავს უბადრუკად იგრძნობს. მას უნდა, რომ თავისუფალი იყოს და თავგადასავლები გადახდეს. ავანტიურისტს ისეთი სამუშაო ეზიზღება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ პირობებს არ აკმაყოფილებს და არც მისი უნარების დემონსტრირების საშუალებას არ იძლევა. ავანტიურისტს ეზიზღება დიდი ხნით მარტო ყოფნაც.

ISFP (არტისტი) – ხმაურიან ადგილებში ყოფნა

არტისტს ხმაურიან ადგილებში დიდხანს ყოფნა არ უყვარს. მას მოსწონს განმარტოება და ისეთ ადამიანებთან დროის გატარებას ვერ იტანს, რომლებსაც არ ენდობა ან არ მოსწონს. არტისტმა თუ შეაყტო, რომ ვიღაც ამორალური და ეგოსიტია, სხვებზე არ ზრუნავს და სხვებს არ ითვალისწინებს, მისგან თავს შორს დაიჭერს.

ESFP (იმპროვიზატორი) – განმარტოება

იმპროვიზატორს ყველაზე მეტად ის ეზიზღება, როცა არაფრად აგდებენ. დიდი ხნით განმარტოება თუ მოუწია, თავს უბედურად იგრძნობს. სხვებთან ყოფნისა და მათი გაბედნიერების საშუალება რომ არ მიეცეს, იმპროვიზატორი ძალიან უბედური იქნება. მისთვის აუტანელია ისეთი სამუშაოს შესრულება, სადაც დიდხანს უწევს მარტო ყოფნა და მოსაწყენი და მონოტონური საქმის კეთება.

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.