ხდება ისეც, რომ გავურბივართ ისეთ რამეს, რისიც გვეშინია, საკუთარ თავსაც კი. ეს არაა ადვილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას ვერ ვაანალიზებთ. ვნახოთ, რას შეიძლება გაურბოდეს თითოეული ფსიქოტიპი.

INFJ (ემპათი)- საკუთარ თავს

ემპათი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართაა. ის თბილი და თანაგრძნობით სავსე ადამიანია და სხვებისთვის კარგის გაკეთების სურვილი აქვს. ემპათი ცდილობს, თავისი პიროვნების ბნელი მხარე მიჩქმალოს. მგზნებარე ემპათმა იცის რისი სჯერა და მას დაიცავს კიდეც. ყველაზე მეტად ის საკუთარ თავს გაურბის და შიში იმისა, რომ საკუთარი მოლოდინები ვერ გაამართლოს, ძალიან დიდ ტვირთად აწევს. 

ENFJ (მენტორი)- მარტოობას

მენტორს მართალია, მარტო ყოფნა მოსწონს კიდეც, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ მარტოა, ეზიზღება. მას უნდა, რომ სხვებთან იყოს დაკავშირებული, უყვარს ადამიანების დახმარება, ასე მათთან კავშირსაც ინარჩუნებს. თუ არ არსებობს ისეთი ვინმე, ვისაც დახმარება სჭირდება, მენტორი თავს საშინლად იგრძნობს. ის ყველანაირად ცდილობს, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იყოს და მათი საჭიროებები დააკმაყოფილოს. ამ ყველაფრით კი მენტორი მარტოობას გაურბის. 

INFP (იდეალისტი) – უაზრობას  

იდეალისტს ზედაპირული საუბრები, მოქმედებები და განზრახვები ეზიზღება. მას ისეთ ადამიანებთან უნდა ურთიერთობა, რომლებიც ბუნებრივები ჩანან და საკუთარ ცხოვრებასაც შინაარსიანს ხდიან. იდეალისტი უაზრობის შეგრძნებას გაურბის, და მისი ეშინია. მას უნდა, რომ სამყაროში ცვლილებები მოახდინოს და შეიძლება იმასაც ფიქრობდეს, რომ დიადი საქმისთვის არის გაჩენილი. ხანდახან იდეალისტი უმოქმედობის ფაზაში იმყოფება, რაც მძიმე ტვირთად აწევს. ეს ფსიქოტიპი ჭეშმარიტებასა და გულწრფელობას ეძებს და ზედაპირულობასა და უმიზნობას მუდმივად თავს არიდებს.

ENFP (ინოვატორი) – საკუთარ წარსულს

ინოვატორი რისკიანია და ამას შესაძლებლობის გამო აკეთებს. ასეთი მოქმედებების გამო, დროდადრო პრობლემებს აწყდება. აქედან გამომდინარე, ინოვატორი შეიძლება საკუთარ წარსულსა და შეცდომებს გაურბოდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინოვატორი წარსულს ნანობს, – მან თავისი გამოცდილებებით ბევრი რამ ისწავლა, თუმცა არის რაღაცები, რასაც გაურბის და უბრალოდ თავის გზას აგრძელებს, იზრდება და ახალ რამეს პოულობს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. 

INTJ (სტრატეგი)- მარცხს

სტრატეგს პიროვნული ზრდისა და სწავლისკენ აქვს მიდრეკილება და უვიცობა ეზიზღება. მას აქვს სურვილი, რომ უცოდინრობა ყველგან აღკვეთოს, სადაც შეძლებს და ეს სწავლის მეტ მოტივაციას აძლევს. სტრატეგს უნდა, ყველაფერზე ყველაფერი იცოდეს, რომ ისეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს, სადაც სწორად მოქმედებას ვერ შეძლებს. სტრატეგი შეიძლება მარცხს გაურბოდეს და მის ასარიდებლად ბევრს შრომობდეს. ის აღიარებს, რომ შეუძლებელია სრულყოფილებას მიაღწიო, მაგრამ სანამ შემდეგ ნაბიჯს გადადგამს, ყველაფერს მუდმივად იკვლევს და აანალიზებს.  

ENTJ (შეფი) – ღალატს

შეფს არაკომპეტენტურობა ეზიზღება და მის ასარიდებლად ბევრს შრომობს, თუმცა ყველაზე მეტად ღალატს გაურბის. შეფს უნდა, რომ ირგვლივ შრომისმოყვარე და ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს, ახლოს კი მხოლოდ მათთან იყოს, ვისაც ენდობა. რადგან ეშინია, რომ მოღალატე ადამიანს შეიძლება დაუახლოვდეს, ხშირად ურთიერთობებს საერთოდ არიდებს თავს. შეფი მხოლოდ იმას უახლოვდება, ვისი ნდობის იმედიც აქვს.

INTP (ანალიტიკოსი) – იმედგაცრუებას

ანალიტიკოსს არ უყვარს, როცა საკუთარ თავსა და სხვებს იმედებს უცრუებს. ის ცდილობს, საკუთარი თავი ღირებული გახადოს და საყვარელი ადამიანებს პრობლემები მოუგვაროს. ანალიტიკოსი გაუმჯობესებისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ხშირად მარცხის ეშინია. შეიძლება იმედგაცრუების შიშის გამო, ერთ ადგილას იყოს გაჭედილი. ანალიტიკოსს მუდმივად უწევს მოსმენა, თუ რა პოტენციალი აქვს, რაც უფრო დიდ ტვირთად აწვება. ზოგჯერ ის ადამიანების დაახლოებასაც არიდებს თავს, რადგან მათი იმედგაცრუების ეშინია.

ENTP(მოდებატე) – სტაგნაციას

მოდებატე ისეთ ადამიანს არ გავს, რომელიც დიდი ხნით უმოძრაოდ იქნება. მას სტაგნაცია საშინლად ეზიზღება. მოდებატეს არ უნდა, რომ მოსაბეზრებელი იყოს. მას ახალი იდეებისა და შესაძლებლობების გამოკვლევა უყვარს. დამოუკიდებლობის სურვილის გამო, ხშირად მეამბოხეს ჰგავს. სტაგნაცია და ერთ ადგილას გაყინვა მოდებატისთვის ყველაზე საშინელი წამოსადგენია. 

ISTJ (პრაგმატისტი) – არაადეკვატურობას

პრაგმატისტი შრომისმოყვარე ადამიანია, უბრალოდ უნდა, რომ ოჯახი შეინახოს. მას არ უყვარს არაადეკვატურობა; ცდილობს, მიზნებს მიაღწიოს და წარმატებული იყოს. საუკეთესო შედეგის მისაღებად პრაგმატისტი ძალ-ღონეს არ იშურებს. აქედან გამომდინარე, არ უნდა არაადეკვატურად იგრძნოს თავი და არ უყვარს, როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ არ არიან ისეთი კარგები, როგორებიც შეუძლიათ იყონ. 

ESTJ (მეთვალყურე) – იყოს გამოუსადეგარი

საქმეების ბოლომდე მისაყვანად მეთვალყურე ძალისხმევას არ იშურებს, განსაკუთრებით ეს თუ საყვარელი ადამიანების პრაქტიკული საჭიროებების უზრუნველყოფას ეხება. მეთვალყურეს არ უნდა, რომ სხვის თვალში გამოუსადეგარი გამოჩნდეს, ამის გამო ყველანაირად ცდილობს, წარმატებული იყოს. მეთვალყურე მზრუნველი და შრომისმოყვარე ადამიანია და დაფასებასაც იმსახურებს, მაგრამ ხშირად წარსულში, ისეთ ადამიანებს შეხვედრია, რომლებიც მას სათანადოდ ვერ აფასებდნენ, რაც მეთვალყურეში შიშს იწვევს, რომ შეიძლება განსაჯონ, როგორც გამოუსადეგარი პიროვნება.

ISFJ (მხარდამჭერი) – დანაკარგს

მხარდამჭერი ძალიან ზრუნავს საყვარელ ადამიანებზე, ცდილობს ისინი გააბედნიეროს. ყველაზე მეტად ის დანაკარგს გაურბის და ყველაფერს გააკეთებს, რომ ოჯახი მასთან ახლოს, უსაფრთხოდ და დაცულად ჰყავდეს. მხარდაჭერს არ უნდა მისთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვა და ეს ყველაზე მეტად მის სხვებზე ზრუნვის მცდელობაში ჩანს.

ESFJ (ენთუზიასტი) – იყოს არასასურველი

ენთუზიასტი ძალისხმევას არ იშურებს, რომ საყვარელ ადამიანებზე იზრუნოს და სხვების ემოციებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ყველაზე მეტად ენთუზიასტს იმის ეშინია, რომ არ უყვარდეთ. ის მუდამ ცდილობს, სხვებისთვის გამოსადეგი იყოს, რითაც თავს არიდებს იმაზე ფიქრს, რომ არავის სჭირდება. გარშემომყოფებისთვის საჭირო ადამიანად ყოფნას ენთუზიასტს ქვეცნობიერი აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰგონია, რომ ამ ადამიანებისთვის არასასურველ იქნება. გულის სიღრმეში, ენთუზიასტს უბრალოდ უნდა, რომ ყველა ბედნიერი იყოს.

ISTP (ვირტუოზი) – შეზღუდვებს

ვირტუოზი აუღელვებელი ადამიანია, სხვების იძულება არ უყვარს და არც ის მოსწონს, როცა ადამიანები თავისუფლებას უზღუდავენ. ვირტუზი ადამიანებს ხშირად თავს არიდებს, ძირითადად ეს იმიტომ ხდება, რომ არ უნდა შეზღუდვები შეუქმნან. ვირტუოზს არც ვინმეს კონტროლი უნდა და არც ის, რომ სხვა აკონტროლებდეს. მას უნდა, რომ სიმშვიდეში იცხოვროს და ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი.

ESTP (ავანტიურისტი) – იყოს დავიწყებული

ავანტიურისტს უყვარს სიამოვნების მიღება, ხშირად საყვარელი ადამიანები ახალ თავგადასავლებზე მიჰყავს, ყოველთვის ცდილობს ცხოვრება სახალისო გახადოს. შთაბეჭდილების მოხდენას ავანტიურისტი იმიტომ ცდილობს, რომ ეშინია არ დაივიწყონ. შეიძლება წარსულში მიტოვებაც გამოსცადა, ამიტომაც საყვარელ ადამიანებს ართობს და აბედნიერებს. ავანტიურისტს ისიც კი უნდა, რომ ბევრი იმუშაოს, რომ საკუთარი სახელი დაიმკვიდროს.

ISFP (არტისტი)- იძულებას

არტისტს არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, არც ის უყვარს, როცა რამის გაკეთებას აიძულებენ. მას ასეთი იძულების ეშინია და ამიტომ ხშირად მარტო ყოფნას არჩევს. თუ არტისტი რაღაცას მორალურად სწორად არ მიიჩნევს, არც მიიღებს;  ამის გამო შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სიტუაციებს გაურბის. არტისტს უბრალოდ უნდა, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს და იმის გამო, რომ სხვებს მოერგოს. 

ESFP (იმპროვიზატორი) – იყოს უმნიშვნელო

იმპროვიზატორს არ უყვარს იმის შეგრძნება, რომ უგულებელყოფილია, ხშირად ესაა ხოლმე მიზეზი, ასეთი მხიარული და სასაცილო რომაა. იმპროვიზატორი ყურადღების მიქცევას იმიტომ ცდილობს, რომ საყვარელი ადამიანებისთვის საკუთარი მნიშვნელობა იგრძნოს. რომ მოდუნდეს, შეიძლება აღმოაჩინოს, რომ სხვებსაც უნდათ მასთან ახლოს ყოფნა, მაშინაც კი, თუ ის მათ არ ართობს.

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.