რადგან ემპათს უნდა, რომ სხვებმა მიიღონ, ის გარშემომყოფებს ირეკლავს. ვინმე თუ ცუდად იქცევა, ემპათი ფიქრობს, რომ ახლა მასაც აქვს ცუდად მოქცევის ნებართვა.
ემპათის ღირსება პატიოსნებაა. მას ძალიან მაღალი მორალური სტანდარტები აქვს. ისინი იმდენად მაღალია, რომ ემპათის მიმართ შეიძლება სხვები გაუცხოვდნენ კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე პატიოსანია ფსიქოტიპებს შორის. ემპათი იდეალისტია და საკუთარ თავთან და მორალურ სტანდარტებთან მართალი უნდა, რომ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი სამყარო თავზე დაემხობა.
რაც შეეხება ემპათის სუსტ მხარეს – ფრთხილად თუ არ იქნება, შეიძლება მანკიერებამდეც მივიდეს. ზოგადად, ყველაზე სწრაფად ამ მიმართულებით მარტოსულობას მიჰყავს ხოლმე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ემპათი სხვების ქცევებს სარკესავით ირეკლავს. ამის გამო, გარშემომყოფებს მისი „გაფუჭებაც“ შეუძლიათ. თუ ემპათი იმ ადამიანების ჯგუფში მოხვდა, რომლებსაც ცუდი ქცევები ახასიათებთ, ისიც მათ დაემსგავსება. ერთადერთი გზა ამის ასარიდებლად მათგან თავის შორს დაჭერაა.
დროდადრო ემპათი მხარდაჭერის ნაკლებობას გრძნობს ხოლმე და ამის გამო ურთიერთობებს ეძებს. თუ შეხვდა ადამიანს, რომელიც მასავით მაღალ სტანდარტებს არ ატარებს, მაინც თანახმაა მასთან ურთიერთობა გააგრძელოს. შემდეგ კი მის არეკვლას იწყებს. ემპათის ცხოვრებიდან ისინი რომც გაქრნენ, მას დიდი დრო დასჭირდება ჩვეულ მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს.
ემპათს მორალური სტანდარტების მქონე, ეთიკური, მასზე მზრუნველი ადამიანები სჭირდება, რომლებიც მის იდეალიზმს იზიარებენ.

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.