
შენ ვირტუოზი ხარ, თუ…
რაღაცას შეაკეთებ და ადამიანები გაოცებულები გიყურებენ.

არ იტყვი ორ სიტყვას, თუ ერთიც საკმარისია.

ყველას ჰგონია, რომ უცნაური და სერიოზული გამომეტყველება იმიტომ გაქვს, რომ გაბრაზებული ხარ, ან დეპრესია გაქვს, არადა სინამდვილეში იმაზე ფიქრობ რა ჭამო.

ფილმის ყურებაზე დიდი დრო გჭირდება იმის მოსაფიქრებლად, რომელ ფილმს უყურო.

ისე იცვამ, ზოგს უსახლკარო ეგონები.

გირჩვენია, ყველაფერს თვითონ მიხედო.

გგონია, რომ ირგვლივ ყველა უფრო ლაპარაკობს, ვიდრე რამეს აკეთებს.

კითხვებზე უმოკლესი პასუხები გაქვს.

არ ალაგებ, სანამ ოთახი ისე არ დაბინძურდება, რომ დალაგება მოგინდეს.

პასუხი ყველაფერზე გაქვს, მაგრამ არავინ გისმენს.

ფართიზე ხარ და კარგ დროს ატარებ, მაგრამ უცებ სტრესში ვარდები და სახლში მიდიხარ.

კომპის გაფუჭება გიხარია, ახლა ხომ შეგიძლია შეაკეთო!

ბავშვობაში ბევრი რამ გინდოდა ყოფილიყავი: ქურდი, მკვლელი, ნინჯა, პილოტი, მრბოლელი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ რისკიანი ჩანხარ, შენ კარგად იცი, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა.

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.