ბევრი თქვენგანი, ვინც ფსიქოტიპებითაა დაინტერესებული, ონლაინ ტესტს აკეთებთ და ზუსტ შედეგებსაც იღებთ ხოლმე. მიუხედავად ამისა, ბევრს საკუთარი ფსიქოტიპის დადგენა უჭირს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ტესტის გაკეთებისას ყოველ ჯერზე სხვადასხვა შედეგს იღებს. ბევრს ისიც სჯერა, რომ მათი პიროვნების ტიპი შეიცვალა. სინამდვილეში ეს ასე არაა.

ამ სტატიით ვეცდებით, რომ საკუთარი ფსიქოტიპის განსაზღვრაში დაგეხმაროთ. 

გაეცით გულწრფელი პასუხები

ფსიქოტიპის განსაზღვრისას შეცდომას რამდენიმე ფატქორის გამო ვუშვებთ. პირველ რიგში, ეს ტესტი იმდენად ზუსტია, რამდენადაც ჩვენი პასუხები. ხშირად ხდება, როცა ტესტს აკეთებენ, დიდხანს ფიქრობენ, ან იმას პასუხობენ, რაც სურთ იყონ. სინამდვილეში, თქვენი პასუხები ინსტინქტურ დონეზე უნდა დაიყვანოთ. გაეცით ისეთი პასუხი, რომელიც საუკეთესოდ გადმოსცემს თქვენს ვინაობას, ყოველგვარი ფორმირებისა და შელამაზების გარეშე. ზუსტად განსაზღვრეთ, რა არის თქვენი თანდაყოლილი ქცევა და არა ნასწავლი ქცევა. თუმცა, თუ რამდენიმე ათწლეული უკვე გალეული გაქვთ, ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება გაგიჭირდეთ.

გააკეთეთ ტესტი, როცა თავს კომფორტულად გრძნობთ

ტესტის გაკეთებისას ბევრი შეცდომაში არსებულ ფაქტორებსაც შეჰყავს. თქვენი განწყობა ან დაღლილობის დონე შედეგზე შეიძლება აისახოს. 

ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ უკეთესია ყველა ფსიქოტიპის აღწერილობას გადახედოთ. ეს თქვენი ფსიქოტიპის დადგენაში უკეთესად დაგეხმარებათ. გახსოვდეთ ისიც, რომ არც ერთი ფსიქოტიპის დახასიათება 100%-იანი სიზუსტით არ აღწერს ყველაფერს თქვენ შესახებ. საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: რომელი ფსიქოტიპი მერგება ყველაზე მეტად? 

თქვენი ფსიქოტიპის დასადგენად შეგიძლიათ ჩვენს გვერდზე მარტივად გაიაროთ ტესტი, მაგრამ გახსოვდეთ – თქვენი შედეგი მხოლოდ დასაწყისია. 

რამდენიმე რჩევა ტესტის ჩატარებამდე

  • კითხვებს სწრაფად უპასუხე. თითოეულ კითხვას 5-დან 7 წამამდე დაუთმე.
  • პასუხები ინტუიციურად გაეცი. ნუ იფიქრებ ბევრს.
  • იყავი გულწრფელი საკუთარ თავთან. ნუ მონიშნავ იმ პასუხს, რომელიც გინდა მართალი იყოს.
  • თუ არ ხარ დარწმუნებული, როგორ უნდა უპასუხო, ჰკითხე საკუთარ თავს, როგორი იყავი ბავშვობაში. 

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.