რამდენად კარგად იცნობ ბერძნულ მითოლოგიას და ოლიმპოელ ღმერთებს? ბერძნები ძალიან კარგად აღიქვამდნენ ადამიანის ბუნებას, მის მოტივაციებს, სიკეთეებსა და სისუსტეებს, ამ თვისებებს კი ღმერთებს მიაწერდნენ. ბერძნული ღმერთები ძალიან ადამიანურები არიან და რთული პიროვნებებიც აქვთ.

საინტერესოა, რომელ ბერძნულ ღმერთს ან ქალღმერთს შეესაბამება შენი ფსიქოტიპი? 

ზევსი – ENTJ – ბოსი

ზევსი ლიდერადაა დაბადებული. იცის, როგორ აიღოს პასუხისმგებლობა და როგორ მოახდინოს ზედამხედველობა. მას თავისი თეორიების პრაქტიკაში გამოყენება სიამოვნებს. ბოსის ფსიქოტიპი ხანდახან დიქტატორულად და გამაღიზიანებლად ითვლება. ზევსისთვის ეს ჩვეულებრივი საქმეა. 

ჰერა – ISTJ – პრაგმატისტი

ჰერა ლოჯისტიკის დედოფალია, მოვალეობას საუკეთესოდ ასრულებს და საკუთარი გავლენის სფეროში ავტორიტეტით სარგებლობს. როგორც ქორწინების ქალღმერთი, ის ტრადიციის დამცველია. რამდენადაც წესებზეა „დაქორწინებული,“ შეიძლება იყოს ცივი, უკარება, უემოციო. ჰერას შურისძიება ზევსის საყვარლებთან დაკავშირებულია ჰერას რწმენასთან, რომ წესები არ უნდა დაირღვეს. 

ჰადესი – ESTJ – მეთვალყურე

ჰადესიც ლიდერია, ზევსივით, მაგრამ უფრო ტრადიციული, წესების დამცველი და პროგნოზირებადი. ჰადესის მთავარი საქმეა მიწისქვეშეთის წესების დაცვა. ის სტაბილურია და მხოლოდ მაშინ ბრაზდება, როცა მიცვალებულებს არ იღებს. 

პოსეიდონი – ESTP – ავანტურისტი

პოსეიდონი ცნობილია, როგორც ზღვის ღმერთი. პოსეიდონი ავანტიურისტის ფსიქოტიპია, რადგან ისიც გართობის მოყვარული და სპონტანურია, წესებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ის იმისკენ მიისწრაფვის, რაც მოტივაციას აძლევს და არ უყვარს რუტინაში ყოფნა. წესებს თავისი გამოცდილებისა და განსაკუთრებული ლოგიკის საფუძველზე ქმნის.

დემეტრე – ESFJ – ენთუზიასტი

დემეტრე ყველაზე თავდადებული დედაა ვისაც ოდესმე უცხოვრია. დემეტრე მოსავლის ღმერთია. მიზნების მისაღწევად დემეტრე სხვებზე მანიპულირებს. ის ენთუზიასტის დადებით და უარყოფით თვისებებს აერთიანებს.

ჰესტია – ISFJ – მხარდამჭერი

მხარდამჭერებს ჰესტიასავით, საჯაროობის პრობლემა აქვთ. ისინი მშვიდი, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არიან, რომლებიც წუწუნის გარეშე გემსახურებიან. ისინი მთლად ემპათივით უჩინარები არ არიან, საკუთარ ფიქრებში რომ ჩაიკარგონ და არასდროს გამოჩნდნენ. ფიზიკური სამყარო ძალიანაც აინტერესებთ და ყოველთვის საიმედოები არიან. ემპათის მსგავსად, თვეობით არ იკარგებიან. მხარდამჭერები როცა ორგანიზაციას ტოვებენ, მათ ნაცვლად ორი ან მეტი თანამშრომლის დაქირავება ხდება საჭირო.

აპოლონი – INTP – ანალიტიკოსი

აპოლონი ყველასთვის საყვარელი ოლიმპოელია, სინათლისა და განმანათლებლობის ღმერთი, მარადიული ახალგაზრდობის სიმბოლო.

აპოლონი საუკეთესო ათლეტია, ამასთანავე გამორჩეული ინტელექტუალი. ანალიტიკოსები ხშირად აპოლონის ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი, განსაკუთრებით ინტელექტით. ისინი ანალიზისთვის, დასკვნებისა და ამოხსნებისთვის ცხოვრობენ. ანალიტიკოსს ხშირად დაბნეული პროფესორის რეპუტაცია აქვს, რომელმაც არ იცის მანქანის გასაღები სად დადო, თუმცა ამასობაში იმას ანგარიშობს, რა დასჭირდება კოსმიურ ხომალდს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად რომ გაფრინდეს.

მართალია, ანალიტიკოსი უწყინარია და აპოლონივით ისრებით არ სჯის ხალხს, მაგრამ მასთან კიდევ ერთ თვისებას იზიარებს: სასიყვარულო ურთიერთობებსა და გრძნობებში პრობლემები აქვს. ეს ფსიქოტიპი ან ისეთ მნიშვნელობას ანიჭებს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, რომ პარტნიორს საკმარის ყურადღებას არ აქცევს, ან კიდევ პარტნიორით ძალიანაა გატაცებული, მას სრულყოფილებად მიიჩნევს და ნადგურდება, როდესაც ურთიერთობა არ გამოდის.

არტემიდე – ISFP – არტისტი

არტისტი თავის სამყაროში მარტივად არ გიშვებს. ის ყველაფერს აფასებს. შეიძლება ბევრს ფიქრობდეს, მაგრამ არაფერს არ გეტყვის, თუ ბოლომდე არ გენდობა. უყვარს სილამაზე, ცხოველები მისი სუსტი წერტილია. თითქოს არაფერი სჭირდება. მაგრამ თუ სჭირდება და ვერ მიხვდი, ცუდ დღეში აღმოჩნდები. 

არტისტს მტკიცე მორალი აქვს. თუ უსამართლოდ მიგიჩნია, მისგან შეიძლება რამდენიმე ისარიც მიიღო. არტისტი თინეიჯერი გოგო ნახევარ განაკვეთურ სამუშაოს იღებს, ცხოველების თავშესაფარში მოხალისედაც დადის და სკოლაშიც სწავლობს. 

არტემიდე ამ პორტრეტს კარგად შეესაბამება. 

არტემიდეც თინეიჯერი გოგონაა, გაუთხოვარი ახალგაზრდა ქალი, რომელიც არასდროს დაქორწინდება. ის ძლიერი მონადირეა, დამოუკიდებელია და საკუთარ თავზე ზრუნვა შეუძლია. არტემიდე ცხოველების მფარველი ღმერთია. ის არავის პატიობს. არტემიდე ბუნებას განასახიერებს, გაუხრწნელ, მიუწვდომელ, ქალწულებრივ ძალას.

სტატიის მეორე ნაწილი

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.