რამდენად კარგად იცნობ ბერძნულ მითოლოგიას და ოლიმპოელ ღმერთებს? ბერძნები ძალიან კარგად აღიქვამდნენ ადამიანის ბუნებას, მის მოტივაციებს, სიკეთეებსა და სისუსტეებს, ამ თვისებებს კი ღმერთებს მიაწერდნენ. ბერძნული ღმერთები ძალიან ადამიანურები არიან და რთული პიროვნებებიც აქვთ.

საინტერესოა, რომელ ბერძნულ ღმერთს ან ქალღმერთს შეესაბამება შენი ფსიქოტიპი? 

არესი – ISTP – ვირტუოზი

არესი ომის, ადრენალინისა და სისხლის ღმერთია. ოდესმე გქონია სურვილი, მუშტი გეთხლიშა იმ ადამიანისთვის, ვინც გაწყენინა? მაშინ შენს ძარღვებში არესის სისხლი ჩქეფს. 

ეს თვისება ვირტუოზსაც ახასიათებს. ზედმეტად დაძაბულმა ვირტუოზმა შეიძლება სიბრაზით ამოხეთქოს, ან მეორე უკიდურესობის შემთხვევაში, ემოციებითა და გრძნობებით ისე გადაიტვირთოს, რომ იძულებული გახდეს სხვებს გაუზიაროს(ხშირად არაადეკვატურად).

ჰეფესტო – INFP – იდეალისტი

ჰეფესტო სტაბილურ, ბედნიერ იდეალისტს წარმოადგენს. მას ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონია, ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაიბადა. სხვა ღმერთების მსგავსად, ფიზიკური სილამაზით არ გამოირჩეოდა, ამიტომ სხვა უნარების განვითარება დასჭირდა. 

მისი ერთ-ერთი გამორჩეული უნარია მშვიდობის დამყარება. ის ერთ-ერთია იმ იშვიათთა შორის, რომლებიც სხვას არასდროს აყენებენ ტკივილსა და ტანჯვას. როგორც ბევრი იდეალისტი, ისიც აფასებს ჰარმონიას და კეთილი და თავმდაბალია. 

აფროდიტე – ENFP – ინოვატორი

რამდენ ქალს იცნობთ, რომლებიც თქვენით ძალიან დაინტერესებულები ჩანან, თითქოს მათთვის ერთადერთი მამაკაცი იყოთ, მერე კი მიბრუნდებიან და სხვასაც ასე ექცევიან? ან გოგოებო, რამდენი ბიჭი მოქცეულა ასე თქვენთან?

ეს ფსიქოტიპი ინოვატორი უნდა იყოს. წარმოუდგენლად ენერგიული, სექსუალური და მომხიბლავი. 

აფროდიტე, ღიმილის მოყვარული, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი, ინოვატორის ფსიქოტიპის არქეტიპია. მისი განსაკუთრებული ძალა ის არის, რომ შეუძლია ყველა ქმნილებაში სიყვარული აღძრას. 

ინოვატორი ის მსახიობია, რომელსაც სურს ყველა თაყვანს სცემდეს, მუდამ ესკორტი ახლდეს და ერთი თითის აწევით ათი საპირისპირო(ან იგივე) სქესის წარმომადგენელი მის წინ დავარდეს. 

დიონისე – ESFP – იმპროვიზატორი

დიონისე ძალიან ჰგავს იმპროვიზატორს. ორივეს უყვარს გართობა, ორივე მხიარულია, მეგობრული, ბედნიერი და მომენტისთვის ცხოვრობს. დიონისე არა მარტო ღვინის, არამედ სპონტანურობის ღმერთიცაა. იმპროვიზატორი კი სპონტანური პიროვნების განსახიერებაა. სადაც დიონისე მიდის, სპონტანურობა, იმპროვიზაცია და სიურპრიზი მიჰყვება.

იმპროვიზატორის მსგავსად, დიონისეც პოპულარულია. ის ყველას ადვილად უმეგობრდება და სტრესში მყოფ ადამიანებს მოდუნებაში ეხმარება. იმპროვიზატორი ბოღმას გულში არ იტოვებს და შურისძიებას არ ცდილობს. ცხოვრება ამისთვის ძალიან მოკლეა.

ათენა – INTJ – სტრატეგი

ათენა ბევრს აოცებს. ის მეომარი და სტრატეგია, საშინაო ხელოვნების ოსტატიც, ომში დაუძლეველია და სახლში მატყლსაც კი ქსოვს. 

ათენა პოსტ-ფემინისტ ქალს განასახიერებს: ის, ვინც ძლიერია, ინტელექტუალი, დამოუკიდებელი, გამყინავი სილამაზის მქონე, რომლის წინაშეც ყველა ეცემა.

ათენას მსგავსად, სტრატეგიც მშვიდად მართავს თავის სამყაროს. სტრატეგის ფსიქოტიპს ხშირად შეშლილ მეცნიერად ან უარყოფით გმირად განასახიერებენ, რომლებიც სასახლეებში სხედან და მსოფლიო დომინირების გეგმას ადგენენ. სინამდვილეში, სტრატეგი თავის ინტელექტს პრაქტიკული მიზნებისთვის იყენებს და თავისი ინტელექტითა და ნიჭით, როგორც წესი, ძალიან კმაყოფილია. საკუთარი თავის უაზრო ძიებაში სტრატეგი დროს არ კარგავს. მან იცის რას წარმოადგენს და რა უნდა გააკეთოს. 

ჰერმესი – ENTP – მოდებატე

ჰერმესი ბერძნულ მითოლოგიაში მომხიბლავი და მძვინვარე პიროვნებაა. მოდებატეც მომხიბვლელია და თითქმის უშიშარი, – ყველაზე ცოტა, ასეთი ჩანს. ის ტრაბახობს, თავის შესაძლებლობებზე ტყუილებსაც კი გეტყვის, მაგრამ თუ პრეტენზიას წაუყენებ, უკეთესია მოემზადო, იმიტომ რომ თავის დაღწევა ნებისმიერი ენობრივი ხაფანგიდან შეუძლია.

როგორც მოდებატე, ჰერმესიც მოლაპარაკეა და არა მებრძოლი. მას ყველა უნარის გამოყენება სჭირდება, რომ ოლიმპიელებს შორის ადგილი დაიმკვიდროს. 

მოდებატე მოსვენარი და აქტიურია, არც ჰერმესია გამონაკლისი. ის მწყემსების, ქურდების, ვაჭრებისა და დიპლომატების მფარველია. 

პრომეთე – ENFJ – მენტორი

პრომეთე ბერძნული მითოლოგიის მნიშვნელოვანი ღმერთია. მას ზოგჯერ დამსახურებულად ადამიანთა მოდგმის შექმნას მიაწერენ. პრომეთეს თანაგრძნობა ადამიანთა მიმართ არასდროს ახსნილა. ღმერთების და ქალღმერთების უმეტესობა ეგოისტურად მოქმედებენ. ადამიანური საზრუნავებისგან შორს არიან და ადამიანებს მაშინ იყენებენ, როცა სჭირდებათ.

პრომეთე კეთილია – ის ადამიანებს არ აკრიტიკებს, როცა მათ უცოდინრობას განიხილავს. ის გულწრფელია და ადამიანების დახმარებას ცდილობს. პრომეთე ადვოკატია და ამ საქმიანობას არც მალავს.

პერსეფონე – INFJ – ემპათი

პერსეფონე, როგორც ემპათი, ყველაზე უჩინარი პიროვნებაა, იმის მიუხედავად რომ ძლიერი გრძნობები და შინაგანი ძალა აქვს. 

ბევრი ემპათი ამბობს, რომ უცნაურ ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს – იმიტომ, რომ ეს ფსიქოტიპი კარგად ირგებს მრჩეველისა და მესაიდუმლის როლს. ის ფსიქოლოგიურ სიღრმეებში ადამიანებთან ერთად თამამად მოგზაურობს. 

ემპათის ეს უნარი კარგად ჩანს, როცა პერსეფონე სიბნელეში ჩადის, სიკვდილთან ცხოვრობს და შინაგანი მოგზაურობის შემდეგ, ისევ ბრუნდება და ნაყოფს გამოიღებს.

სტატიის პირველი ნაწილი

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.