იდეალისტს ბევრი დადებითი თვისება აქვს, ეს არის უაღრესად კრეატიული ფსიქოტიპი, რომელიც სხვების შთაგონების წყაროა, აქვს მდიდარი შინაგანი სამყარო, რომელიც რუტინით და სტრუქტურით სავსე ცხოვრებისგან გაქცევაში ეხმარება. სხვების მიმართ წარმოუდგენელ თანაგრძნობას გამოხატავს, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ასე ძალიან განსხვავდება. ძალიან მგრძნობიარე და მზრუნველია და ყველაზე კარგი ისაა, რომ არავისგან არაფერს ელის.

ამ დადებითი თვისებების მიუხედავად, იდეალისტი გარკვეული გამოწვევების წინაშეც დგას. ჩვენ ეს გამოწვევები 7 პუნქტად წარმოგიდგინეთ.

1. ვერაფერს ასრულებს.

იდეალისტი უსასრულო შესაძლებლობების სამყაროში ცხოვრობს და ყოველთვის რაღაც ახალის შესწავლა უნდა. ხშირად იწყებს ხოლმე, თუმცა იშვიათად ასრულებს იმას, რაც დაიწყო. რომ სთხოვო სია გააკეთოს იმ რაღაცების, რაც დაიწყო და არ დაუსრულებია, ეს სიაც შეიძლება არ დაასრულოს. 



2. არ არის საკმარისად მიმწოლი.

მარტო ყოფნის დროს შეიძლება თავში გაითამაშოს მეგობართან საუბარი, მაგრამ როცა მეგობარს შეხვდება, ხმა აღარ ამოიღოს. მისი შინაგანი სამყარო გალიასავითაა, რომელიც სიტყვებს ხელს უშლის გასასვლელის პოვნაში. 

გარდა ამისა, თითქმის შეუძლებელია პროექტი ან მეცადინეობა დედლაინზე ან გამოცდაზე რამდენიმე დღით ადრე დაიწყოს. როგორც წესი, ბოლო წუთამდე გადადებს ხოლმე და უკანასკნელ მომენტშიც კი, ამბობს: “რაც იქნება, იქნება.”

3. ან ზედმეტს გეგმავს, ან საერთოდ არ გეგმავს.

შეიძლება რაღაც თემასთან დაკავშირებით ყველა წიგნი გადაათვალიეროს ბიბლიოთეკაში, ყველა სტატია მოინიშნოს ინტერნეტში და ყველა ვიდეო ნახოს იუთუბზე. და მაინც, დაბნეულია, იმიტომ რომ არ იცის როგორ დაიწყოს წერა. ბოლოს ხვდება, რომ ეს ზედმეტი კვლევაც საქმის გადადების მეთოდი იყო.

არის მომენტები, როცა დაგეგმვის გარეშე, ინსტინქტებს მიყვება. დეტალებზე რომ არ ფიქრობს, ძალიან სწრაფად მიიწევს წინ, უბრალოდ ხვდება რომ ცოტა ადრე კვლევა უნდა გაეკეთებინა. 

იდეალისტი ისურვებდა, რომ ამ უკიდურესობებში ოქროს შუალედი ჰქონოდა, თუმცა ხშირად ან ერთ ბოლოშია, ან მეორეში.

4. თანაუგრძნობს ადამიანებს, რომლებსაც ის საერთოდ არ ადარდებთ

ცდილობს, არ შეაწუხოს მაღაზიის გამყიდველი, თუ მისი მოსმენა არ ისურვა. დარდობს მასწავლებელზე, რომელიც მის არც თუ ისე სრულყოფილ საშინაო დავალებას ასწორებს, რომელსაც არასდროს ადარდებდა მისი განათლება. თავს დამნაშავედ გრძნობს თუ გამყიდველისგან რამე არ იყიდა (მხოლოდ იმიტომ, რომ მან ლამაზი სიტყვები დახარჯა). მიუხედავად იმისა რომ იცის, რომ ეს მისი სამუშაოა და მხოლოდ საკუთარი სარგებელი აინტერესებს.

5. დრო მიზნებზე ფოკუსირების ნაცვლად, საკუთარი თავის შეფასებაში გაჰყავს

ცდილობს დაიჯეროს, რომ რასაც აკეთებს კარგია და წუწუნი არ დაიწყოს, თუ ვინმეს მისი იდეა არ მოეწონება. მიუხედავად ამისა, თვითდამტკიცების ციკლში გადადის, იმის ნაცვლად რომ მიზნებისკენ სიარული განაგრძოს. 

მაგალითად, დამოუკიდებლად რაღაცის დაწყება სურს უნივერსიტეტში ჩაბარების ნაცვლად. იცის, ეს როგორ უნდა გააკეთოს, ამისთვის გარკვეული უნარების განვითარება მოუწევს. ამაზე თვეები აქვს ნაფიქრი, მერე უნივერსიტეტში აბარებს. 

საქმის დასაწყებად არაფერი გაუკეთებია, იმიტომ რომ მთელი ეს დრო თავის დარწმუნებაში გაატარა, რომ სწორ გზაზე დგას და აწმყოზე უნდა კონცენტრირდეს. დღეს ისევ იქ არის, სადაც დაიწყო და ნანობს, რომ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული რომ ყოფილიყო, შემდეგ სემესტრს არ გააგრძელებდა. 

6. სულ სხვების დახმარებაზეა ორიენტირებული, მაშინ როცა თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ეს თვითონაა.

მაშინაც კი, თუ წარმოდგენა არ აქვს ბინის ქირა როგორ გადაიხადოს, სწუხს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სახლში მიმავალმა უსახლკაროს ფული რომ ვერ მისცა. 

7. აქვს მაღალი სტანდარტები, მაგრამ დაბალი თვითშეფასება

მიაჩნია, რომ ლიტერატურული პრემიის ლაურეატი უნდა იყოს, მაგრამ წერის კურსზე ჩაბარება არ უნდა, იმიტომ რომ ჰგონია, ამ ფუფუნებას არ იმსახურებს. ან ჰგონია, რომ მომავალ ფეისბუკს შექმნის, მაგრამ კოდირების სწავლის დაწყების ეშინია, რადგან ჰგონნია რომ ამის ღირსი არაა. 

ამ ყველაფრის გამო ისეთი შეგრძნება აქვს, რომ არასდროს არაფრისთვის მიუღწევია. მისი მაღალი სტანდარტები ხშირად კონტრპროდუქტიულია და არსად მიჰყავთ. 

თუ ამ დახასიათებაში საკუთარი თავი ამოიცანი, იცოდე რომ შენგან სამყარო იმ განსაკუთრებულ საჩუქრებს ელოდება, რომლის მოცემაც მხოლოდ შენ შეგიძლია.

………………………………………………………………………………………..

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.