შეგხვედრიათ ისეთი ვინმე, ვინც გარეგნულად მშვიდი და თავშეკავებული ჩანს, თუმცა შინაგანი დრაივი აქვს იმისა, რომ მოლოდინებს გადააჭარბოს? ეს ემპათია, ფსიქოტიპი, რომელიც ემპათიითა და თანაგრძნობის უნარით არის ცნობილი, თუმცა მისი პიროვნების ამ მხარეს იშვიათად ამჩნევენ ხოლმე.

წარმატების მიღწევის სურვილი

გაგიკვირდებათ და, ემპათს წარმატებისა და სიდიადის მიღწევის დიდი სურვილი აქვს. საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უყენებს და დაუღალავად ცდილობს სრულყოფილებისკენ სწრაფვას. აკადემიურ მისწრაფებებში, კარიერაში თუ პირად მიზნებში, ემპათს სურს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოს.  

ამ ფსიქოტიპს უკეთესი მომავლის ხედვა ამოძრავებს და სამყაროზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის სურვილი აქვს. ეს დრაივი მისი ღრმა რწმენიდან მოდის, რომ პოზიტიური ცვლილების მოხდენა შეუძლია.  

მოქმედებაში შემოდის პერფექციონიზმი

თავდაჭერილი ვიზუალის მიღმა პერფექციონისტი იმალება, რომელსაც სურს ყველაფერში უნაკლო იყოს. ის დეტალურად გეგმავს და ასრულებს საქმეებს, შეცდომისთვის ადგილს არ ტოვებს. 

იდეალიზმისკენ სწრაფვა აქვს იმის გამო, რომ ხანგრძლივი მემკვიდრეობა სურს დატოვოს. ყოველი ამოცანა მისთვის შესაძლებლობაა, რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთოს. მისთვის მიუღებელია ყველაფერი, რაც სრულყოფილება არაა. ეს დრაივი მას მიზნებისკენ სწრაფვას უბიძგებს.

შერჩევითი მეტოქეობა

„შერჩევითი მეტოქეობა მახასიათებს. თუ არის შესაძლებლობა, ვცდილობ გავიმარჯვო, მაგრამ თუ ვატყობ რომ ცუდად ვმოქმედებ, პასიურ რეჟიმში გადავდივარ.“

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეობის სურვილი შეიძლება საერთოდ ვერ შეატყოთ ემპათში, მათში ეს გრძნობა მაინც არსებობს. შეიძლება დიდების გულისთვის არ ცდილობს სხვებს აჯობოს, მაგრამ სამაგიეროდ უნდა, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს. მეტოქეობის მიმართ სელექციურია, ფოკისირებულია მხოლოდ იმაზე, რასაც მისთვის პირადი მნიშვნელობა აქვს.

თვითშეფასებას მიღწევებზე დამოკიდებულს ხდის

„ძალიან მახასიათებს მეტოქეობა, მაგრამ ადრე თავდაჯერება მაკლდა. დაუცველობის შეგრძნების გამო ნაკლებად ამბიციური ვიყავი, მეგონა რომ ვერასდროს გავხდებოდი ისეთი ნიჭიერი და ვერასდროს მივაღწევდი იმდენ რამეს, რასაც ზოგიერთმა ჩემმა კლასელმა მიაღწია.“

ემპათს აქვს ეს საიდუმლო მიდრეკილება – თვითღირებულებას მიღწევების მიხედვით განსაზღვრავს. საკუთარ წარმატებას გარე სტანდარტებით აფასებს და საკუთარ თავს სხვებს ადარებს. მიღწევები ემპათისთვის იმის დამტკიცებაა, რომ ღირსია და როგორც ინდივიდს, ღირებულება გააჩნია. 

ემპათი საკუთარ თვითშეფასებას მიღწევებზე დამოკიდებულს იმიტომ ხდის, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს, სხვებმა მიიღონ და აღიარონ. ემპათის ფსიქოტიპის ბევრი წარმომადგენელი ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც მიღწევები მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო, ამან დიდი გავლენა იქონია ემპათის შემდგომ განვითარებაზე და დამოკიდებულებებზე. შედეგად, ხშირად შეხვდებით ემპათის ფსიქოტიპის ბევრ წარმომადგენელს, რომლებსაც საკუთარი თავი ზეწოლის ქვეშ ჰყავთ და მუდმივად ცდილობენ სხვებს აჯობონ. ეს მათ იდენტობის და თვითღირებულების შეგრძნების შესანარჩუნებლად სჭირდებათ. 

კონკურენციის პარადოქსი

„საერთო ჯამში, საკმაოდ იმიჯზე ფოკუსირებული და ამაყი ადამიანები ვართ ემპათები… იმას არ ვგულისხმობ, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა გვინდა, მაგრამ პატივმოყვარეები და საკუთარი თავით გატაცებულები შეიძლება ვიყოთ.“

ემპათისთვის კონკურენცია შეიძლება იყოს როგორც მოტივაციის წყარო, ასევე შინაგანი კონფლიქტის მიზეზიც. საკუთარი საზღვრების გადალახვისას მართალია ზრდა-განვითარებას აღწევს, მაგრამ ასევე იტანჯება უკმარისობითა და შურით, როცა საკუთარ თავს სხვებს ადარებს. ემპათი უნდა ეცადოს, ამბიციასა და თავმდაბლობას შორის ოქროს ხაზი იპოვოს. 

ამბიციას ემპათიით აბალანსებს

კონკურენტული ხასიათის მიუხედავად, ემპათი უცვლელად რჩება თავისი მთავარი ღირებულებების ერთგული, რაც არის ემპათია და თანაგრძნობა. უაზრო კონკურენციას თანამშრომლობა ურჩევნია და სურს სხვებს მხარი აუბას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. 

თანარგრძნობისადმი მისი ერთგულება ხშირად გადასწონის ხოლმე ემპათის კონკურენციისადმი მიდგომას. მართალია, შეიძლება ამბიციური მიზნები და მისწრაფებები აქვს, თუმცა პრიორიტეტს თანამშრომლობას ანიჭებს. ემპათს სჯერა, რომ უკეთესია ორივე მხარისთვის მომგებიანი სიტუაციები შეიქმნას, ვიდრე ისეთი მომენტები, როდესაც ერთი მხარე მეორეს უკან ჩამოიტოვებს.

თვითგაუმჯობესებისკენ სწრაფვა

ემპათი მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეს და ახალ სიმაღლეებს მისწვდეს. პიროვნული ზრდა მისთვის პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს და სიხარულით იღებს ასეთ შესაძლებლობებს, ამასთან, თვითგანვითარების გზაზე სხვებსაც ამხნევებს. ყოველი გამოწვევა მისთვის სწალისა და განვითარების შესაძლებლობაა.

ბალანსის პოვნა

როდესაც პიროვნულ სიმწიფეს აღწევს, ემპათი პოულობს ამ ბალანსს და იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ წარმატება მხოლოდ მიღწევებით არ იზომება, იმ ურთიერთობებითაც, რომელიც სხვებთან აქვს. შესაბამისად, სრულყოფილებას არა მხოლოდ პიროვნულ მიღწევებში ეძებს, არამედ სხვებთან დამყარებულ კავშირებშიც და იმ წვლილშიც, რომელიც საერთო კეთილდღეობისთვის გაიღო.

ამბიციურობა, თანაგრძნობის უნარი და პიროვნული ზრდისკენ სწრაფვა ნათელს ჰფენს ემპათის მრავალმხრივ ბუნებას. ღირებულებებისადმი ერთგულებით, ემპათი ცხოვრებისეულ გამოწვევებს გრაციოზულობით, მორალითა და თანაგრძნობით უმკლავდება.

………………………………………………………………………………………..

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

საავტორო უფლება © 2024 mbti.ge. ყველა უფლება დაცულია.