სხვა ტიპების მსგავსად, კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება არტისტსაც უჭირს. 

ამ ფსიქოტიპს პრაქტიკული საქმიანობების შესრულება უყვარს. კინესთეტიკური უნარიდან გამომდინარე, სასცენო (ათლეტი, მუსიკოსი, მოცეკვავე) მონაცემებს ფლობს. მისმა სხეულმა ინსტინქტურად იცის როგორ იმოძრაოს და ეფექტური რეაგირება როგორ მოადინოს. 

კვლევითი საქმე არტისტისთვის რეკომენდირებული არ არის. ეს ფსიქოტიპი შეიძლება მათემატიკით, მეცნიერებით, ინჟინერიით დაინტერესდეს, თუმცა ამ მიმართულებების შერჩევისას სიფრთილეა საჭირო: ამ დარგებს ძლიერი ექსტრავერტული აზროვნება სჭირდება. 

საკვებთან, სამოსთან, სტილთან მიმართებაში არტისტი გემოვნებას იყალიბებს. ამ ფსიქოტიპისთვის კონკრეტული შემოქმედებითი საქმიანობებია ზედგამოჭრილი. მართალია, ENFP და INFP წერასა და კრეატიულ აზროვნებაში ჯობნიან, თუმცა არტისტს იდეალურად გამოსდის ისეთი რამ, რასაც ვიზუალური, კინესთეტიკური და აღქმითი ინტელექტი სჭირდება. მაგალითად, სამსახიობო საქმე, კულინარიის ხელოვნება, ცეკვა, მოდის დიზაინი, ვიზაჟი, ინტერიერის დიზაინი, ვიზუალური ხელოვნება, სკულპტურა, ფოტოგრაფია, პლასტიკური ქირურგია, კულინარია, პერფორმანსი.

ამ ფსიქოტიპს ისეთი საქმიანობები მოსწონს, რომლებიც მრავალფეროვნებას სთავაზობს. ერთი სრული განაკვეთის მქონე სამუშაოს რამდენიმე ნახევარ განაკვეთიანი სამუშაო ურჩევნია.

არტისტის ყურადღებას ღარიბი, უსახლკარო, შეურაცხყოფილი, მოხუცი ადამიანები, არასათანადო პირობებში მცხოვრები ცხოველები, გადაშენების საშიშროების წინაშე არსებული ჯიშები იპყრობს. ხშირ შემთვევაში, კონკრეტულ კარიერულ მიმართულებას სწორედ ეს მისია ჰკარნაობს. არტისტს ჯანდაცვა, განათლება იზიდავს, უყვარს ბავშვები და ხშირად დაწყებითი კლასის მასწავლებლობას ირჩევს. ზოგიერთი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან იწყებს თანამშრომლობას, რომელიც მის ღირებულებას იზიარებს. შეიძლება დაინტერესდეს მედიცინითა და ვეტერინარიით, სტომატოლოგიით

ბიზნესში მოღვაწეობას არტისტი ვერ ბედავს და მისთვის რეკომენდირებული არცაა. 

თუ სხვა ალტერნატივა ვერ იპოვა, არტისტი შეიძლება ტრადიციული (მონაცემებთან მუშაობა, სტრუქტურირებულ გარემოში) საქმიანობით დაკავდეს. მართალია, შეუძლია ასეთი საქმიანობის შესრულება, თუმცა ეს სფერო მისთვის მაინც არაა საუკეთესო არჩევანი.