
იდეალისტი წყნარი და სასიამოვნო ჩანს, მაგრამ ისეთ ინტენსიურ გრძნობებსა და სიყვარულის იმხელა უნარს, რაც მას აქვს, ყველა ფსიქოტიპში ვერ იპოვით. იდეალისტი თავის გრძნობებს ნებისმიერს არ მიუძღვნის და მათ გამოხატვაში საკმაოდ თავშეკავებულია. ის თავის სიყვარულსა და მზრუნველობას მხოლოდ მისთვის ახლობელი ადამიანებისთვის ინახავს. იდეალისტი ადამიანებს ადვილად არ ენდობა და ურთიერთობის დასაწყისში ფრთხილია. იდეალისტი ადამიანებში სიღრმესა და ბუნებრივობას ეძებს და კონტაქტს იმასთან ინარჩუნებს, ვისაც მისი ესმის და პატივს სცემს. იდეალისტი ადაპტირებადი და კონგენიალურია, მაგრამ მის ღირებულებებს ვინმე თუ შეეხო, უხეში და მკაცრი ხდება.
მეგობრობა

იმის გამო, რომ ჰარმონიას ეძებს და კონფლიქტი არ უყვარს, J და T ფსიქოტიპის ადამიანები აშინებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფსიქოტიპებთან შეიძლება კარგად იმუშაოს, პიროვნულ დონეზე მათი მიღება და დაფასება უჭირს. ზოგადად, სიახლოვეს F ტიპებთან გრძნობს.
სიყვარული

შეყვარებულში ის თვისებებიც შეიძლება დაინახოს, რაც რეალურად არ აქვს. იდეალისტს თავისი იდეალური შეხედულებების რეალურ ცხოვრებასთან მორგება უჭირს და საკუთარ თავთან და სხვებთან მუდმივად არამდგრადია.
იდეალისტს ისეთი ადმინისტრაციული საქმეები არ აინტერესებს, როგორიცაა გადასახადების გადახდა, სახლის დალაგება, მაგრამ როცა ეს უწევს, თავის საქმეს კარგად ასრულებს. როცა საქმე საკუთარ ფულს ეხება, მისი კარგად ორგანიზება შეუძლია.
იდეალისტს თვითგამოხატვის რცხვენია და ზოგჯერ ამის გამო მისი პარტნიორი გაურკვევლობაში ვარდება.
როცა ურთიერთობაში პრობლემა ჩნდება, იდეალისტს მათი განხილვა უჭირს და ამაზე არც მეგობრებთან საუბრობს. პარტნიორი თუ დაშორდა, ძალიან მტკივნეულად განიცდის და საკუთარ თავში იკეტება. ამის შემდგომ პარტნიორის მიმართ აგრესია უჩნდება. მისთვის დასასრულის გაცნობიერება რთულია.
გაიგე უფრო დეტალურად – როგორ მოვხიბლო იდეალისტი?
იდეალისტი, როგორც მშობელი

იდეალისტი მშობელი შვილის ინდივიდუალიზმს პატივს სცემს და მას დამოუკიდებლობას აძლევს. იდეალისტის შვილის სიტყვას ოჯახში წონა აქვს.
შვილები იდეალისტს იხსენებენ, როგორც მოსიყვარულე, თავდადებულ და დამთმობ მშობელს.