INFJ-ს მსგავსად, მენტორს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს და მოსწონს პოტენციალის აღმოჩენაში სხვების დახმარება. ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლები მასწავლებლები, მრჩევლები, მინისტრები არიან და ისეთ კარიერას ირჩევენ ხოლმე, რომლებიც სხვების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურებიან. მენტორი ერთ-ერთი კრეატიული ფსიქოტიპია და მისი კარიერულ არჩევანიც კრეატივს უკავშირდება.

კარიერის არჩევის დროს მენტორს არც ექსპერიმენტები სჭირდება და არც სამსახურის ცვლა, არც გადაუწყვეტელობით იტანჯება. მისთვის აუცილებელი არაა, ჯერ ყველაფერი გამოსცადოს და მერე გადაწყვიტოს, რა მოსწონს. მიუხედავად მიზანსწრაფულობისა, მენტორს კარიერის შერჩევა მაინც უჭირს. მენტორს ისეთი სპეციალობა სურს, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა ხშირად მოუწევს, თუმცა თანამედროვე სამყაროში სამუშაო სფერო ძირითადად პრაქტიკულ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საქმიანობებს უკავშირდება, ვიდრე სოციალურსა და ინტერპერსონალურს. ეს ყველაფერი ბევრი ფსიქოტიპისთვის, მათ შორის ინოვატორისთვისაც, პრობლემას წარმოქმნის. 

როგორც წესი, მენტორი საგნებსა და მექანიკასთან დაკავშირებულ სამუშაოს თავს არიდებს.

კვლევით სფეროში დაინტერესებულ მენტორს რთული მეცნიერებები (მაგ, ფიზიკა და ქიმია) ადამიანებისგან ზედმეტად განცალკევებულად მიაჩნია, უპირატესობას უფრო სოციალურ მეცნიერებებს (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, გეოგრაფია, პოლიტიკური მეცნიერებები და ა.შ.) ანიჭებს. კვლევით-შემოქმედებითი ინტერესების მქონე მენტორის ყურადღება შეიძლება ფილოსოფიამ, რელიგიამ ან საგამოძიებო ჟურნალისტიკამ მიიპყროს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი სამართალმცოდნეობისკენაც იხრება , ეს დარგი TJ ფსიქოტიპებს უფრო შეეფერება.

გარკვეული მიზეზების გამო, მენტორი მედიცინითაც ინტერესდება: მას მოსწონს ადამიანების დახმარება, ფინანსურად პერსპექტიული საქმით დაკავება, მის საქმეში მეცნიერული და ანალიტიკური ელემენტების არსებობა. ამის მიუედავად, თანამედროვე მედიცინაც TJ ფსიქოტიპებს უფრო შეეფერება. ბევრი მენტორი ფსიქიატრიაში სპეციალიზდება ხოლმე.

მენტორის შემოქმედებითი ინტერესები ძალიან ფართოა. ხელოვნების განსაკუთრებული ნიჭი რომც არ ჰქონდეს, აქვს დახვეწილი გემოვნება. ამ ფსიქოტიპის ბევრ წარმომადგენელს უყვარს კლასიკური მუსიკა, ოპერა და შემოქმედების სხვა ფორმები. ზოგი მენტორი ისეთ ჰუმანიტარულ კარიერას ირჩევს, როგორიცაა რელიგია, ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, ლიტერატურა, ენები და ა.შ.

იქედან გამომდინარე რომ ექსტრავერტული გრძნობა მენტორის დომინანტი ფუნქციაა, კარიერა ისეთ დარგებში, სადაც ადამიანებთან მუშაობა, მათი ინფორმირება, სწავლებაა საჭირო, მისთვის რეკომენდირებულია. მენტორს მოსწონს მასწავლებლობა, კონსულტანტობა, ფსიქოლოგია. ბევრი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი შინაგანად მასწავლებელია: კარგად საუბრობს, საკუთარი დარგის მცოდნეა და მოსწავლეების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. ინტუიტიურობის გამო მაღალი კლასის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან მუშაობა ურჩევნია, რადგან მათ უფრო აქვთ აბსტრაქტული დასწავლის უნარი. 

ზოგადად, გაყიდვები და ბიზნესი მენტორის სფერო არაა. მართალია გაყიდვები და მარკეტინგი კარგად გამოსდის, თუმცა შეიძლება კონტრაქტი საკმაოდ უნაყოფო საწარმოსთან დადოს. 

მენტორი კარგი ორატორია, ხშირად კარგად გამოსდის პოლიტიკა და საზოგადოებრივი ურთიერთობები.

მიუხედავად იმისა, რომ წესრიგისა და სტრუქტურის მქონე გარემოში მენტორი კომპეტენტური შეიძლება იყოს, კარიერის არჩევისას ეს პრიორიტეტად არ უნდა აქციოს.