პატარაობაში მეთვალყურე სხვა ბავშვებისგან გამოირჩევა, ასაკთან შედარებით გაცილებით ჩამოყალიბებულს გავს. ის ზრდასრულივით ლაპარაკობს, ფიქრობს, მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს. ამის გამო თავის ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით, უფრო დიდი და ჩამოყალიბებული ჩანს.  

ინფორმაციის მიღების წყურვილი

პატარა მეთვალყურეს გაუმაძღრად უნდა ინფორმაციის შთანთქვა, შემდეგ სწრაფად ხდება ცოდნის გამყარება, სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩაცემენტება. 

როგორც ხდება ხოლმე, დროის სვლასთან ერთად, მეთვალყურის ჰაბიტატიც ნელდება, ხშირად უკუსვლითაც კი მიდის. ამასობაში, რელური სამყარო იცვლება. რას აკეთებს ამ დროს მეთვალყურე? იმის ნაცვლად, რომ ახალი ინფორმაცია მიიღოს, კონსერვატიული ხდება და რადგან წარმოსახვის უნარი არ აქვს, ვერ წარმოიდგენს, რა შეიძლება მოხდეს, თუ ცვლილებებს აქტიურად არ შეეწინააღმდეგება.

რა არის სანდო?

მეთვალყურე მხოლოდ გადამოწმებულ, გამოქვეყნებულ და დადასტურებულ ინფორმაციას ენდობა. ძველ დროში შეიძლება ასეც ხდებოდა, მაგრამ თანამედროვე სამყაროში, სადაც ყველა სახის ინფორმაცია ხელმისაწვდომია, მეთვალყურეს შეიძლება გაუჭირდეს, რას შეიძლება ენდოს. თუმცა ამ ფსიქოტიპისთვის ეს ახალი რამ არ არის, ხშირად გატაცებულია ხოლმე შეთქმულების თეორიებითა და იმ საკითხებით, რომლებიც საიდუმლოებებს მოიცავს. 

განზრახი ბუნდოვანება

შეიძლება ისიც იფიქროთ, რომ მეთვალყურე ძალიან რეალური და მიზანმიმართული ფსიქოტიპია. სამუშაოზე თუ ვლაპარაკობთ, ასეა, თუმცა ლაპარაკის შემთხვევაში – არა. მეთვალყურეს შეუძლია საათების განმავლობაში ილაპარაკოს და საბოლოოდ არაფერი თქვას. ეს განზრახი ბუნდოვანების ნიჭი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როცა საკუთარი თავის დაფარვას ცდილობს. თვითონ ფიქრობს, რომ სრულყოფილი და შეუცდომელია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს; ამიტომ დაპირებებს შეგნებულად ბუნდოვნად თუ წარმოთქვამს, მათი არშესრულების შემთხვევაში ვერავინ დაადანაშაულებს. 

მუშაობაზე შეყვარებული

მეთვალყურე ბოსადაა დაბადებული. იმუშავე! აწარმოე! გაოიყენე! და იმუშავე! – ეს ფრაზა ძალიან ახლოსაა ამ ფსიქოტიპის ცხოვრების კრედოსთან. მეთვალყურესთან მუშაობა თუ გიწევს, მონობის ცივილიზებულ ფორმას ელოდე. ისიც არაა გარანტირებული, რომ შენს გაკეთებულს არ შეასწორებს, ამიტომ შეიძლება სამსახურისკენ გზაზეც კი მუშაობდე. გულწრფელად რომ ვთქვათ, მეთვალყურე თვითონაა ვორკაჰოლიკი. შეიძლება ამიტომ ჰგონია, რომ ეს ნორმალურია. 

გართობის მტერი არ გეგონოთ. პირიქით, უყვარს კარგი დროის ტარება, სიცილი და კარგი იუმორი. მიუხედავად ამისა, ბავშვური გართობები არ მოსწონს. ამ დროს მეთვალყურე ფიქრობს: „სხვები რატომ არ გაიზარდნენ? მე გავიზარდე!“

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.