
შეფი ინტელექტუალ სნობს მოგაგონებთ, მისთვის იუმორი სარკაზმია და სიამოვნებას ანიჭებს ყველას და ყველაფრის გამოწვევა.
შეფს ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს, თუმცა როგორც წესი, მისი ადამიანებს ეშინიათ ხოლმე.
წარმოგიდგენთ თვისებებს, რაც შეფისთვისაა დამახასიათებელი.
- ის თავის აზრს რამდენიმეჯერ გაგიმეორებს, – უნდა დარწმუნდეს, რომ გაიგე.
- საუბრის მსვლელობისას კიდევ და კიდევ უფრო ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე ხდება.
- გარეგნობით სუფთა და მოწესრიგებულია. ექსტრავაგანტულს არაფერს იცვამს, მაგრამ ცდილობს, დახვეწილად გამოიყურებოდეს.
- ძალიან გამჭრიახია.
- ყველაფრიდან პოულობს გამოსავალს.
- ინტენსიურობა ახასიათებს.
- მისთვის გამოწვევები ყველაფერია. მისი სწავლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვების გამოწვევა და სხვისგან გამოწვევის მიღებაა.
- გაგიკვირდებათ და, შეფი იმ ადამიანებით იხიბლება, ვისაც შეუძლია წინ აღუდგეს და გაკვეთილი ასწავლოს. სანამ ეს მოხდება, თავის თავს სხვებზე მაღლა ხედავს ხოლმე.
- ნაკლებად თავდაჯერებულ ადამიანებთან შეფი ამპარტავნულად იქცევა, თუმცა იმას აფასებს, ვისაც მისი არ ეშინია.
- მიუხედავად იმისა, რომ ექსტრავერტია, დროის პროდუქტიულად გატარება უყვარს და საზოგადოებრივ აქტივობებსა და შეკრებებს შეიძლება თავი აარიდოს.
- შეფი მიზანს აღწევს და ამასთან, მიზნის მიღწევაში სხვებსაც ეხმარება.
- შეფი სწრაფად ფიქრობს, ლაპარაკობს და მოძრაობს.
- შეფს არ უყვარს, როცა საკითხს ირგვლივ უვლიან და მინიშნებებს იძლევიან. თუ მასთან კარგი კომუნიკაციის დამყარება გინდა, გულწრფელი და პირდაპირი იყავი.
- გინდა შეფი გააღიზიანო? უთხარი რომ უუნაროა.
- შეფი არაჩვეულებრივი ორგანიზატორია. მას უნდა რომ ყველაფერი, სახლიდან დაწყებული პროფესიული საქმიანობით დამთავრებული, ეფექტური და ორგანიზებული იყოს.
- გაგიკვირდებათ და, შეფი სენტიმენტალურია, მაგრამ როგორც წესი ამას მალავს.
- ვერ იტანს, როცა აიგნორებენ. გინდა შეფთან ურთიერთობის შენარჩუნება? უპასუხე მის ზარებს, ნუ დაიგვიანებ და მას პატივისცემით მოეპყარი.
___________________________________________________
ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.
შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.