როგორც წესი, სტრატეგი და ანალიტიკოსი კარგი მეგობრები არიან ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მათ ფსიქოტიპებს შორის განსხვავება დიდია, ბევრს შეიძლება მათი გარჩევა გაუჭირდეს. გაინტერესებს, როგორი ურთიერთობა აქვთ სტრატეგსა და ანალიტიკოსს, რითი გვანან და განსხვავდებიან ერთმანეთისაგან? მაშინ გააგრძელე კითხვა.

ორივე ინტროვერტია

სტრატეგისა და ანალიტიკოსის ფსიქოტიპებიდან ორივე ინტროვერტულია. მათ ურჩევნიათ ადამიანებმა პირველმა წამოიწყონ კონტაქტი ვიდრე თვითონ იყვნენ ინიციატორები. ამისთვის კონკრეტული მიზეზები არსებობს. სტრატეგის შემთხვევაში ეს იმიტომ ხდება, რომ (განსაკუთრებით, ახალგაზრდობის პერიოდში) ეშინია, სხვას თავი კარგად ვერ აგრძნობინოს. მას შემდეგ რაც გაიზრდება და სიმწიფეს მიაღწევს, ინიციატივის გამოჩენას იწყებს.

რაც შეეხება ანალიტიკოსს, მას ეშინია რომ ადამიანებს თავს ცუდად აგრძნობინებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უგულობას აბრალებენ, ანალიტიკოსი ძალიან, ზოგჯერ უკიდურესობამდე მზრუნველი ფსიქოტიპია. 

ეს ორი ფსიქოტიპი სწორედ ამ კომპლექსებიდან გამომდინარე არიან ინტროვერტები.

ისინი ურთიერთობას იმიტომ არ იწყებენ რომ ეშინიათ, ერთ შემთხვევაში, სხვას ცუდი გამოცდილება მიაღებინონ, მეორე შემთხვევაში კი – თავი ცუდად აგრძნობინონ.

სტრატეგი მოუთმენელია, ანალიტიკოსი მოთმინებით სავსე

სტრატეგი, ინოვატორის მსგავსად, გადაწყვეტილებებს უსწრაფესად იღებს. მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილებები შეიძლება სტრატეგისთვის მტკივნეული აღმოჩნდეს. ეს ფსიქოტიპი დასკვნებს დროზე ადრე აკეთებს ხოლმე და რაც თვითონ სწორად მიაჩნია, შეიძლება რეალობასთან ახლოს არ იყოს. სტრატეგისთვის მოთმინება ყველაზე სასარგებლო იარაღია. 

მეორე მხრივ, ანალიტიკოსი, რომელსაც ინტროვერტული აღქმის ფუნქცია აქვს, უკიდურესად მომთმენია.

ანალიტიკოსი კომფორტზეა ორიენტირებული

ანალიტიკოსს უნდა რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. სტრატეგს კომფორტი იმდენად არ ადარდებს, რამდენადაც ანალიტიკოსს და ცდილობს ანალიტიკოსს თავი კომფორტულად აგრძნობინოს.

დამოკიდებულება ქაოსთან

ანალიტიკოსი თავის გზას მიყვება და საკუთარ დროს თვითონ აკონტროლებს. ანალიტიკოსისთვის ქაოსში წესრიგი არ არსებობს. მეორე მხრივ, სტრატეგიისთვის ქაოსის გარეშე პროგრესი ვერ იარსებებს. სტრატეგი ქაოსში კარგად მუშაობს, რადგან იცის რომ ქაოსი მოძრაობაა, რის შედეგადაც პროგრესი მიიღება.

სტრატეგმა იცის, რა უნდა; ანალიტიკოსმა – არა

იქიდან გამომდინარე, რომ სტრატეგს ძირითად ფუნქციად ინტროვერტული ინტუიცია აქვს, ყოველთვის იცის რა უნდა. ანალიტიკოსს ამაზე წარმოდგენა არ აქვს. ანალიტიკოსი ძალიან კრიტიკულია საკუთარი სურვილების მიმართ და საკუთარ თავს ნებას არ აძლევს, რაღაც უნდოდეს. ის ხედავს სხვა ადამიანების სურვილებს. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები საკუთარ სურვილებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ანალიტიკოსს არ უნდა, ამასთან დაკავშირებით თავადაც უპასუხისმგებლო იყოს. შედეგად ის კრიტიკული და პერფექციონისტია, არაფერი არ უნდა, საბოლოოდ სტაგნაციაში ვარდება და ყველაფერში „იჭედება:“ ურთიერთობებში, სამსახურში, ცხოვრებაში. ანალიტიკოსი დაეთანხმება და მიიღებს ყველაფერს განსაკუთრებით მაშინ, თუ თავს კომფორტულად გრძნობს. 

საკუთარი ღირსების შეფასება იმის მიხედვით თუ რამდენად მიგიღებს სხვა, ძალიან დიდი შეცდომაა. ცხოვრებაში რამეს რომ მიაღწიოს, ანალიტიკოსმა საკუთარ თავს სტაგნაციაში გაყინვის საშუალება არ უნდა მისცეს მხოლოდ იმის გამო, რომ თავს კომფორტულად გრძნობს. ეს ყველაფერი სტრატეგს კარგად ესმის. მან იცის, რომ კომფორტს ადამიანი სტაგნაციამდე მიგყავს. ის ანალიტიკოსს ამის გაცნობიერებაში ეხმარება.

სტრატეგი ინფორმაციას იძიებს, ანალიტიკოსი – ამუშავებს

სტრატეგს ძალიან კარგად გამოსდის ინფორმაციის მოძიება. ანალიტიკოსიც კარგია ამ საქმეში, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც სტრატეგი. სტრატეგს შეუძლია სტრატეგიის შექმნა, ინფორმაციის იდეალურად მოძიება, ანალიტიკოსს კი მისი სწრაფად დამუშავება და საკუკეთესო გამოსავლის მოძებნა. ეს ორი ფსიქოტიპი ერთად დაუძლეველი ხდება.

სტრატეგის ძირითადი ფუნქცია მონაცემების შეგროვებას, რაციონალიზმს, გადაწყვეტილებების მიღებას, ინფორმაციის მოძიებას უკავშირდება. 

ანალიტიკოსი პატარა ბავშვივითაა. მას ყველაფრის გამოკვლევა უყვარს და უნდა, ყველა შესაძლო გამოცდილება მიიღოს. სტრატეგს კი სურს, გამოცდილებები მიგაღებინოს. 

სტრატეგი მორალურია, ანალიტიკოსი – ეთიკური

სტრატეგს საკუთარი მორალური კოდი აქვს. მას ეთიკა დიდად არ აქვს გაცნობიერებული. თუმცა ამაში ანალიტიკოსი ეხმარება. ის ყოველ საზოგადოებრივ ასპექტს თვალყურს ადევნებს. 

მეორე მხრივ, ანალიტიკოსს მორალის შეგრძნება აკლია. იქიდან გამომდინარე რომ ამ ფსიქოტიპის ერთ-ერთი კოგნიტური ფუნქცია ექსტრავერტული გრძნობაა, მას შეუძლია სტრატეგის მორალი შეისრუტოს და შემდეგ ეთიკურად მოიქცეს. ის ასევე აცნობიერებს საზოგადოებრივ წესებს, ნორმებს და მოლოდინებს. 

სტრატეგი მორალურია, ანალიტიკოსი კი – ეთიკური. სტრატეგი რაციონალურია, ანალიტიკოსი კი – ლოგიკური. ანალიტიკოსი მეტაფიზიკასა და წარსულ გამოცდილებებზეა ფოკურისირებული, სტრატეგი კი – ახლანდელ, ფიზიკურ სამყაროზე.

ანალიტიკოსს ადამიანების უმეცრება აშინებს

ანალიტიკოსს ადარდებს, რომ ადამიანთა უმეტესობა უმეცარია, სტრატეგი კი საკუთარი ცოდნის მიმართაა კრიტიკული. სტრატეგი ინფორმაციას იძიებს და მის ნამდვილობას გამუდმებით ამოწმებს. საბოლოოდ, ბევრი ძიებისა და გადამოწმებების შემდეგ, უკვე მტკიცედ სჯერა იმის, რისიც სჯერა. ანალიტიკოსი ამას ხედავს, ამიტომ სტრატეგის უცოდინრობა არ აშინებს. 

სტრატეგს ადამიანების ცუდი განზრახვების ეშინია

სტრატეგს ეშინია, რომ ადამიანებს ცუდი განზრახვები აქვთ, ერთგულები არ არიან, და შეიძლება ზურგს უკან მახვილი ჩასცენ. რადგან ანალიტიკოსი კრიტიკულია იმის მიმართ, რაც უნდა, მისი პოზიცია ასეთია: მე შენთვის ზურგსუკან მახვილის ჩაცემა არასდროს მომინდება, იმიტომ რომ საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, რამე მინდოდეს. ამის გამო, სტრატეგს მასთან ყოფნისას პანიკაში ჩავარდნა არ სჭირდება. 

ნუ ჰკითხავ სტრატეგს, როგორ ატარებს დროს. მას მარტო ის ადარდებს, დროს შენ როგორ ატარებ. 

ანალიტიკოსი ფიზიკურ გარემოს ვერ აცნობიერებს, ვერ ხვდება რას აკეთებენ სხვები. ის მხოლოდ იმას ხედავს, რასაც თვითონ აკეთებს. გაუცნობიერებლობის გამო, ხელიდან ხშირად უვარდება ნივთები და უცნაურად იცვამს. მეორე მხრივ, სტრატეგი შეიძლება ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ადამიანი იყოს, ვისაც შეხვედრიხარ. ასაკთან ერთად, ძალიან კარგი გემოვნება უყალიბდება. ანალიტიკოსს შეუძლია მასთან გემოვნება ჩამოიყალიბოს. 

თუ არ იცი რა არის კოგნიტური ფუნქციები, შეგიძლია გაეცნო აქ.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.