ენთუზიასტი ერთგული, ორგანიზებული და კეთილი ფსიქოტიპია, ენერგიას ადამიანებთან ურთიერთობით იღებს და ძალიან კომუნიკაბელურია.

ქვემოთ მოცემულია 33 ფაქტი, რომლებიც ბევრი ენთუზიასტის ფსიქოტიპის მქონე ადამიანისთვის ნაცნობია.

  1. ძალიან ბევრ ადამიანს იცნობ.
  2. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ სოციალურ სტატუსს და რას ფიქრობენ შენზე სხვები.
  3. მომსახურებაზე ხარ ორიენტირებული და დიდ მნიშვნელობას ანიჭებ სხვების გაბედნიერებას.
  4. ყოველდღიურ საჭიროებებს უზრუნველყოფ და ფულთან დაკავშირებით დიდ სიფრთხილეს იჩენ.
  5. სხვების მიმართ სითბოსა და ინტერესს ამჟღავნებ.
  6. გინდა, რომ ადამიანები მოგეწონოს და მათში საუკეთესოს ეძებ.
  7. გინდა, რომ სხვებს მოსწონდე და მათგან მხარდაჭერას გრძნობდე. ამასთანავე არაჩვეულებრივად შეგიძლია ადამიანებს თავი კარგად აგრძნობინო.
  8. დეტალებზე კარგად ხარ ფოკუსირებული. სხვებზე ადრე შენ ამჩნევ რა არის გასაკეთებელი და აკეთებ კიდეც.
  9. გინდა რომ უახლესი ინფორმაცია და ჭორი პირველმა იცოდე.
  10. ძალიან აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება გაქვს და შეხვედრები ერთი კვირით ადრე გაქვს დაგეგმილი.
  11. არ გიყვარს ცვლილებები.
  12. კრიტიკა გწყინს და და როცა მას ისმენ, ხშირად თავს მსხვერპლად გრძნობ.
  13. საკუთარ თავზე და შენთვის ახლო ადამიანებზე არასასიამოვნო სიმართლე თუ გითხრეს, ხშირად უარს ამბობ აღიარებაზე.
  14. ადამიანების სიამოვნებაზე იმდენად ზრუნავ, რომ შეიძლება საკუთარი მოთხოვნილებები უგულებელყო და სხვისი სურვილები წინ დააყენო.
  15. შენი მორალური კოდი გარე სამყაროთი განისაზღვრება. საკუთარი ღირებულების სისტემას კი არ ქმნი, საკუთარ ღირებულებებს ჯგუფის ღირებულებებთან აიგივებ.
  16. პატივს სცემ ტრადიციასა და ავტორიტეტს და შეიძლება ბრმად მიჰყვე წესებს მათში ეჭვის შეტანის გარეშე.
  17. გიყვარს ძვირფასი ნივთების ფლობა და მათ ძალიან კარგად უვლი.
  18. სტრუქტურირებული გარემო გირჩევნია და სახლში სივრცის ორგანიზება ძალიან კარგად გამოგდის.
  19. თუ სხვებისგან პოზიტიური შეფასება არ მიიღე, საკუთარ თავში რწმენას კარგავ.
  20. შეიძლება მანიპულირებადი იყო და შეეცადო სხვებს თავი დამნაშავედ აგრძნობინო.
  21. პასუხისმგებლობას სერიოზულობით ეკიდები და დიდ ძალისხმევას დებ მოვალეობების შესრულებაში.
  22. გიყვარს ლაპარაკი.
  23. მოუქნელობას ამჟღავნებ იმ საკითხების მიმართ რასაც შეჩვეული არ ხარ.
  24. სხვებს ძალიან ადვილად თანაუგრძნობ.
  25. ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ, როცა ყველა და ყველაფერი ჰარმონიაშია.
  26. შენი სურვილი, რომ სხვებს დაეხმარო, შეიძლება სხვებისთვის გადაჭარბებული და შემაწუხებელი იყოს.
  27. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ სხვების კარგად ყოფნას.
  28. აფასებ, როცა სხვები შენს ცხოვრებაზე გეკითხებიან და შენი პრობლემებით ინტერესდებიან.
  29. იმის გამო, რომ არ გიყვარს კონფლიქტთან პირდაპირი გზით გამკლავება, შეიძლება პასიურად აგრესიული იყო.
  30. ცდილობ, ადამიანებს თავი არასასურველად არ აგრძნობინო.
  31. დაშორება შენთვის ძალიან რთულია. დიდი ხანი გჭირდება რომ დაშორება გადაიტანო, და ეს ბოლომდე არასდროს გავიწყდება. 
  32. ძალიან ხშირად ადანაშაულებ საკუთარ თავს.
  33. სხვების გრძნობებს ავტომატურად გრძნობ.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.