პრაგმატისტის ფსიქოტიპს ხშირად ლოგისტიკოსსაც ეძახიან. მას იცნობენ, როგორც მოვალეობის გრძნობის მქონე, პრაქტიკულ ადამიანს, რომელსაც რეალისტური ხედვა აქვს.

ქვემოთ მოცემული 35 ფაქტი პრაგმატისტის ფსიქოტიპისთვისაა დამახასიათებელი. 

  1. წესებს კარგად სწავლობ და ინსტრუქციებს კარგად მიჰყვები.
  2. გირჩევნია უკვე ნაცნობი საქმე აკეთო და რისკიან წამოწყებებს თავი აარიდო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საამისოდ მიზეზი გაგაჩნია. 
  3. არასტანდარტული მეთოდების მიმართ სკეპტიკური ხარ.
  4. ცვლილებებს წინააღმდეგობას უწევ და ნელ-ნელა ეჩვევი სიახლეებს.
  5. შენი სანდოობით, მუყაითობით და გუნდურობით ძალიან ამაყობ.
  6. მეწვრილმანე , დეტალზე ორიენტირებული ხარ და კარგ ინსპექტირებას უკეთებ ყველაფერს იმის გათვალისწინებით, არის თუ არა ისინი მითითების მიხედვით შესრულებული.
  7. ნოსტალგიის ძლიერი განცდა გაქვს და წარსულს სითბოთი იხსენებ.
  8. განსაკუთრებული ინტერესი გაგაჩნია ისტორიის მიმართ და მიგაჩნია, რომ მნიშვნელოვანია წარსულის დაცვა, შენახვა და მისგან სწავლა.
  9. კარგი მეხსიერება გაქვს და უნარი, რომ ფაქტები, თარიღები და სხვა ინფორმაცია დაიმახსოვრო.
  10. როცა ცუდ ხასიათზე ხარ, მომაბეზრებლად იწყებ ლაპარაკს პატარა დეტალებზე და წუწუნებ, რომ ისეთი არ არიან როგორიც უნდა იყვნენ.
  11. არ გიყვარს გაურკვეველი, არარეალისტი, არაპრაქტიკული, არათანმიმდევრული და არასანდო ადამიანები.
  12. ბუნებით ფრთხილი ხარ და თავს არიდებ ყველაფერს, რაშიც ზედმეტი რისკი მოიაზრება.
  13. გაურკვევლობა არაკომფორტულ მდგომარეობაში გაგდებს და ამიტომ ცინიკური ხარ ახალი ტრენდებისა და ტაბუს მიმართ.
  14. ტრენდს არ მიყვები.
  15. შენ მეთვალყურის უფრო მშვიდი და ნაკლებად კონტროლის მოყვარე ვერსია ხარ.
  16. ძალიან მგრძნობიარე ხარ იმ ცვლილებებსა და შეგრძნებებთან დაკავშირებით, რაც შენს სხეულში ხდება.
  17. სიფრთხილეს იჩენ იმასთან დაკავშირებით, რას ჭამ და მსუბუქ საკვებს ამჯობინებ.
  18. შენი ღირებულებები კონსერვატიულისკენ იხრება.
  19. ხმამაღლა ფიქრობ. 
  20. არ გიყვარს ჭორაობა და იმ ადამიანებზე ფიქრი, რომლებიც შენი მოღვაწეობის არეს არ ეკუთვნიან.
  21. გიყვარს სუდოკუ და ფაზლები.
  22. კრეატიული არ ხარ, თუმცა ზოგჯერ ორიგინალური ფიქრები და იდეები მოგდის ხოლმე.
  23. გიყვარს რიცხვებთან მუშაობა და კომერციული სამყაროსკენ იხრები.
  24. მეტიჩრობა და ტრაბახი არ გიყვარს და გირჩევნია ყველაფერი მარტივი და მოწესრიგებული გქონდეს.
  25. მდიდრულს გამძლე და საიმედო გირჩევნია.
  26. გიზიდავს რელიკვიები, ანტიკვარული ნივთები, ისეთი საგნები, რომლებიც ძველია და რომლებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ.
  27. შენთვის საზოგადოებრივი რიტუალები, ცერემონიები და საქმიანი შეხვედრები აუცილებელი ნიუანსია.
  28. პასუხისმგებლობას სერიოზულობით ეკიდები.
  29. ძალიან ერთგული მეუღლე და მეგობარი ხარ.
  30. საშინლად აკრიტიკებ სხვას, მაშინ როცა იძულებული ხარ დაეხმარო.
  31. თავშეკავებული და წყნარი ხარ და ადამიანებს სერიოზული და ჩამოყალიბებული ჰგონიხარ.
  32. ორიგინალური იუმორის გრძნობა გაქვს და სამსახურში და ოჯახში შენთან დროის გატარება სახალისოა.
  33. არ გსიამოვნებს წესების დარღვევა.
  34. მარტო მუშაობა გირჩევნია, თუმცა როცა საჭიროება ითხოვს, ჯგუფში მუშაობა კარგად გამოგდის.
  35. სიყვარულს არა სიტყვებით, არამედ მოქმედებით გამოხატავ.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.