თითოეული ფსიქოტიპი სხვადასხვანაირადაა მომართული. მაგალითად, პრაგმატისტი ადამიანს ვერ გაუგებს, თუ თვითონ არ ჰქონია მსგავსი გამოცდილება, ან დეტალურად არ გაურკვევია ყველაფერი საკითხთან დაკავშირებით. ინოვატორი შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ დასკვნის გამოტანამდე, თავის გონებაში გამოკვლევებს გააგრძელებს. 

თუ დავინტერესდებით ვისწავლოთ, როგორ გავუგოთ თითოეულ ფსიქოტიპს, და როგორ მოვხიბლოთ ისინი, უკეთესად დავამყარებთ ურთიერთობებს.

იდეალისტი – INFP

  1. ჰკითხე კითხვები, ყურადღებით მოუსმინე და მის აზრებს სწრაფად ნუ გაუკეთებ ინტერპრეტაციას.
  2. ნუ განსჯი, და საუბრის დროს გაითვალისწინე საუბრის ტონი, მანერა და დრო.
  3. ჰკითხე რჩევა, რადგან დიდი სიამოვნებით დაგეხმარება მორალურ, ურთიერთობებთან დაკავშირებულ, ემოციურ, და პირად საკითხებში.

ინოვატორი – ENFP

  1. ნება მიეცი შენს პირად სივრცეში შემოიჭრას და ნუ მოიშორებ: შეიძლება არ გითხრას, მაგრამ ამით შეიძლება გული დასწყდეს. 
  2. დღეები და კვირები თუ ავიწყდება მოწერა, ძალიან გულთან ახლოს ნუ მიიტან. უბრალოდ, გონებაგაფანტულია. 
  3. სიყვარულის გამოხატვისგან და კომპლიმენტების თქმისგან თავს ნუ შეიკავებ. შეიძლება რეაგირება სხვანაირი ჰქონდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ძალიან მოსწონს.

 ემპათი – INFJ

  1. უსმინე განუსჯელად, გაითვალისწინე მიმიკები, საუბრის ტონი, სხეულის ენა. ემპათი იშვიათად იხსნება სხვებთან, მაგრამ როცა ამას აკეთებს, უკან ნუ დაიხევ.
  2. მარტო ყოფნა როცა მოუნდება, სხვანაირად ნუ გაუკეთებ ინტერპრეტაციას. ნურც შეაწუხებ, დაადანაშაულებ, ან გაუბრაზდები.
  3. აზრი ჰკითხე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც გაინტერესებს, ყურადღებით მოუსმინე და მოულოდნელად თემას ნუ შეცვლი.

მენტორი – ENFJ

  1. ნება მიეცი დაგეხმაროს, თუნდაც ისეთ რამეში, რასაც შენ თვითონაც გააკეთებდი. მენტორს სხვების დახმარება სიამოვნებს, ამიტომ მისი მონდომება დაუფასე, რადგან ხშირად სხვები ამას არ უფასებენ ხოლმე.
  2. სხვების დაცვას როცა დაიწყებს, გვერდით დაუდექი და ეცადე, პასიური მხარდამჭერი არ იყო.
  3. სიურპრიზი გაუკეთე და დღე შეუმსუბუქე იმის გაკეთებით, რაც თვითონ უწევს ხოლმე. 

ვირტუოზი – ISTP

  1. ნუ იქნები ძალიან სერიოზული, იხუმრე. შეიძლება თავიდან სერიოზულადაც კი მოგეჩვენოს, მაგრამ ძალიან ჭკუამხიარული გახდება, თუ შენთან თავს კომფორტულად იგრძნობს. ასე რომ, აიღე ინიციატივა საკუთარ თავზე.
  2. ნუ აიძულებ გაიხსნას თუ ამისთვის მზად არაა. მიუხედავად ამისა, მაინც ჰკითხე როგორ არის, ამას დაგიფასებს, თუმცა თავს ნუ მოაბეზრებ. 
  3. იდუმალის როლს ნუ ითამაშებ. პასიურად აგრესიულობა და ორაზროვნება არ უყვარს.

არტისტი – ISFP

  1. დაპატიჟე ან ჩართე განსაკუთრებულ აქტივობებში, სადაც წარმოსახვისა და კრეატიულობის გამოყენებას შეძლებს. კომფორტულად იყავი საკუთარ უცნაურობებთან.
  2. ნუ ეცდები აკონტროლო. საკუთარ ინდივიდუალობასა და თავისუფლებას კბილებით იცავს.
  3. გაიცანი იმის საშუალებით, რაც იტაცებს და აინტერესებს. კომპლიმენტით შეამკე იმ საქმეში, რითაცაა გატაცებული.

იმპროვიზატორი – ESFP

  1. რასაც აკეთებს, მხარდამჭერი იყავი. შეიძლება თავდაჯერება აკლდეს და ეჭვებით იყოს სავსე, პატარა ბიძგი დიდი ცვლილების მომტანი იქნება.
  2. ნება მიეცი, ზოგჯერ სხვებთან ერთად წაგიყვანოს და შენთან ერთად გაერთოს, თუმცა მისთვის ის ადამიანი უნდა იყო, ვინც ცხოვრებაში პასუხისმგებლობებს ახსენებს.
  3. ნუ განსჯი გარეგნობით ან ცხოვრებისეული არჩევანით, თუკი ამით საკუთარ თავს ან სხვებს ზიანს არ აყენებს.

ავანტიურისტი – ESTP

  1. ნუ ეცდები მის გაკონტროლებას. ვერ იტანს, როცა თავისუფლებასა და ავტონომიას უზღუდავენ.
  2. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ხუმრობით გაეჯიბრე, შეუერთდი აქტივობებში, თუმცა ჯერ დარწმუნდი, რომ თავს საფრთხეში არ ჩაიგდებს.
  3. დაუმტკიცე შენი ერთგულება. ნუ დაიწყებ უაზროდ ჭორაობას, და რაც ყველაზე მთავარია, ნუ უღალატებ.

ანალიტიკოსი – INTP

  1. მიეცი ნება თავისთვის იყოს. ადამიანებთან ურთიერთობას ნუ აიძულებ და ნუ გააკრიტიკებ იმისთვის, თუ როგორ ხედავს გართობას. მისთვის გართობა სახლში კომფორტულად ყოფნა, ან ჰობით დაკავებაა.
  2. გაუზიარე ახალი იდეები და მასთან ერთად იმსჯელე. ნება მიეცი იმ თემებზეც ისაუბროს, რაც შენ არ გესმის. ნუ უგულებელყოფ ან დასცინებ.
  3. რუტინულ საქმეებში დაეხმარე.

მოდებატე – ENTP

  1. გულის სიღრმეში ადარდებს, ხალხი რას ფიქრობზე მასზე, და ხშირად ვერ უგებენ ხოლმე. მიიღე ისეთი უცნაური, როგორიც არის. თუ შეამჩნია, რომ განსჯი, უნდობლობა გაუჩნდება და შეიძლება მეორედ შენთან აღარ გაიხსნას.
  2. ნუ შეაწუხებ. მას თავისი სივრცე და თავისუფლება სჭირდება. 
  3. ნუ მოიტყუები, უბრალოდ პირდაპირი იყავი.

სტრატეგი – INTJ

  1. დაამტკიცე, რომ სანდო ხარ, დროს ტყუილად ნუ დააკარგვინებ. 
  2. ჰკითხე რთული კითხვები, დაანახე რომ მისი ცხოვრება გულწრფელად გაინტერესებს. მის შეხედულებებს ნურასდროს განსჯი, სანამ მიზეზს არ გაიგებ.
  3. იყავი ბუნებრივი. სიყალბე და მორიდებულობა არ მოსწონს.

შეფი – ENTJ

  1. გამონახე აქტივობები, რომლებითაც მოდუნდება და ისიამოვნებს, დაადგინე როდის სცალია და სიურპრიზს ნუ მოუწყობ.
  2. მისი მოღვაწეობის სფეროსთან დაკავშირებით ჰკითხე აზრი, ან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება სპეციფიურ სფეროში განვითარდე. მიზნის მიღწევაში სიამოვნებით დაგეხმარება, თუ შენ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ.
  3. შეახსენე, რომ ხანდახან დამარცხებას არაუშავს და ეს მის ღირსებას არ ეხება. შეფი მარცხს ძალიან განიცდის.

მხარდამჭერი – ISFJ

  1. დახმარება შესთავაზე, ან ინიციატივა გამოიჩინე. მხარდამჭერი მეტ და მეტ საქმეს იღებს ხოლმე საკუთარ თავზე.
  2. ნუ ისარგებლებ მისი გამცემი და მზრუნველი ბუნებით, შეიძლება გაპატიოს, მაგრამ არ დაგივიწყებს.
  3. გაიხსენე მასთან გატარებული კარგი მომენტები, გამოხატე რამდენად აფასებ მასთან მიღებულ ამ გამოცდილებებს.

პრაგმატისტი – ISTJ

  1. ისაუბრე მონაცემებით. ის გამჭვირვალობასა და პირდაპირობას აფასებს.
  2. ნება მიეცი დაგეხმაროს იმ საქმეების გამარტივებაში, რაც გიჭირს. ის ოპტიმალურ გამოსავალს პოულობს, მაგრამ მიყევი მისი მოქმედების გეგმას, მასთან ერთად ისწავლე და გააკეთე. პრაგმატისტს მარტო ის კი არ მოსწონს, რომ მის შეხედულებას ენდობიან, ასევე ისიც, რომ მისი რჩევა სჭირდებათ და მის განხორციელებას ცდილობენ.
  3. პატივისცემით მოეპყარი მის დროს და ნუ დაიგვიანებ შეხვედრებზე.

ენთუზიასტი – ESFJ

  1. იმის ნაცვლად, რომ სულ თვითონ არ გიკავშირდებოდეს, ხანდახან შენც აიღე ინიციატივა საკუთარ თავზე. ასე არ იფიქრებს, რომ ძალისხმევას მხოლოდ თვითონ დებს ურთიერთობაში. მისთვის მნიშვნელოვანია, სხვასაც უყვარდეს და აფასებდეს.
  2. დაუფასე სითბო და მზრუნველობა ვერბალურად, რადგან ამით არაა განებივრებული.
  3. ნუ დამალავ. არ უყვარს, როცა სიტუაციიდან იშორებენ ან ტოვებენ ხოლმე.

მეთვალყურე – ESTJ

  1. იყავი სერიოზული და თანმიმდევრული. ნუ იქნები უმიზნო და ნუ დატოვებ არასანდო ადამიანის შთაბეჭდილებას.
  2. მასაც აქვს გრძნობები და შეიძლება არ აღიაროს რომ გული ატკინეს, ამიტომ ამ ფაქტს ყურადღება მიაქციე. დროდადრო ჰკითხე თავს როგორ გრძნობს.
  3. მისი ბევრ ადამიანს ეშინია, მაგრამ მასთან კავშირის დამყარება თუ გინდა, თავდაჯერებულად იხუმრე მასთან.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.