ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ პატარა დეტალებზე, რომლებიც ამ ფსიქოტიპებს აბედნიერებს და კმაყოფილების შეგრძნებას უჩენს. 

ემპათი – INFJ 

* გრძნობა, რომ დაფასებული და მნიშვნელოვანია.
* ცოდნა იმისა, რომ ვიღაც მის გრძნობებზე ზრუნავს და მისი ბედნიერება უნდა. 

* საყვარელ ადამიანებთან შეეძლოს იყოს ის, ვინც არის სინამდვილეში.

* გრძნობა იმისა, რომ საყვარელ ადამიანებს უსაფრთხო გარემო შეუძლია შეუქმნას. 

* შესაძლებლობა, საკუთარი შინაგანი სამყარო გამოიკვლიოს და მასში ჩაიკარგოს.

* უბრალო და ჩუმი სიურპრიზები, რომლებითაც იგრძნობს, რომ უყვართ.

* მარტო გატარებული დრო.

* კითხვა.

* შეეძლოს რაღაც დიად მიზანს ემსახურებოდეს. 

ცხოვრებისეული მიზნის პოვნა შენი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის მიღწევა არაა ადვილი. ზოგჯერ, მიზნისკენ გზაზე სწორედ მაშინ დგახარ, როცა ცდი, წარუმატებლობის მიუხედავადაც. გააკეთე სიკეთე, დაწერე წიგნი, რომლის დასაწერასაც სულ სამომავლოდ დებდი, იპოვე პატარა თავგადასავალი. უთხარი საკუთარ თავს, რომ კარგი ხარ ისეთი, როგორიც ხარ და არ გჭირდება სხვებისთვის შეიცვალო. ზოგჯერ შეიძლება ფიქრობდე, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, ან იმდენად განსხვავებული ხარ რომ ვერავინ გაგიგებს. ეს ფიქრები თავდაჯერებას გაკარგვინებს, რომ მიზნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ნება მიეცი საკუთარ თავს, რომ ექსპერიმენტები ატარო, გამოიკვლიო, დაუშვა შეცდომები, და გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ახლა, ამ წუთას ხარ.
საკუთარი სურვილებს ნუ უგულებელყოფ. სხვების სურვილებზე იმდენად ხარ ფოკუსირებული, რომ შენი გავიწყდება და დანაშაულადაც მიგაჩნია საკუთარ თავზე ფიქრი, თუმცა როცა იგრძნობ, რომ ბედნიერი არ ხარ, გაუცნობიერებლად სხვებისგან ნაწყენი რჩები. ამის გამო, საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელია. იმისთვის, რომ ბედნიერება იპოვო, ჯერ საკუთარ თავზე უნდა იმუშაო, რომ შინაგანი დანაშაულის გრძნობა მოიშორო.
ენდე საკუთარ თავს, საკუთარ ცოდნას და სხვებს ნებას ნუ მისცემ, ამის გამო თავი დამნაშავედ გაგრძნობინონ. 

Მენტორი – ENFJ

* როდესაც საყვარელი ადამიანების გაბედნიერებას ახერხებს.

* როცა უზრუნველყოფს ოჯახისა და მეგობრების კეთილდღეობას.

* როცა ირგვლივ მყოფი ადამიანები აფასებენ და მათგან სიყვარულს გრძნობს.

* ადამიანები, რომლებიც მოთმინებას იჩენენ მასთან და ზედმეტად მომთხოვნები არ არიან.

* როცა საყვარელ ადამიანებს მასთან დროის გატარება უნდათ.

* როცა სხვები მენტორის სიყვარულსა და აღიარებას მოელიან.

*  როცა მას გულწრფელად უსმენენ და საშუალებას აძლევენ, საკუთარი თავი გამოხატოს. 

შენთვის ბედნიერება ადამიანების პოტენციალის დანახვა და მათი შთაგონებაა, რომ ამ პოტენციალის რეალიზება შეძლონ. გრძნობ რომ ვინმეს რამის ნიჭი ან უნარი აქვს? უთხარი! ბუნებრივი, ადამიანური ურთიერთობები შენს ცხოვრებისეულ კმაყოფილებას ზრდის. ადამიანებთან ურთიერთობას კიდევ რამე აქტივობები დაუმატე, მაგალითად, დილაობით მეგობართან ირბინე, ან საღამოს საყვარელ ადამიანთან კომედიას უყურე. უსმინე სიმღერებს, რომლებიც შთაგაგონებს, იკითხე წიგნები, რომლებიც ცხოვრებას მეტ აზრს მატებს, დაკავდი მედიტაციით.
ხშირად წუხხარ, რომ სხვები შენს სიკეთეს ცუდად იყენებენ ან საკმარის მადლიერებას არ გამოხატავენ. მართალია, თუ მადლიერი ადამიანები გვერდით არ გყავს, ბედნიერი ვერ იქნები, თუმცა მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის დაფასება თვითონაც ისწავლო. უამისოდ გამოიფიტები და დამოწმებისთვის სულ სხვებს დაუწყებ ძებნას. პერფექციონიზმის გამო, მხოლოდ საკუთარ შეცდომებს ხედავ ხოლმე და საკუთარ მიღწევებს არ აფასებ. დააფასე საკუთარი თავი იმისთვის, რასაც აკეთებ, ეს თავდაჯერებას მოგმატებს. 
იმის გამო, რომ სულ სხვებს ეხმარები და საკუთარ თავზე არ ზრუნავ, ხშირად იფიტები. რაც უფრო მეტად დაიწყებ საკუთარ თავზე ზრუნვას, ურთიერთობებიც უფრო ჯანსაღი გექნება. ამასთან, როცა გაერკვევი, თუ რა გინდა, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და რა არის შენი პირადი მიზანი, საკუთარ თავთანაც ბედნიერი იქნები და სხვებთანაც. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს და გეგონოს, რომ შენი სურვილების სხვებზე თავის მოხვევა ეგოისტურია, თუმცა ადამიანები, რომლებიც შენზე მართლა ზრუნავენ, სურვილების ქონის გამო თავს ცუდად არ გაგრძნობინებენ. დანაშაულის გრძნობის მოცილება შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ ეს გჭირდება. 

იდეალისტი – INFP

* გვერდით ისეთი ადამიანების ყოლა, რომლებიც მოუსმენენ და განსჯის გარეშე ნებას მისცემენ, იყოს საკუთარი თავი.

* მუსიკის სმენა ან კითხვა.

* მარტო ყოფნის საშუალება, რომ ხელის შეშლის გარეშე საკუთარ შინაგან სამყაროში იქექოს.

* საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება და მათთან ღრმა საუბრები.

* ზოგჯერ, სრულიად ჩუმად ყოფნა იმ ადამიანებთან, ვინც უყვარს.

* ადამიანების გაღიმება.

* შემთხვევითად კეთილი საქმის გაკეთება.

* სიყვარულის პოზიტივით გამოხატვა.

* თბილი ჩახუტება.

როგორც იდეალისტი, ბედნიერებას იღებ, როცა პროექტში შენი შემოქმედებითი შტრიხი შეგაქვს. ბედნიერება შენთვის ისეთი რამის შექმნაა, რაც აქამდე არ შექმნილა. ბევრი იდეალისტისთვის, ეს ბედნიერება შემოქმედებით საქმეში იმალება, ზოგს კი სამზარეულო, სწავლება, მეწარმეობა, სახლის რემონტიც კი იზიდავს. იმისთვის, რომ თავი სრულყოფილად იგრძნო, წარმოსახვის და კრეატივის გამოყენება შენთვის აუცილებელია, მითუმეტეს თუ ეს რაღაც მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება.
შენ ძლიერი შინაგანი ხმა გაქვს, უბრალოდ ძალა გჭირდება, რომ ეს გარეგნულად გამოხატო ისე, რომ სირცხვილი არ იგრძნო. როცა ამას გაბედავ, უფრო ბედნიერი გახდები. ასევე, თუ რაღაც აქტივობა შენს სტილში არ ჯდება და ემოციურად გღლის, აუცილებელია ეს მეგობრებს უთხრა. ასე თუ მოიქცევი, ჯანსაღ ბალანსს შეინარჩუნებ. როგორც იდეალისტს, ბედნიერებას განიჭებს საქმე, რომელიც რაღაც დიდ მიზანს ემსახურება, საქმე რომელიც სხვებს ეხმარება და სამყაროში ცვლილებები შეაქვს. როგორც იდეალისტს, ასევე გჭირდება იგრძნო, რომ საყვარელი ადამიანები არ განგსჯიან იმ არჩევანის გამო, რაც გააკეთე. შინაგანი ბედნიერებისთვის საყვარელი ადამიანებისგან არა განსჯა, არამედ დაფასება გჭირდება, რომ უყვარდეთ ისეთი, როგორიც ხარ.

ინოვატორი – ENFP

* შთაგონება.

* სხვებთან გულწრფელად, სიღრმისეულ დონეზე კავშირი.

* სხვების ცხოვრებაში პოზიტივის შეტანა და თბილი განცდების განვრცობა.

* კმაყოფილება იმით, ვინც არის.

* სხვებისგან დაფასების მიღება და იმის შეგრძნება, რომ არ განსჯიან.

* სხვებთან გულწრფელი საუბარი.

* შესაძლებლობები და სილამაზე.

* კვლევა-ძიება.

* კითხვა.

* სასიყვარულო ურთიერთობა.

ბედნიერება შენთვის ის არის, როცა აღმოაჩენ, რომ სხვების მოლოდინებისგან თავი გაითავისუფლე და დაიწყე იმის კეთება, რაც გულწრფელად მიგაჩნია ცხოვრების მიზნად. დარწმუნდი საკუთარ შესაძლებლობებში. რაც უფრო მეტად ეცდები, შენი ძლიერი მხარეები იპოვო და ისინი ირწმუნო, მით მეტად ბედნიერი გახდები. ხმის ამოღება მაშინ, როცა რაღაც არ მოგწონს, უფრო კომფორტულად გაგრძნობინებს თავს. წარმოიდგინე. იმოგზაურე. იკითხე. საკუთარ თავს პირობა მიეცი და ენდე, რომ შეასრულებ; თუმცა მანამდე ძიების ნება დართე. ესაუბრე ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილებიდან მოდიან და სხვადასხვა წარსული აქვთ. იმოგზაურე სხვადასხვა კულტურებში, წაიკითხე განსხვავებული წიგნები, გამოსცადე განსხვავებული საქმიანობები. გიყვარდეს საკუთარი თავი იმდენად, რომ მას ექსპერიმენტების საშუალება მისცე. Საკუთარ თავს ნება მიეცი, გააკეთოს აღმოჩენები ისე, რომ ტრადიციებსა და სხვების მოლოდინებზე მიჯაჭვული არ იყოს. 
უზარმაზარ სიხარულს მაშინ გრძნობ, როცა რაღაც ღირებულს აკეთებ. ამას შეიძლება კარიერით მიაღწიო ან სამუშაოსგან დამოუკიდებლად. ნამდვილი, ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზედაპირული მეგობრობა კმაყოფილებას არ მოგიტანს, შენ გულწრფელობა და სიახლოვე გჭირდება. უნდა გრძნობდე, რომ შენთვის ახლო ადამიანებს შენი ესმით და გაფასებენ იმისთვის, რაც ხარ. ამ ადამიანებმა შენი არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი მხარეც უნდა იცოდნენ და ამ მხარესთანაც კომფორტულად იყვნენ. გჭირდება ადამიანები, რომლებიც ხედავენ ვინ ხარ და უყვარხართ ამ შენი თვისებების გამო. 
როგორც ინოვატორს, არ გიყვარს სტაგნაცია და გრაფიკით ცხოვრება გფიტავს. გჭირდება ახალი გამოწვევები, გონება სულ დაკავებული რომ გქონდეს და ახალი გამოცდილებები ეძებო. შენთვის საუკეთესო კარიერა ისეთია, რომელიც შემოქმედებით თავისუფლებას განიჭებს და მუდმივად გთავაზობს ახალ და შთამაგონებელ გამოწვევებს.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.