როგორ შევარჩიოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც ჩვენს მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს მოეწონებათ? ზოგიერთის აზრით, საჩუქრების ჩუქება ცარიელი რიტუალია, თუმცა თუკი ამას გულით აკეთებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამით საყვარელ ადამიანებს ვაგრძნობინებთ, რამდენად ძვირფასები არიან ჩვენთვის. ეს სტატია ცოტათი მაინც დაგაკვალიანებთ, როგორ შეარჩიოთ სწორი საჩუქარი სტრატეგისთვის. ეს ის ფსიქოტიპია, რომელსაც სიურპრიზები ყველაზე ნაკლებად უყვარს. ასევე არ უყვარს …
Continue reading როგორ შევურჩიოთ საჩუქარი სტრატეგს?
Category:INTJ
13 საინტერესო ფაქტი სტრატეგის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგს ხშირად მარტო ყოფნა უნდა, ზოგჯერ თავს მარტოსულად გრძნობს ხოლმე. მართალია, შებოჭილი და დინსტანციური ჩანს, მაგრამ სინამდვილეში რომანტიკული, ვნებიანი, ერთგული და სანდოა. ზოგადად, სხვების აზრები არ აინტერესებს, მაგრამ ძალიან სენსიტიურია იმათი შეხედულებების მიმართ, ვინც მისთვის მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებისგან უარყოფასაც მტკივნეულად განიცდის. როცა რაღაცაზე გაბრაზებულია ან ეჭვები აქვს, უკან იხევს რომ გრძნობები დაალაგოს. …
Continue reading 13 საინტერესო ფაქტი სტრატეგის შესახებ
რა განსხვავებაა სტრატეგსა და ემპათს შორის?
ორივე ინტროვერტია და ორივე ინტუიტიური, თუმცა არც ისე ძალიან გვანან ერთმანეთს. მათი მსგავსებები და განსხვავებები ქვემოთ დეტალურადაა მოცემული.↴ ორივე მომავალზეა ორიენტირებული, უბრალოდ INFJ-სთვის ადამიანები და ემოციური სამყარო უფრო მნიშვნელოვანია, INTJ (სტრატეგი) კი უფრო პრაქტიკული საკითხებით ინტერესდება. ორივეს უყვარს მარტოობა, მაგრამ INTJ უფრო დამოუკიდებელია. INFJ-ს, განსაკუთრებით ახალგაზრდობის წლებში, მეგობრების მცირე ჯგუფის ყოლა სურს, რომლებსაც მისი ესმით. …
Continue reading რა განსხვავებაა სტრატეგსა და ემპათს შორის?